

ჩვეულებრივი კოჭობა

დიდი კოჭობა
დიდი კოჭობა მოიპოვება კავკასიაში, შუა აზიისა და ცენტრ. აზიის მთიანეთში, ტიბეტის ზეგანზე, ჰიმალაიში. ალტაიში.
საქართველოს ფარგლებში დიდი კოჭობა გვხდება მრავალ ადგილას როგორც მობინადრე ფრინველი. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 1500 მ-ის ზევით.
ბინადრობს ალპურ ველებზე. ზამთრობით ამ ადგილების თოვლით დაფარვის გამო მიემართება დაბლა და გვხდება მდინარეთა ზემოთის ხეობებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, კლდეთა ნაპრალებში, ზოგჯერ ბუჩქის ძირას. დებს 4-6 კვერცხს. საკვებს შეადგენს ალპურ მცენარეთა თესლები, კენკრა.
ცნობილია დიდი კოჭობას რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოს ფარგლებში მოიპოვება კავკასიური დიდი კოჭობა - Erythrina rubicilla rubicilla