Jump to content

სურათი

ლეგიონერი სარდინიაზე


ამ თემას აქვს 12 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 968 პოსტი

მოგესალმებით მეგობრებო , ერთ მშვენიერ დღეს მეგობარმა დამირეკა მითხრა საქმეში დახმარება მინდა პასპორტი თუ გაქვსო და მზად თუ ხარ გასამგზავრებლადო , რათქმაუნდა სიხარულით დავთანხმდი , მიყიდეს ბილეთები დამიჯავშნეს სასტუმროები და გავეშურე, უნდა ჩავსულიყავი რამდენიმე ქვეყანაში , ბოლო გაჩერება იყო სარდინია , ეს რომ გავიგე გამახსენდა რომ ზაფხულობით ჩემი იტალიელი მეგობარი ლუკა დადის იქ , დავეკონტაქტე და მითხრა ოქტომბრამდე აქ ვარ თუ გინდა სულ ნუ წახვალო , მეც სიამოვნებით ავაწყვე ლოგისტიკა და წავედი.

 

 

3d52adf.jpeg

 

 

მოვიარე საქმეები , ვესტუმრე არა ერთ ლამაზ ქალაქს

 

 

 

ec499ad.jpeg

 

fc9a057.jpeg

 

A1ced75.jpeg

 

R54d6c2.jpeg

 

 

 

ბოლოს გადაწყდა რომ მეგობარი და თავის ცოლიც წამოვიდოდნენ სარდინიაზე , დილით 9:30 იყო ფრენა , ჩვენ მივედით პატარა აეროპორტში 1.5 საათით ადრე , თუმცა დაგვხვდა გავსებული , რიგში ვიდექით 1 საათი და ნახევრამდე მივედით , ბოლოს დაიძახეს ვინც სარდინიაზე მიდიხართ მოდით დროზეო , გამოვედით რიგიდან გავიარეთ ჩექინი , მივედით უსაფრთხოების პუნქტთან , მეგობრის მეუღლის ჩანთა რატომღაც თვალში მოხვდათ , ამოიღეს , წაუსვეს ქაღალდი რომელიც შემდგომ აპარატში ჩადეს , რაც გაწითლდა და ხმაური დაიწყო , მეორეჯერ გაიმეორეს იგივე შედეგი..... მოიყვანეს ზედამხედველი , ვეკითხები რა ხდებათქო და ასაფეთქებლის კვალი არისო , რაზეც გვეგონა ღადაობდა მაგრამ ჩხრეკა რომ დაიწყო მივხვდით რომ არა.... 

ამოალაგა ჩანთა , ამოაწყო კრემები და დაიწყო შემადგენლობების კითხვა , ჩამოგვართვა ორი კრემი და გაგვიშვა , ფაქტიურად აფეთქებას გადაგვარჩინა ყველა :D

 

ამ დროს უკვე 20 წუთი დარჩა ფრენამდე , ჩემი მეგობარი უკვე გეითთან დგას და გვირეკავს , დამალაპარაკა იქ მყოფი და მეკითხება სად ხართო , ვუთხარი 20 წამში მანდ ვართქო და მართლა მე და მეგობრის მეუღლე სირბილით მივედით და წამებში იქ ვიყავით მაგრამ არაო მეყოლეთ ვარდივითო....

ნუ რა ვქნათ არ ვიცით , მეგობარს სარდინიაზე სასტუმროც დაჯავშნული აქვს , მანქანაც , აუცილებლად უნდა წავიდეთ , მოვბრუნდით ბარგის ასაღებლად და ბარგი არაა , გვითხრეს რომ გაფრინდაო , იქ ადგილზე ვრეკავთ აქ არ არისო და წავიდა 2 საათიანი კაჩაობა , რეკვა , თარგმნა და ასე შემდეგ....

 

 

უნდა გავიქცე ახლა , თუ ბი ქონთინიუდ  :*

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბიჯოოო რა დამაინტრიგებელი სტარტი იყო? ჯერ არიქა და წავედითო, მერე სარდინიაზე წავიდეთო, მერე მეგობრის მეუღლის საეჭვო კოსმეიკა, მერე ბარგი აეროდიმიკური გაუჩინაება, დაჯავშნილი სატუმრო და ჰაიდაა. პირველი სეზონის პირველი სერიის დასასრული? 

მეორე სერიის მოკლე ანონსი მაინც დატოვე ტო? 

ერი ჰააა. 

 

 

კეთილი სურვილებით - გაწბილებული მკითხველი   :468632: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 968 პოსტი

ხოოოდა სად ვიყავით

უკვე ჩავრთე ლუკა ადგილობრივ აეროპორტის ხაზზე და როგორც იქნა იპოვეს ჩანთა

ჩვენ დავწყნარდით მაგრამ წინ კიდევ ბევრი იყო , სამივე ჩავუჯექით ტელეფონებს და ვეძებთ ფრენებს , იაფიანს და დროში ახლოს, ვნახეთ იაფიანი ბილეთები ლიონიდან , ვიქირავეთ მანქანა და შევუდექით 5 საათიან გზას ალპების გადასალახად , ღამე ვიყავით ადგილზე და პაწია წავუძინეთ.

