Jump to content

სურათი

ყველაზე ჭკვიანი ძაღლები


ამ თემას აქვს 11 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
bs404

bs404

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 62 პოსტი
  • მისამართი:თბილისი ვაშლიჯვარი
  • წარმოშობა:გურია

ყველა ადამიანს თავისებურად ესმის ძაღლის სიჭკვიანე. ძაღლის ჯიშები მათი ფუნქციების მიხედვითაა დაყოფილი.

არ შეიძლება შეადარო როტვეილერი და რომელიმე მეცხვარე ან მონადირე ძაღლი ერთმანეთს, რადგან ისინი ჭკვიანები არიან საკუთარ საქმეში

დობერმანი ვერ ინადირებს მწყერზე, მაშინ როცა კურცჰაარი ვერ იმუშავებს ძალოვან სტრუქტურაში.

დღევანდელი სტატის წყაროს წარმოადგენს, ნეიროფსიქოლოგი სტენლი კორენის წიგნი – “ძაღლის ინტელექტი”.

შესაბამისად ტოპ ათეულში იხილავთ ძარლებს, რომლებიც ყველაზე ადვილად იწვრთნება.

სტენლი კორენის აზრით ყველაზე ჭკვიანი ის ძაღლია, რომელიც ყველაზე მარტივად იწვრთნება..

  

1. ბორდერ კოლი

img_como_saber_si_un_border_collie_es_puro_44638_600-1.jpg

ყველაზე მშრომელ ძაღლადაა აღიარებული, მინიმალური გაწვრთნის ხარჯზე შეუდარებელი მეცხვარეები ხდებიან.

არასდროს იღლება და შეუძლია გაუჩერებლად სირბილი და მუშაობა.
ბორდერ კოლი ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე ჯიშია და დღევადელი ტოპ ათეულის პირველ ადგილოსანი!

 

2. პუდელი

threequarters-4-1.jpg

საოცრად გონიერი და აქტიური ძაღლია.
პუდელი გამოყვანილია სხვადასხვა ნივთის წყლიდან გამოსატანად, და ასევე იყენებდნენ ტრუფელების (სოკოს ნაირსახეობა) მოსაძიებლად.
გაწვრთნის გარეშეც საკმაოდ ადვილად ითვისებენ სხვადასხვა ბრძანებას.

 

 

3. გერმანული ნაგაზი

Sheep-dog-German-Shepherd-Animal-Dog-Black-And-Tan-2386814.jpg

 

ყველაზე მრავალფუნქციური ძაღლია.
მუშაობენ, პოლიციაში, სამხედრო სამსახურშიც ხშირად იხილავთ ნაგაზს, იყენებენ ნარკოტიკების მოსაძიებლად, ჭურვების საპოვნელად, ასევე კარგი მეცხვარეცაა.
ოდნავ რთული ხასიათი აქვთ და შესაბამისად ამაყად იკავებენ მესამე ადგილს

4. ოქროსფერი რეტრივერი

golden-retriever-1.jpg

ძალიან ჭკვიანი და მარტივად გასაწვრთნელი ძაღლი.

გამოყვანილია იმისთვის რომ ადამიანის მეგზური იყოს, ნარიდობისას და სამაშველო ოპერაციების დროს.

 

5. დობერმან პინჩერი

1214418_orig-1.jpg

დობერმანი გამოირჩევა ფიზიკური სიძლიერითა და სისწრაფით.

გამოყვანილია ობიექტების დასაცავად და საომარი ძაღლია. მისი გაწვრთნა ყველას არ შეუძლია.
მაგრამ გაწვრთნილ დობერმაზე ჭკვიან ძარლს ძნელად თუ შეხვდებით.

 

6. კოლი

collie-385086_960_720.jpg

კოლი ნამდვილი ტელევარსკვლავია.

ამ ჯიშს საკმაოდ ბევრ ფილმში იხილავთ, სწორედ იმიტომ რომ მათი გაწვრთნა ძალიან მარტივია. საზრიანები და დამჯერები არიან.
უყვართ ადამიანები და ბავშვები. გამოყვანილია, როგორც მეცხვარე ძაღლი.

