შოთას მემორიალის დროს გავიფიქრე ხომ არ ამეწყოთქო და სახლში დაბრუნებული ჩავუჯექი კომპს ნახაზებისთვის მაგრამ ვერც ვერაფერი მოვიძიე არც ნახაზია და არც ვიდეო თუ როგორ კეთდება.
დავიწყე ჩემით მოფიქრება ოღონდ პედალზე.
დავიწყე და ძაან დიდი გამოვიდა რაც ძალიან არ მომწონდა ხო და შევეშვი რამოდენიმე დღე.
ერთ დღესაც გამეღვიძა აკვიატებული იდეით რომ მექანიკურს კი არა ელექტროს გავაკეთებდი და ახლა ამისთვის ჩავუჯექი ისევ ინეტს მაგრამ არც ამაზე არ იყო არანაირი ინფო მხოლოდ იუთუბზე ვნახე რამოდენიმე რუსის აწყობილი (ხელნაკეთი) და დავიწყე მეც კეთება.
წავაწყდი ძაან ბევრ სირთულეს მექანიზმის და ელექტროობის ამბავში. ერთი შეხედვით მარტივია მაგრამ კეთებას რომ იწყებ უკვე ხვდები რომ რაც გეგონა ისე არ არის და მოგიწევს ტვინის განძრევა . ჰო და თვენახევარი ტვინის ჭყლეტვის შემდეგ რაღაც გამომივიდა და მინდა თქვენც განახოთ
ჩამსწორებელი mtiuli_1, 07 August 2021 - 08:09 PM.