Jump to content


ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 373 პოსტი
  • მისამართი:..............
  • წარმოშობა:.................

b49e99791c6d.jpg

ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1965 წელს, აღმოსავლური ნაძვის და კავკასიური სოჭის უკიდურესი აღმოსავლეთის საზღვრის დაცვის მიზნით. 2007 წელს ალგეთს მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი. ალგეთის ეროვნული პარკს ახასიათებს ძლიერ მთაგორიანი რელიეფი, რომელიც მრავალრიცხოვანი პატარა მდინარეებითა და ხევებითაა დაღარული. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ალგეთი, თავისი მრავალრიცხოვანი პატარა შენაკადებით და ხევებით.
ალგეთის ეროვნული პარკი ვულკანური და დანალექი ქანებითაა აგებული. ეროვნული პარკი ხასიათდება ნოტიო კლიმატით. ზამთარი ზომიერად ცივი, ხოლო ზაფხული ხანგრძლივი და თბილი იცის. ალგეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 6 822 ჰექტარია. ალგეთის ეროვნული პარკის 6044 ჰა ტყითაა დაფარული. აქედან ნაძვნარებს - 1442 ჰა, წიფლნარებს - 2250 ჰა, მუხნარებს – 1380 ჰა, ფიჭვნარებს - 250 ჰა, რცხილნარებს - 120 ჰა, იფნარებს - 9 ჰა და არყნარებს - 5 ჰა უკავია. აქ სოკოების 250 სახეობაა გავრცელებული, მათგან 10 სახეობა პირველად იქნა აღმოჩენილი. აქ მცენარეთა 1664 სახეობაა; აქედან 80 ხეა, 74 სახეობის – ბუჩქი, 800-ზე მეტი – ბალახოვანი მცენარე, 156 სახეობის – სამკურნალო მცენარე, 43 – შხამიანების, 24 – ბოსტნეულის, 69 – დეკორატიული სახეობა, 3 სახეობა საქართველოსა და კავკასიიის ენდემია.

 

მდიდარია ეროვნული პარკის ფაუნაც. მსხვილი მტაცებელი ძუძუმწოვრებიდან ეროვნულ პარკში გვხვდება: მურა დათვი,ტურა, და მგელი , იშვიათად – ფოცხვერიც, ტყის კვერნა , ციყვი , ძილგუდა , კურდღელი , მელა, გარეული ღორი .                                                                                                        შველი ამ ტყეების მუდმივი ბინადარია, რომელთა პოპულაციაც უკანასკნელი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე სახის ამფიბია და ხვლიკი ცხოვრობს. გველებიდან ალგეთის მკვიდრები არიან: სპილენძა, ჩვეულებრივი ანკარა, წყლის ანკარა, ველის გველგესლა და ცხვირქოსანი გველგესლა. ალგეთის ხეობაში 80-ზე მეტი სახეობის ფრინველს შეხვდებით, რომელთა შორისაა: ქორი, მიმინო, კაკაჩა, მდელოს ძელქორი, ჭოტი, ყაპყაპი, ოფოფი,მწვანე კოდალა, შავი კოდალა, მერცხალი, შაშვი, ჩხიკვი, წიწკანა, ჭინჭრაქა, ჩიტბატონა და სხვა. ხეობაში ძალზე იშვიათად შესაძლებელია ბექობის არწივის ნახვაც. აქ ბინადრობენ საქართველოს „წითელი ნუსხის“ შემდეგი ცხოველები: მურა დათვი , კავკასიური როჭო, ბექობის არწივი და სხვა.
ისტორიული ძეგლები

ალგეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია უამრავი არქეოლოგიური ძეგლი, რომელთაგან ყველაზე ადრინდელები ენეოლითის და ადრე ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის ციკლოპური ციხეები, მოქმედი ეკლესიები და ეკლესია-ნანგრევები: წმ. მარიამის ეკლესია, კვირაცხოველის სახელობის სალოცავი, სამების ეკლესია, ჭრელსაყდარი, სალოცავი –კუბადონი, მეცხრე საუკუნის კლდეკარის ციხესიმაგრის ნანგრევები, სალოცავი ქელჩახედი, კუნწუხი, მიწისქვეშა გვირაბები რამდენიმე ნიშა, წმ. გიორგის ეკლესია, მეოთხე საუკუნის მანგლისის ტაძარი, მეთერთმეტე საუკუნის ულამაზესი და მიუდგომელი ბირთვისის ციხე-ქალაქი. ალგეთის ეროვნული პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მდებარეობს დიდგორის ველი.

ალგეთის ეროვნული პარკი წარმოადგენს სამეცნიერო კვლევების მნიშვნელოვან ბაზას. მას გააჩნია რეკრეაციულ-კურორტოლოგიური, წყალშემნახავი და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა. ეროვნულ პარკს საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს ფოტო-ვიდეო, ფრინველებზე დაკვირვების, ეკოლოგიური, ბოტანიკური და სამანქანო-სათავგადასავლო ტურების მოსაწყობად.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კარგი ხარ ბაკო. :bravo:  :bravo:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 373 პოსტი
  • მისამართი:..............
  • წარმოშობა:.................

გაიხარე ზაზა  ;)



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სამოთხეა. ნამყოფი ვარ და მაგარიაა


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კი მეც ნამყოფი ვარ ..მართლაც რომ ლამაზია მაგრამ ამ ნაგვის ნარცენებით სავსე იყო იქაურობა... :@  :@



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ქართველი ბუნწბის მოყვარული და ტყეში მოქეიფე ვაჟკაცწბი ყველგან აღწევენ დებო და მერე რამე ნიშანი ხომ უნდა დატოვონ იმ სილამაზეშიი. ფუ...

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მართლა მიკვირს ამხელა კულტურის და ისტორიის შთამომავლები ასე ღორებივით რატომ იქცევიან? მართლა მიკვირს. (რათქმა უნდა ვისაც ეხება) , მაგრამ მეორეჯერ თვითონ რომ მივლენ და საღორე დახვდებათ , ნეტა ამაზე საეთოდ არ აქვთ რეაქცია ტო. და ისევ დაჯდებიან იმ საღორეში??? ან სილამაზის აღქმა არ აქვთ ამ შობელძაღლებს თუ რაა?? ეს რა უჯიგრობააა? საკუთარ სახლს ხომ არ აბინძურებენ ეს დედაარღნიანები და ეს დალოცვილი საქართველო ხომ ყველა ჩვენთაგანის  სახლია?


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?