Jump to content

სურათი

გასეირნება ლატვიაში

ნადირობა ტახი ლატვია

ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 982 პოსტი

მოგესალმებით მეგობრებო 

რაცხა ნამეტანი ცარიელია ამ წლის რეპორტები ამიტომ შევმატებ ჩემს ბოლო გასვლას

ჩემმა ლატვიელმა ძმამ და მეგობარმა მიმიწვია ლატვიაში ტახზე სანადიროდ რამდენიმე წლის წინ , ხან რის გამო ხან რის გამო გადამეწია ეს "პაესტკა" ხოდა ამაზე განაწყენებული დამემუქრა მე ყველაფერი უკვე მოვაგვარეო და აწი შენ თუ არ ჩამოხვალ აღარ ვძმაკაცობთო , რა მექნა მეც შევარჩიე ყველაზე მოსახერხებელი ბილეთები და გავეშურე რიგას.

არც თუ ისე მოკლე ფრენის შემდეგ შევდგი ჩემი მარჯვენა ფეხი ამ ულამაზეს ქალაქში , ბევრი ნამგზავრი ვიყავი და ამიტომ ვითხოვე პირველი დღე არაფერი დაგვეგეგმა , ასეც მოხდა განმათავსა სასტუმროში და გავისეირნეთ ეწ "სტარაია რიგა"-ში , იმ ადგილას სადაც კომუნისტების დროს ედინბურგიც იყო , ლონდონიც და მთელი ევროპა გადაღებული სსსრ პერიოდში.

პირველი რამაც გამაოცა იყო ჰაერი , ჩვენთან ბაკურიანში რომ არის აი ისეთი , რაც არ იყო გასაკვირი რადგან შემდგომში როგორც მითხრეს მთელ ევროპაში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ყოფილა ხე-ტყის მოსახლეობასთან მიმართებაში.

გავისეირნეთ ამ ძველ სილამაზეში რასაც ისე უფრთხილდებიან როგორც დედა , შვილს 

 

Lcbb0e9.jpg

 

რაც მთავარია ყოველ ას მეტრაში შევდიოდით სხვადასხვა კაფე ბარებში და პა სტო გრეი გუსებს ვუბერავდით გრადუსის არ დასაგდებად :)

ძალიან ვისიამოვნე ამ ძველი ქალაქით და რაც მთავარია და რაც აკლია ევროპას , ვისიამოვნე სისუფთავით , თითქოს ენით ალოკილი იყო ყველაფერი , ასევე არ იყო მიგრანტების ბანაკები რაც ფაქტიურად ყველა ევროპის დედაქალაქში არის , როგორც ამიხსნეს ლატვია არის ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა და ამიტომ მათ მხოლოდ 23 ოჯახის მიღება დაედოთ ვალად და ისიც ერთ წელიწადში რომ გადაამოწმეს მხოლოდ ერთი იყო დარჩენილი.

 

ასე ლამაზად ჩავამთავრეთ საღამო და მეორე დილას გავეშურეთ სანადირო სავარგულებში, თვითონ მაგარი მეთევზეა მაგრამ სანადიროდ პირველად იყო ამიტომ მეგობრების საშუალებით მოგვიწია მეურნეობის ნახვა , მე როგორც ეთიკურ მონადირეს მთავარი მოთხოვნა მქონდა "ვაილდ" ნადირობა , ამიტომ ვერტმფრენიდან სროლა მომხიბვლელი წინადადები იყო მაგრამ უარი ვთქვი , მონადირის სულისკვეთებას მსგავსი აქტივობები არ ეკადრება.

ადგილზე დაგვხვა უშუალოდ ამ მეურნეობის მფლობელი , მისი აუთფიტერი (ეგერი) , ჩემი მეგობრის სიძე და მათი მეგობარი "დოქტორი" რომელიც საუკეთესო ვენების ქირურგია მთელს ევროპაში .

ადგილზე დავბინავდით ხიჟინებში , ისე დაემთხვა რომ მე და ჩემი მეგობარი სადაც დავრჩით პირველები ვიყავით ამ ქოხის სტუმრები.