გათენდა თუ არა 3 საათით ადრე მივედით აეროპორტში :D 

მალე ვიყავით ოლბიაში სარდინიაზე , წავედით ეგრევე სანაპიროზე დასასვენებლად , რა თქმა უნდა მე როგორც მონადირე ხიშნიკი დღე არ გამიშვია ქალებზე არ მენადირა ;)

საღამოს საქმეებს მოვრჩით და წავედი ლუკასკენ უკვე მარტო.

დამხვდა მთელი სამეგობრო და ისე ჩამიხუტეს მეგონა ყველას წლობით ვიცნობდი , წავიდა სიცილი კისკისი და ასე შემდეგ , ღამე ისინი საგულაოდ წავიდნენ კლუბში , ნე ვ მაიომ სტილე და პახოდუ მეძინებოდა ამიტომ მე დავრჩი. 

დილა გათენდა თუ არა წავედით ნავის ასაყვანად , ლუკაც ორი დღის ჩასული იყო ამიტომ ნავი მოუმზადებელი იყო , მთელი დილა ვამზადებდით ზოდიაქს , 12 კაციან ნავს 150 ცხენის ძალის ძრავით , სხვა პორტში წავედით მეგობრების ასაყვანად და დაიწყო გასაირნება სანაპიროზე , ისეთ ადგილებში სადაც მხოლოდ ნავით მიხვალ , იყო ძალიან ლამაზი , საინტერესო და უცხო ყველაფერი , ეროვნული ნაკრძალი იყო ეს კლდეები და გამოქვაბულები. ბევრ ადგილას ჩავაგდეთ ღუზა და ჩავყვინთეთ , ეს იყო უბრალოდ ა კინოებში რომ გინახავთ სილამაზე აი ისეთი.

რამდენიმე საათი ნავით ვიარეთ , ერთ სანაპიროზე გავცურეთ წავიხემსეთ , წავუძინეთ და უკანა გზაზე წავითევზავეთ ცოტა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

u07f264.jpeg

 

65deef6.jpg



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 968 პოსტი

შესანიშნავი დღის მერე დავბრუნდით სახლში , ლუკას მეგობრები წავიდნენ , მხოლოდ შაბათ კვირით იყვნენ , ხოდა უკვე მოვემზადეთ პრაფესიანალი რიბაკები

გავამზადეთ ცოცხალი , ავაწყვეთ ანკესები და დავიძიენთ

დილით 6 ისთვის ავბარგდით , ავიღეთ საწვავი ნავისთვის და წავედით , გეზი პირდაპირ შუა ზღვისკენ ავიღეთ ლუკას სათინუსეებისკენ 

არის თინუსზე თევზაობის ერთი მეთოდი როდესაც ანკესებს ყრით წყალში და ნავით მოძრაობთ , თუმცა ეს ნაკლებაც სპარწივნი მეთოდია და ამიტომ ჩვენ უფრო რთულით ვითევზავეთ რაც მოითხოვდა ჩემგან პატარა თევზის გაჭრას და წყალში ჩაგდებას ყოველ 30 წამში , ასე გავატარე შემდეგი 5 საათი , 300მდე თევზი გავჭერი და ჩავყარე.

სამწუხაროდ ექოლოტი თინუსებს ვერ ხედავდა , სეზონი ადრე იყო , უფრო აგვისტოს შუა-ბოლოში იცის ხომე, თუმცა ამ ორი სათინუსე ანკესის გარდა კიდევ ორი გვქონდა , სხვა თევზების დასაჭერად უზარმაზარი რეზინის კალმარებით და 3 კაუჭით, ის იყო უკვე გადაწურული გვქონდა იმედები რომ რაღაც უზარმაზარი ზამოეგო , ანკესი გამეღუნა თითქმის 360 გრადუსით , ცოტა ხნის ბრძოლის შემდეგ ამოვიყვაენ უზარმაზარი დენტექსი , ლუკამ მითხრა ჩემი რეკორდი 8.5 კგ არისო და ეს რაც ამოვიყვანე 8.4 იყო , ულამაზესი თევზი რომელსაც ლურჯი ფხა დაკრავს , კბილების 3 რიგი , ისეთი დიდი რომ ეგრევე მიხვდები რატომ ქვია დენტ-ექსი.

