დიდყურა – Plecotus auritus
გვხვდება თითქმის ყველგან: სახლის სახურავების ქვეშ, კედლებში, სხვადასხვანაირ გვირაბებში და, აგრეთვე, ხის ფუღუროებშიც. იჭერს ობობებს და მშვიდ მწერებს.
საბჭოთა კავშირში გავრცელებული იყო ჩრ. სიგანედის 60–62°–მდე: ყირიმში, ვოლგისპირეთში, ციმბირსა და უსურეთის მხარეში.
ჩვენში გვხვდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში: სურამში, ბაკურიანში, ბორჯომში, თბილისში, ლაგოდეხში, ახალქალაქში, ხობსა და ზუგდიდში.