როდესაც შევედი ეგრევე გული ამიჩუყდა , დამახვედრეს ბორჯომი...

 

 

4781cb0.jpg

 

 

ეს უკვე მივხვდი რომ კარგის მაჩვენებელი იყო. ცოტა დავისვენეთ და გადავინაცვლეთ შტაბში სადაც მელოდა ურთულესი არჩევანი , იარაღის არჩევა.

ვარიანტები იყო ზაუერ 202 , ბლეიზერ რ8 .300 და ბლეიზერ კ95 .243 კალიბრი.

პირველი გასვლისთვის ავირჩიე რ8

 

 

d87a9ac.jpg

 

 

 

ყველა იარაღზე ხმარობენ მაყუჩებს რათა არ მოხდეს ნადირის დაფრთხობა გასროლის მერე , რადგან როგორც ჩვენ დალოცვილ ქვეყანაში გვაქვს ხეობები იქ მასე არ არის , არის სწორი ტყე და წამიერად სავარგულიდან შეიძლება ვინმეს ეზოში გადავიდეს ნადირი და გაიქცეს.

დავიშალეთ მოსამზადებლად

სასიამოვნო ის იყო რომ ეგერის მაგივრად პირადად სავარგულის მეპატრონე გამომყვა , ასე რომ პოლნი პაჩოტში ვიყავი.

გეგმა ასეთი იყო , საფარში ვიქნებოდით 3 საათი და თუ ვერაფერი შემდეგ პლან ბ

მოვეწყვეთ და გავისუსეთ. 

დაახლოებით ერთ საათში გამოვიდა ორი შველი , დედალ მამალი, ვინაიდან იყო თებერვალი , შველზე სროლა აღარ შეგვეძლო , დედალი უკვე მაკეთ იყო და ვაცს ახალი მოცვლილი ქონდა რქები , სეზონი სექტემბრიდან დეკემბრამდეა და ულიმიტოდ მოპოვების რეგულაცია აქვთ.

შემდეგი საათნახევარი ვუყურებდით ამ ორი ლამაზი არსების მოძრაობას რითაც ძალიან ვისიამოვნეთ , ამ წყვილის ცეკვასავით იყო.

მე კი მაშინებდნენ თუ გაიყინე გვითხარი წამოვალთო და არიქა კომფორტულად იყავიო მაგრამ მაგათმა არ იცოდნენ ჩემი სიჯიუტის ამბავი , მაგალითად რომ მოვიყვანო როგორ შევედი შტორმში საცურაოდ და ვეღარ გამოვდიოდი მაგრამ ჩემი სიჯიუტით მზად ვიყავი "კაცურად" ჩავძირულიყავი დუმილით (ამაზე სხვა დროს მოვყვები , მაშველებმა რომ მომისწრეს ბოლო წუთას და უარს რომ ვეუბნეოდი რგოლის ჩაჭიდებაზე :D ) ასევე არ იცოდნენ ჩვენს შარიან ხევში რა ყინვა იცის და როგორ გვიწევს ხოლმე ზოგჯერ 5 საათიც ჯდომა :)

რათქმაუნდა პირველი ჩემი მასპინძელი დანებდა და თქვა გავთბეთო ბანაკში გავეშუროთო :D

 

 

 

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 982 პოსტი

ჰოოდა შევედით თუ არა ბაზაზე , მასპინძელს მოუვიდა ფოტო ხაფანგი სხვა ლოკაციიდან , ტახი გამოჩნდა საკვებურთანო დავისვენოთ თუ წავიდეთო , რა დამასვენებდა ქურქი არ მქონდა გახდილი წავედითთქო , უკვე ღამე იყო და შევიცვალე ინსრტუმენტი , ავიღე ბლეიზერი კ95 რომელიც იყო ცალ ლულიანი შტუცერი .243 კალიბრი ღამის ხედვით. ამჯერად დასვენებული ეგერი გამომყვა , ჩავხტით მის მანქანაში და გავგაზეთ.

