მოგესალმებით მეგობრებო
შოთა თავაძის მემორიალური ტურნირის წესდება
კომპაქტ-სპორტინგში
ტურნირის დებულება
ტურნირის ჩატარების ვადები და ადგილი
ტურნირი ჩატარდება ქ. თბილისის ტერიტორიაზე 2022 წლის 4 ივნისს.
ტურნირის მიზნები და ამოცანები
ტურნირის ორგანიზატორი : მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ლეგიონი.
ტურნირის პროგრამა
• ტურნირის ჩატარების თარიღი: 2022 წლის 4 ივნისი.
• მონაწილეთა რეგისტრაცია: 1 ივნისამდე
• კენჭისყრა: 4.06.2022 09:00 სთ.
• ტურნირის გახსნის ცერემონია: 09:30 სთ.
• ტურნირის დაწყება: 10:00 სთ.
შეჯიბრების წესები
• ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს (მათ შორის პროფესიონალ მსროლელებს, ოღონდ ცალკე კლასში)
• ტურნირი ჩატარდება სამ სერიად.
• თითოეული მონაწილე, თითო სერიაში, ესვრის 25 თეფშს. 25-დან 15 ე.წ. ,,ერთეული“ თეფში მსროლელს მიეწოდება თითო-თითოდ, რომელზეც მხოლოდ 1 გასროლის უფლება აქვს და 10 ე.წ. ,,სასიგნალო“ თეფში, ხუთ წყვილად (მეორე თეფში გამოდის პირველ თეფშზე გასროლისთანავე 0-3 წმ-ში). ამ შემთხვევაში მსროლელს თითო თეფშზე თითო გასროლის უფლება აქვს.
• წყვილ თეფშზე სროლისას, თუ პირველი გასროლის შემდეგ მეორე თეფში გატეხილი გამოფრინდა, მსროლელს ხელახალი გასროლის უფლება ეძლევა. ამ შემთხვევაში პირველი გასროლის შედეგი უცვლელი დარჩება, განმეორებითი გასროლის შედეგის მიუხედავად.
იმ შემთხვევაში, თუ მსროლელი წყვილ თეფშზე სროლისას ორჯერ ესვრის პირველ თეფშს, მას ეს გასროლა აცილებად ჩაეთვლება.
ასავე აცილებად ჩაითვლება, თუ მსროლელი გამოსულ თეფშს ვერ ესვრის თოფის დამცველის ჩაკეტვის გამო. თუ გასროლა არ მოხდა თოფის რაიმე გაუმართაობის გამო, პირველად მსროლელს ეძლევა გაფრთხილება და მიეცემა ხელახლა გასროლის უფლება, ხოლო განმეორების შემთხვევაში ყველა, მანამდე გასროლის გარეშე გაშვებული თეფში, ჩაეთვლება აცდენად.
მსროლელს, ხელახალი გასროლის უფლება ეძლევა მხოლოდ მაშინ, თუკი ის ვაზნის მიზეზით ვერ შეძლებს გასროლას.
• თეფში გატეხილად ითვლება, თუ მას მოსტყდა თვალით შესამჩნევი პატარა ნაწილიც კი.
• სამი სერიის გასროლის შემდეგ მონაწილეებს შორის ადგილები განაწილდება მათ მიერ გატეხილი თეფშების რაოდენობის მიხედვით.
• პირველი ექვსეულის შესარჩევად, ერთნაირი შედეგის მქონე მსროლელებს შორის დაინიშნება დამატებითი სროლა მესამე პოზიციაზე, ,,სასიგნალო“ წყვილებზე, პირველ აცილებამდე.
• პირველ 3 ადგილზე გასულ მსროლელთა შედეგბი განულდება ან დარჩება უცვლელი ( მსაჯის და ორგანიზატორის გადაწყვეტილებით)და მათ შორის გაიმართება ფინალური სროლა.
• ფინალურ ეტაპზე ექვსივე მსროლელი გაისვრის - 10 თეფშს, არსებული პროგრამით. ერთნაირი შედეგების შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი სროლა, მსაჯთა კოლეგიის მიერ დადგენილი პროგრამით, პირველ აცილებამდე.
იარაღი
• დასაშვებია ნებისმიერი სახის სანადირო და სასტენდო გლუვლულიანი თოფი, ლულის სიგრძით მინიმუმ 66 სმ და არაუმეტეს 12 კალიბრისა.
• დაუშვებელია პომპიანი თოფი.
• ნახევრადავტომატურ თოფში იდება მხოლოდ ორი ვაზნა.
• თოფს არ შეიძლება ეკეთოს მხარზე გადასაკიდი ღვედი.
• ერთი და იმავე სერიის დროს, დაუშვებელია საცვლელი ჩოკების, ლულისა და მთლიანად თოფის შეცვლა. ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ სერიებს შორის.
• დაშვებულია მხოლოდ N9 ვაზნით სროლა (დაიშვება +0.5გ). საფანტის დიამეტრი უნდა იყოს არაუმეტეს 2.5მმ-სა (დიაშვება +0.1მმ).
მონაწილეთა რეგისტრაცია
• რეგისტრაციის დროს ტურნირის მონაწილე ვალდებულია თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და თოფის რეგისტრაციის საბუთი.
• სარეგისტრაციო თანხა შეადგენს 50 ლარს.
• კენჭისყრის გავლისას ყოველ მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი ნომერი.
• ყოველი მონაწილე ვალდებულია გაეცნოს შეჯიბრების ტერიტორიაზე მოქმედ უსაფრთხოების წესებს და ხელმოწერით დაადასტუროს თანხმობა.
• მსაჯთა კოლეგია უფლებამოსილია ამ წესების დამრღვევი პირი მოხსნას შეჯიბრებიდან სარეგისტრაციო თანხის დაბრუნების გარეშე.
შეჯიბრების ტერიტორიაზე მოქმედი
უსაფრთხოების წესები.
• სასტიკად აკრძალულია არაფხიზელ მდგომარეობაში სროლა.
• სიგარეტის მოწევა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.
• შეჯიბრების ტერიტორიაზე გადაადგილებისას თოფი უნდა იმყოფებოდეს პლასტმასის ქეისში ან შალითაში.
• თოფის ამოღება ქეისიდან ან შალითიდან შეიძლება მხოლოდ სპეციალურ ადგილას.
• ნომრიდან ნომერზე გადასვლისას თოფი უნდა იყოს გახსნილი.
• თოფის ლულაში ვაზნის ჩადება შეიძლება მხოლოდ სპორტულ მოედანზე, უშუალოდ სროლის დაწყების წინ.
• აკრძალულია თოფის მიმართვა მაყურებლის, სხვა მსროლელის, ცხოველის ან ფრინველის მიმართულებით, თოფით თამაში და სხვა მსგავსი ქმედება.
• მსროლელი ვალდებულია დაემორჩილოს მსაჯის მითითებებს.
• აღნიშნული წესების დამრღვევი პირი მოიხსნება შეჯიბრებიდან.
ჩამსწორებელი babu, 10 June 2022 - 09:52 PM.