გავიდა კიდევ ორი საათი და ამოვიყვანე კიდევ ორი თევზი , 3კგ და 6.5 კგ , განსაკუთრებული იყო ეს ბოლო დაჭერა რადგან ლუკამ ექოლოტზე დაინახა 3 ცალი მოდისო და ჩავიდა თუ არა კალმარი ძირზე ეგრევე წამოეგო , კაცზე 5კგ ლიმიტს გადავაჭარბეთ და გადავწყვიტეთ დღის დახურვა , ლუკამ 5 დენტექს ვიჭერ საშუალოდ სეზონზეო და ეხლა ერთ დღეში 3 სასწაულიაო !!!

ასევე აღსანიშნავია რომ ეს თევზი 1კგ ღირს 65 ევრო , როგორც იქნა მივედით სახში , მე დამწვარი ნახშირივით , შხაპი მივიღე და ის იყო რომ ლუკა თევზის ნაწილს ვაკუუმში დებდა რომ გაეყინა და ნაწილი დატოვა მოსამზადებლად რომ მეგობარმა დამირეკა გვჭირდებიო და შემდეგ ავტობუსს გამოყევიო , რა მექნა მეც ასე ავდექი და წავედი დაღონებული თევზის დაგემოვნების გარეშე... :(

 

 

 

Gd22bef.jpeg

 

 

V20d6fd.jpg

 

 

 

bfe962b.jpeg

 

 

 

b4b35d6.jpg

 

 

 

2226de0.jpg

 

 

 

Dd2b116.jpeg

 

 

 

ebe2623.jpeg

 

 

 

823d7e3.jpeg

 

 

დასკვნა , ჩემი ფულით არასდროს არ წავალ არც კანში , არც ნიცაში , არც მონაკოში , არც მილანში და არც ლუგანოში , არ მესმის ხალხი რატო არის გადარეული ამ ადგილებზე და რატომ ხარჯავს ამდენ ფულს , კანი არის ორი ქუჩა სანაპიროზე და დანარჩენი არის თბილისის გარე უბანი 

აი სარდინია ნამდვილად ღირს , ზღვა არის სამოთხე , ცისფერი ცისფერი , 50 მეტრში ლიფსიტას რომ ხედავ ისეთი , სასწაული

მადლობა ყურადღებისთვის



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ვაახ რა მაგარ ადგილებშ ყოფილხარ ძმობილო,

მშვენიერი თავგადასავალია თავისი სიმძაფრეებით :ki:

 

უკარგესი რეპორტია, მადლობა კოკა :bravo:  :L:

 

წავიდოდა კაცი სარდინიაზე  :0030:  :0025:



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 968 პოსტი

ვაახ რა მაგარ ადგილებშ ყოფილხარ ძმობილო,

მშვენიერი თავგადასავალია თავისი სიმძაფრეებით :ki:

 

უკარგესი რეპორტია, მადლობა კოკა :bravo:  :L:

 

წავიდოდა კაცი სარდინიაზე  :0030:  :0025:

მადლობა რაჭველ , მოჟნა მაგის ორგანიზება ;)



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაახბაბუუ რა შთაბეჭდილებებით სავსე ტურნე გქონია ძმობილო. ფოტოებიც სახასიათო დაინფორმაციულია. ზღვისპროდუქტებიცთავისთავად. აი სასმელი? რას მიირთმევდით? თეთრ მშრალ ღვინოსთუ ლუდს?  ინწერესნო. ისებაბუ ერთმა სერიოზულმა აზრმა დამარტყა თავში. 

მოვიწვიოთ ჩვენთან (ისედაც ვფიქრობდი მაგას დავისაუბრეთ კიდეც მედაშენ). ხო და მერესაპასუხო ვიზიტითვესტუმროთ. ოღონდ ერთს დავამატებდი. საფრანგეთს. ალპებსაც. ხო დატურნესავითგამოგვივიდოდა. იტალია, საფრანგეთი.  ილი ნააბაროტ. ჩავფრინდებოდით შვეიცარიაში, იქვეგადავიდოდით საფრანგეთში დამერე იტალიაში. ნუ კაკ?   :think: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Burgona

Burgona

    პრეფექტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1589 პოსტი
  • მისამართი:Saburtalo
  • წარმოშობა:Gagra
ვაა რა მაგარიაა

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გული დამწყდა, რეპორტი რომ დამთავრდა


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 968 პოსტი

გული დამწყდა, რეპორტი რომ დამთავრდა

იმედია გაგრძელება იქნება მალე ;)



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაბუ რამდენ ხანში ველოდოთ გაგრძელებას? ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 968 პოსტი

ბაბუ რამდენ ხანში ველოდოთ გაგრძელებას? ;)

რიავიცი აბა , ეხლა ლეოპარდს დასდევს ლუკა ბოლოს როგორც მითხრა და ერთ თვეში ისევ ზელანდიის მთებში წავა 20 დღით ალბათ :)



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ლუკას, წარმატებები და მოკითხვა ჩვენგან. 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?