მანქანა გავაჩერეთ 1 კილომეტრის მოშორებით და დავიწყეთ მიპარვა , საკმაოდ რთული მისაპარი იყო რადგან სასტიკი ყინვა იყო და ყოველ ნაბიჟს სასწაული ხრაშუნის ხმა ქონდა, ქურთუკიც ხმაურობდა ამიტომ გავიძრე და ბოლო 400 მტერი მივიპარეთ , სადღაც 200 მეტრში საკვებურიდან დავიწყეთ თერმული ბინოკლებიდან დაკვირვება და ჰოი საოცრებავ , ტახის მაგივრად ირემი დაგვხვდა , თერმულის პლიუსი ის არის რომ ბალახებში და ხეებშიც აჩვენებს მაგრამ რქა რახან ძვალია სითბო არ გააჩნია და არ ჩანს, აქ უკვე ღამის ხედვა ჯობს რადგან აქ ყველაფერი ჩანს , თUმცა ღამის ხედვის მინუსი ის არის რომ ბალახი მაინც თუ არის ვერ ხედავ , ამიტომ მოგვიწია კიდევ 50 მეტრით წინ და გვერდულად გაწევა , ვიმარჯვე იარაღი და ჩემდა სამწუხაროდ და იმის საბედნიეროდ დედალი იყო , რქები არ ქონდა , შესაბამისად სროლის უფლება არ გვქონდა. 

დავიწყეთ ლოდინი და იარაღ მომარჯვებული დაკვირვება , რამდენიმე წუთში დაფრთხა , რამაც გამანაწყენა რადგან მეგონა ჩვენგან დაფრთხა , მიუხედავად იმისა რომ არ იყო სანადირო ობიექტი, ამ განაწყენებულ გულზე დაახლოებით 30 წამში გამოჩნდა მისი დამფრთხობი , ზუსტად ის ტახი რაც ფოტო ხაფანგში გამოვიჭირეთ, თუმცა ნამეტანი ფრთხილი აღმოჩნდა , ჩვენი პოზიციიდან უკვე 150 მეტრზე ახლოს მისვლა გარანტირებულად დააფრთხობდა მას და ეს ფრთხილი ტახი გამოვიდოდა საკვებს აიღებდა და შევარდებოდა ისევ ჯაგებში საჭმელად , ჩვენ არ გვქონდა სასროლი რადგან მხოლოდ თავი ან უკანალი ჩანდა ისიც მოუხერხებელი კუთხით , ასე გაშეშებულები ვიდექით ალბათ 15 წუთი , ამ დროში 3 ჯერ გამოვიდა და შებრუნდა ჯაგებში ისე რომ არცერთხელ არ მოგვცა სროლის კუთხე. მე საკმაოდ მოუხერხებელ პოზიციაში ვიყავი გაშეშებული თანაც ხელთათმანი არ მეცვა და სასხლეტის თითი კი არ გამეყინა არამდენ უკვე სერიოზული ტკივილი დამიწყო , თუ გტკივა კარგია აი რო აღარ გეტკინება მაშინაა საქმე ცუდად  :)

თუმცა მაინც იყო აზრი ამ გაყინულ თითმა სასხლეტი არ მოქაჩოს გასროლისას. ამ სასიამოვნო დროის მერე გამოვიდა სასროლზე და ეგრევე ვესროლე , ბალახებში არ ჩანდა ბეჭი ამიტომ შიგ ხერხემალში ვესროლე , თანაც აცდენის შანსი არაა რადგან ერთი ტყვია მაქვს , სანამ შტუცერს გადატენი ის უკვე გადავა შარას , ხოოდა რა არის ამ შტუცერის პლიუსი , 100 მეტრაში ფრჩხილს გაარტყავ ორჯერ ისეთი ზუსტია , ხოდა ამ ერთმა ზუსტა გასროლამ ადგილზე მოცელა ეს ტახი და დააგდო ისე რომ ნაბიჯიც ვერ გადადგა , სანამ გადავტენე ვაზნა ახალი , ამასობაში ეგერი თერმულით აკვირდებოდა რომ არსად გაქცეულიყო და ასეც მოხდა , მომილოცა და წავიდა მანქანის მოსაყვანად , მე მივუახლოვდი , საკონტროლო გასროლა გავაკეთე თავში და როგორც იქნა ამოვისუნთქე.

