მოგესალმებით მეგობრებო , ერთ მშვენიერ დღეს მეგობარმა დამირეკა მითხრა საქმეში დახმარება მინდა პასპორტი თუ გაქვსო და მზად თუ ხარ გასამგზავრებლადო , რათქმაუნდა სიხარულით დავთანხმდი , მიყიდეს ბილეთები დამიჯავშნეს სასტუმროები და გავეშურე, უნდა ჩავსულიყავი რამდენიმე ქვეყანაში , ბოლო გაჩერება იყო სარდინია , ეს რომ გავიგე გამახსენდა რომ ზაფხულობით ჩემი იტალიელი მეგობარი ლუკა დადის იქ , დავეკონტაქტე და მითხრა ოქტომბრამდე აქ ვარ თუ გინდა სულ ნუ წახვალო , მეც სიამოვნებით ავაწყვე ლოგისტიკა და წავედი.
მოვიარე საქმეები , ვესტუმრე არა ერთ ლამაზ ქალაქს
ბოლოს გადაწყდა რომ მეგობარი და თავის ცოლიც წამოვიდოდნენ სარდინიაზე , დილით 9:30 იყო ფრენა , ჩვენ მივედით პატარა აეროპორტში 1.5 საათით ადრე , თუმცა დაგვხვდა გავსებული , რიგში ვიდექით 1 საათი და ნახევრამდე მივედით , ბოლოს დაიძახეს ვინც სარდინიაზე მიდიხართ მოდით დროზეო , გამოვედით რიგიდან გავიარეთ ჩექინი , მივედით უსაფრთხოების პუნქტთან , მეგობრის მეუღლის ჩანთა რატომღაც თვალში მოხვდათ , ამოიღეს , წაუსვეს ქაღალდი რომელიც შემდგომ აპარატში ჩადეს , რაც გაწითლდა და ხმაური დაიწყო , მეორეჯერ გაიმეორეს იგივე შედეგი..... მოიყვანეს ზედამხედველი , ვეკითხები რა ხდებათქო და ასაფეთქებლის კვალი არისო , რაზეც გვეგონა ღადაობდა მაგრამ ჩხრეკა რომ დაიწყო მივხვდით რომ არა....
ამოალაგა ჩანთა , ამოაწყო კრემები და დაიწყო შემადგენლობების კითხვა , ჩამოგვართვა ორი კრემი და გაგვიშვა , ფაქტიურად აფეთქებას გადაგვარჩინა ყველა
ამ დროს უკვე 20 წუთი დარჩა ფრენამდე , ჩემი მეგობარი უკვე გეითთან დგას და გვირეკავს , დამალაპარაკა იქ მყოფი და მეკითხება სად ხართო , ვუთხარი 20 წამში მანდ ვართქო და მართლა მე და მეგობრის მეუღლე სირბილით მივედით და წამებში იქ ვიყავით მაგრამ არაო მეყოლეთ ვარდივითო....
ნუ რა ვქნათ არ ვიცით , მეგობარს სარდინიაზე სასტუმროც დაჯავშნული აქვს , მანქანაც , აუცილებლად უნდა წავიდეთ , მოვბრუნდით ბარგის ასაღებლად და ბარგი არაა , გვითხრეს რომ გაფრინდაო , იქ ადგილზე ვრეკავთ აქ არ არისო და წავიდა 2 საათიანი კაჩაობა , რეკვა , თარგმნა და ასე შემდეგ....
უნდა გავიქცე ახლა , თუ ბი ქონთინიუდ