მეგობრებო მოვიდა დრო რომ დავიწოთ მზადება შოთას ტურნირისათვის. ოჯახთან ყველაფერი შეთანხმებულია და თუ ვინმეს აქვს სურვილი რომ ჩაერთოს მზადებისა და ორგანიზების პროცესში-შემომეხმიანეთ...
ეხლა კი ტურნირის წესდება!
შოთიკოს სახელობის თასის გათამაშება სპორტინგში. (ღია შეჯიბრის წესდება):
-ტურნირი გაიმართება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე;
-ტურნირი ჩატარდება შაბათს /22/05/2021/
-ტურნირში მონაწილეთა რაოდენობა-25
-ტურნირის რეგისტრაცია-კენჭისყრა 09;00 სთ.
-ტურნირში გათამაშდება თასი ,რომელიც გამარჯვებულს გადაეცემა;
-გამარჯვებული და პრიზიორები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებითა და საჩუქრებით
-მოხდება 25 ვაზნის გასროლა , შესაბამისად თეფშების რაოდენობაც იქნება 25
-იარაღი უნდა იყოს გაფორმებული და წარმოადგენდეს მონაწილის საკუთრებას
-კალიბრი 12;
-ვაზნები / თეფშები მონაწილეთათვის გაიცემა ადგილზე.
-მონაწილეობის საფასური 50ლ
-1(შეჯიბრის მსვლელობის დროს მსაჯის დაუმორჩილებლობა ნიშნავს ავტომატურ დისკვალიფიკაციას)
2. მონაწილეებმა უნდა გაისროლონ 5 პოზიციიდან.
3. თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩატარდება გადასროლა პირველი ოთხეულის გამოსავლენად პირველ აცილებამდე.
4. სასიგნალო დუპლეტის შემთხვევაში თუ მეორე თეფში გამოვიდა გატეხილი დაინიშნება გადასროლა და ჩაითვლება მხოლოდ პირველი თეფშის შედეგი.
4.1. მსროლელს უფლება აქვს არ მიიღოს არასწორი ტრაექტორიით გამოსული თეფში და მოითხოვოს გადასროლა.
თუ მსროლელი მიუხედავად არასწორი ტრაექტორიისა მიიღებს თეფშს და განახორციელებს გასროლას, შედეგი ჩაითვლება უპირობოდ!
4.2 თეფში გატეხილად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას მოსცილდება თვალით შესამჩნევი და ხილული ნატეხი ან გატყდება მთლიანად!
4.3 თუ გასროლის შემდეგ თეფშმა მხოლოდ ტრაექტორია შეიცვალა და არ ჩანს ნატეხი, მაშინ ითვლება აცილებად!
4.4. ნახევრად ავტომატური თოფების შემთხვევაში თუ კი არ მოხდა გადატენვა და შესაბამისად შეუძლებელია მეორე გასროლა, ამ შემთხვევაში ინიშნება გადასროლა, პირველი შედეგის ჩათვლით.
4.5. მსროლელი ვალდებულია შეამოწმოს თოფის დამცველი ყოველი გასროლის წინ. უკან დარჩენილი დამცველის შემთხვევში ითვლება აცილება! დუპლეტის შემთხვევაში ორი აცილება!
4.6. ფინალურ შეჯიბრში მოგროვებული ქულები არ განულდება!
5. მონაწილე, რომელიც დადგენილ წესებს და უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავს, მოხსნილი იქნება შეჯიბრიდან!!!
6. გასროლა იწარმოებს მხოლოდ ორგანიზატორთა მიერ მოწოდებული ვაზნებით. მსროლელს მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ გლუვლულიანი 12 კალიბრის თოფით.
7. მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი უნდა აღემატებოდეს 18 წელს.
8. ყველა მონაწილე უნდა დაემორჩილოს მთავარ მსაჯს , თანამსაჯებსა და ორგანიზატორების მითითებებს!
9. ყველა მონაწილე, რომელიც არ იმყოფება საცეცხლე პოზიციაზე, ვალდებულია სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდეს განმუხტული იარაღით! ანუ, ორლულიანი თოფი აუცლებლად უნდა იყოს გადახსნილი, მიუხედავად იმისა აწყვია სავაზნეში ვაზნები, თუ არა!!! ნახევრადავტომატური თოფები უნდა იყოს გახსნილი ჩამკეთებით!! ანუ ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. რომ თოფი არ არის დატენილი!!!
ასევე, ლულები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ვერტიკალურად!!! ორივე ტიპის თოფებზე, აუცილებლად, უნდა იყოს მოხსნილი ე.წ. ღვედი(ე.წ.„რემენი“)!!!
ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, ავტომატურად მოიხსნება შეჯიბრიდან!!! მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხის დაბრუნების გარეშე!!!
10. შეჯიბრის ყველა მონაწილე და მაყურებელი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე სასროლეთზე და ხელი არ შეუშალოს მსროლელს!! ნასვამ მდგომარეობაში არც მონაწილე და არც მაყურებელი არ დაიშვება სასროლეთზე!!
წესების დამრღვევ მაყურებელ–გულშემატკივარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მონაწილეს, რომელსაც ახლავს აღნიშნული პირი!!!
მსურველები ჩაეწერეთ სანამდე შეივსება მონაწილეთა სრულა რაოდენობა(25)
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაეწეროთ,მეორე განყოფილებაში
მონაწილე რეგისტრციაგავლილი ჩაითვლება - საწევრო თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში.
ასევე შესაძლებელია ორგანიზატორებთან წინასწარი შეთანხმების შედეგად.
---------------------------------------------
შეჯიბრის მონაწილეობის მსურველებმა, შეჯიბრის საფასური უნდა ჩარიცხონ თიბისი ბანკის ანგარიშზე :
ბანკი : TBC Bank
GE06TB7841536080100009
- ბანკის კოდი: TBCBGE22
- მიმღების ანგარიში: GE06TB7841536080100009
- მიმღების სახელი: ააიპ მონადირეთა ლეგიონი
ჩარიცხვისას მიზნობრიობაში მიუთითეთ "შეჯიბრის საწევრო" და თქვენი სახელი და გვარი.
ან დამიკავშირდით ტელ: 599 88 15 85