ამასობაში ბანაკიდანაც გამოეშურენ ძმები და ადგილზე უკვე გამოვშიგნეთ ჩემი გაკეთებული დანით , დანამ არ შემარცხვინა , ასევე სურათი გადავიღეთ , დავდეთ პიკაპზე და წავედით ბაზაზე.

 

 

4c7758b.jpg



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 982 პოსტი

ადგილობრივი ტრადიციით მივაგეთ პატივი ნადირს და გავეშურეთ ბაზაზე

 

d6667f8.jpg

 

დავკიდეთ გასატყავებლად , აიღეს ნარცხები ჩასაბარებლად რადგანაც თურმე ის რაღაც ვირუსი თუ ჭირი დაბრუნდა (2017 ბელორუსიაში ვიყავი და გაწყვიტა მაშინ ამ ჭირმა მთელი ტახები) 

გადავინაცვლეთ სითბოში , სტეეიკები , ადგილობრივი სასწაული პური და მაგიური სითხე (ვისკი) ერთი 200-200 ჩავიფინეთ გასათბობად , ცოტა ამოვისუნთქეთ და გავთბით , ეგერმა წარმოთქვა წინადადება ჯერ კიდევ ბნელოდა და ირემი მოგვესინჯა

 

გადავინაცვლეთ სხვა ტერიტორიებზე , სადაც საკვებურები იყო იქ არ დაგვხდნენ , დაგვაგვიანდა და უკვე ამ მდელოს ბოლოში გასულან , ვიპოვეთ 10 ირმიანი ჯგუფი , თუმცა უკვე სახლების პირას იყვნენ მისული , სადაც უკვე სროლა აღარ შეიძლებოდა , გავიყავით ორ ჯგუფად და შევეცადეთ ერთი საათის განმავლობაში რომ მათი სვლის ტრაექტორია შეგვეცვალა , თუმცა ამაოდ , ეგერმა რომ ნახა რომ არც მე ვარ არიფი პატარა ცუღლუტობის იდეა გვქონდა რადგან მაინც ეძინა უკვე მოსახლოებას მაგრამ მიპარვა არ გამოვიდა , თერმულში რქებს ვერ ვხედავდით და ღამის ხევდვას პატარა გორაკის თავზე ბალახები უშლიდა , რაღა იქ შეგვხვდა ერთადერთი გორაკი მთელს ქვეყანაში :D 

რამდენიმე საათიანი მცდელობის შემდეგ ითქვა რომ დღეს დალიმ გვაკმარაო და ვაჩუქოთ სიცოცლეო , ასე ნასიამოვნებები დავბრუნდით უკვე გამთენიას და წავედით დასასვენებლად.

რეისები ისე დაემთხვა რომ მხოლოდ 4 დღე გამომდიოდა ამიტომ მეორე დღეს უკან უნდა წავსულიყავით , დილით კიდევ მოვესიყვარულეთ ერთმანეთს , ძალიან ბევრი ვიცინეთ და რას დავაკვირდი იცით , ამ ღადაობებში , ისტორიებში და ანეკდოტებში , ქართულად რომ ელაპარაკათ მენტალობით და ყაიდით ქართველისგან ვერ გაარჩევდით , ამიტომ ძალიან ნასიამოვნები დავბრუნდით რიგაში.

წასვლამდე ჩვენი მასპინძლის ტროფეებთან ვიპოზიორე , მათ სორის თავის "ოქროს" კატეგორიის აფრიკულ კამეჩთან.

