მოგესალმებით მეგობრებო , დიდი ხანია მე და მამაჩემი ხოხობზე ვაპირებთ წასვლას და აი დადგა ის მომენტი როცა მან დამირეკა , მითხრა დრო და თარიღი , რამაც ძალიან გამახარა.
პლიუს ამას მაქსის არ უნადირია ოპერაციის მერე ერთ წელზე მეტია უკვე და მასაც ძალიან მოენატრა
ბოლო დროს ცუდ რეჟიმში ვარ , გვიანობამდე ვმუშაობ და შემდეგ გვიან მიწევს ადგომა , დილა უთენია როგორც კი დამინახა მაქსიმ , ეგრევე წამოხტა , მიხვდა რა თემაც იყო.
მოვემზადეთ , მე ოპერატორის როლში ვიყავი ამიტომ მე თოფის მაგივრად კამერებს ვტენიდი
მოკლედ ჩავბარგდით და დავიძარით , გამთენიისას უკვე ადგილზე გახლდით და მალევე დავიწყეთ.
ცოტა გავიარეთ , ნაბულმაც არ დააყოვნა , აფრინდა , გასროლა , არის !
დასაწყისი უკვე სასიამოვნო იყო , გავიარეთ კიდევ , მეორე ნაბული , აფრენა , მეორე გასროლა და ესეც ჯიბეშია!
ასე და ამგვარად გავაგრძელეთ დღე , სამწუხაროდ მარტო დედლები იყო , ერთი მამალიც აფრინდა მაგრა გაგვექცა , ძაღლი ჩემთან იყო და 2 მეტრში ნაბული გააკეთა , სანამ დავუძახე მამას და სანამ გამოიქცა ჩემსკენ , კი აფრინდა და ხეებს მიეფარა , მაინც მიაყოლა სროლა მაგრამ უშედეგოდ...
დღის ლიმიტი რომ შევასრულეთ ვიპოვეთ კურდღლის კვალი , ჩავსვით პოინტერი მანქანაში და გამოვუშვით გონჩები , ერთი საათი ვიარეთ და კვალსაც დაადგნენ , დაიწყეს დევნა ჯაგებში , ჩვენც გავყევით , ერთი ნახევარი საათი იტრიალეს და აი ის დრო იყო რო მოდუნდები , ჩვენმა მეგობარმა იფიქრა პაპიროსს გავკურავო ჯიგარმა და აი რომ ამოიღო მოსაკიდებლად , 2 მეტრაში წამოუხტა , სანამ გააგდო სიგარეტი და აიღო თოფი კურდღელი უკვე 20 მეტრაში იყო და შევარდა ჯაგებში , მიაყოლა ერთი მაგრამ უშედეგოდ , 3 ძაღლი გაყვა კუდზე და ჩვენც , თუმცა გაუვალშI შევარდნენ სადაც ფიზიკურად ვეღარ გავედIთ , სანამ ამ ტყეს წრე დავარტყით ამასობაში ძაღლებმაც შეწყვიტეს დევნა და დაბრუნდნენ
ასე და ამგვარად დამთავრდა დღე , ძალიან ვისიამოვნეთ , მაქსიმაც გაიხარა და წავედით მესამე ტაიმზე.
ძალიან ტკბილი და კარგი დღე ჩაიწერა ჩვენს მოგონებებში !
მადლობა წაკითხვისთვის
IMG_6539.JPEG 90.77კილობაიტი
0 გადმოწერები
IMG_6546.JPG 184.84კილობაიტი
0 გადმოწერები