 

 

m7bd8e7.jpg

 

B8988bb.jpg

 

g967dba.jpg

 

Q777fb4.jpg

 

 

საღამოს დავაგემოვნეთ ადგილობრივი და არა მხოლოდ , თევზის სამყაროს მარგალიტები, დავცალეთ საკე და წამიყვანა ძალიან მაგარ ადგილას.

 

ერთადერთ რესტორანში მთელს ევროპაში სადაც ლეგალურად შეიძლება თამბაქოს მოხმარება, როგორ ყოფილა ისტორია ეს შენობა რიგაში ყოფილა ავსტრიელის , როგორ არ ვიცით მაგრამ რაღაც იჩალიჩა და ამ შენობას მიანიჭა ავსტრიის წარმომადგენელის სტატუსი , ფაქტიურად დიპლომატიური , გახსნა სასტუმრო და რესტორანი , მეთქი მაგას აუცილებლად ქართველი ეყოლება ვინმე წინაპარი მსგავსი რაღან მოიფიქრათქო :D

ამიტომ რაღან ოფიციალურად დიპლომატიური სტატუსი აქვს , ადგილობრივი კანონები არ მოქმედებს და შეიძლება ღიად მოწევა თამბაქოსი.

 

 

Z0eb085.jpg

 

2f66bb4.jpg

 

 

ასე და ამდაგვარად ჩავატარეთ ბოლო საღამო რიგაში.

 

მეორე დღეს გამოფრენამდე შევიარეთ ლუქს კლასის სანადირო მაღაზიაში ,  სადაც ბლეიზერზე და სიტკაზე ნაკლები არაფერი არაა.

ფიტულებსაც გადავუღე და გამოვეშურე შინას , ნუ ჯერ შინას არა რადგანაც ქუთაისში მქონდა ფრენა და ახლობლებში ვათენებდი ღამეს და როგორც მოგეხსენებათ იმერული სტუმარ-მასპინძლობა , ჭამა დათრობა მანდაც არ მომაკლდა :)

 

 

m8bb796.jpg

 

u917b8b.jpg

 

ldfbccb.jpg

 

A6bb09a.jpg

 

yb6b877.jpg

 

x657468.jpg



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 982 პოსტი

შეიძლება რიგა დატოვო კაცმა მაგრამ რიგა არ დაგტოვებს

რაც კი ჩამეტია იმდენი ბალზამები ,შპროტები და ის სასწაული ადგილობრივი პური გამომატანეს.

ასე რომ შემდეგი ერთი კვირა კიდევ რიგაში ვიყავი ფაქტიურად ოღონდ თბილისში :D

 

 

469df18.jpg



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2727 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა
იფფ, გაიხარე კოკა კაია, ბევრი კარგი გასვლა გქონებოდეს :)

ჩამსწორებელი დოკი, 24 February 2025 - 01:15 AM.


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42729 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაბუ უმაგრესი "პაეზდკა" გპმოგსვლია. მართლა მაგარი. მაგრამ ერთი პატარა ""ნეხვატკა". დამრჩა. გადირობას რა სჯობს , მაგრამ ხომ არსებობს სხვადასხვა  მეთოდით ნადირობა: მიპარვით, ჯამის, ტეპლოვიზორით, სარეკით, სატროფეო, და რო დათანხმებულიყავი, ვერტმფრენით ნადირობას, მერე კი მოგვიყვებოდიიროგორი შეგრძნება და ადრენალინია, გახსნილი კარებიდან , გადაკიდებული მონადირის გაკეთებული გასროლები. ალბათ ეიოციებისა და ექსტრიმის ნაზავი იქნაბოდა. მარა რატომღაც მგონია რომ შენი მეგობარი კიდე დაგპატიჟებს და მოგეცემა ეგეთი საშუალებაც


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 982 პოსტი

მადლობა მადლობა !

მარტო მე კიარა ბაბუ ჯგუფური ნადირობების თემები დავალაგე და ლეგიონსაც შეგვიძლია მერე ნამეტანი კარგი პირობებიტ წავიდეთ :)





თემაზე პასუხის გაცემა

ან
ვიდეოს ატვირთვა
0%
    



0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?