 

7. ლაბრადორ რეტრივერი

YellowLabradorLooking_new.jpg

გასაკვირი ოდნავადაც არაა, რომ ლაბრადორი მოხვდა ათი ყველაზე ჭკვიანი ძაღლების რიცხვში. მათ უსინათლოთა თანამგზავრობა ევალებათ. არიან თბილები და ძალიან ჭკვიანები. მიუხედავად იმისა რომ შეუძლიათ ბრძანებების მარტივად შესწავლა, თამაშისა და ცანცარის სურვილი ხანდახან სძლევთ, ამიტომაც იკავებენ მეშვიდე ადგილს.

 

8. პაპიონი

13437436_1111485045580649_524412478_n-1.jpg

შეიძლება ითქვას, რომ პატარა ზომის ძაღლებიდან, როგორებიც არიან: იორკშირული ტერიერი, შპიცი (იგივე ბოო), ჩინური ქოჩორა და სხვა მრავალი…  პაპიონი უდაოდ ყველაზე გონიერი ძაღლია.

 

9. როტვეილერი

02_I_Exposición_Monográfica_Club_Rottweiler_de_España_-_Santa_Brigida_-_Gran_Canaria..jpg

ეს უზარმაზარი დათვივით ძაღლი, ღირსეულად იკავებს ადგილს ამ ათეულში.  მუშაობენ პოლიციაში… მინიმალური გაწვრთნის შემთხვევაშიც კი იციან თავიანთი ფუნქცია და მზად არიან სიცოცხლის ფასად დაიცვან საკუთარი პატრონები.

 

10. ავსტრალიური მეცხვარე

red-and-blue-heeler-1.jpg

უზომოდ უყვართ თავიანთი საქმე. ამ ძაღლს ენერგიის ულევი მარაგი აქვს. ოღონდ ვინმე მწყემსოს, მეტზე არაფერზე ფიქრობენ. არ არიან ჯიუტები. ავსტრალიური მეცხვარე ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ძაღლია.

 

 

 

 

 

 

 

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45297 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რატომღაც მგონია რომ დრესურა უფრო ინდივიდუალურია . ისე ნამდვილად არ მეგონა თუ ბელგიური ნაგაზი ათეულშიც კი ვერ მოხვდებოდა


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
bs404

bs404

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 62 პოსტი
  • მისამართი:თბილისი ვაშლიჯვარი
  • წარმოშობა:გურია

გეთანხმები ბაბუ მაგრამ ეს სტენლი კორენი რატომღაც ესე ფიქრობს მე პირადად გერმანული ნაგაზი ყველას მირჩევნია ასევე არ ყავს სიაში ნიუფაუნდლენდი რომელიც ხალხს წყლიდან უსაფრთხოდ გამოსვლაში ეხმარება და საოცრად გონიერია 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45297 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე სადღაც ესეთი ანალოგიური თემა მახსოვს რომ გახსნილი იყო. მგონი ინტელექტი ერქვა. მოსაძებნია


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

დობერმანი ვერ ინადირებს მწყერზე

დავნიძლავდეთ ?

როტვეილერი რომ გაჩვენო ნაბულით მწყერი რომ ამოყავს ?


legion.ge-837-1527156940.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

დობერმანი გამოირჩევა ფიზიკური სიძლიერითა და სისწრაფით. გამოყვანილია ობიექტების დასაცავად და საომარი ძაღლია.

კარლ ლუის ფრიდრიხ დობერმანი საფლავში ბრუნავს არა ? 


legion.ge-837-1527156940.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
bs404

bs404

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 62 პოსტი
  • მისამართი:თბილისი ვაშლიჯვარი
  • წარმოშობა:გურია

 

დობერმანი ვერ ინადირებს მწყერზე

დავნიძლავდეთ ?

როტვეილერი რომ გაჩვენო ნაბულით მწყერი რომ ამოყავს ?

 

რავიცი ძმაო მე არ მინახავს დობერმანი ვინმეს მწყერზე წაეყვანოს 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45297 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბექა კვაპას ყავს რეტრივერი , რომელიც მწყერზე სანადიროთ დაყავდა. ბუჩი. მაგარი ბიჭია და მართლა ნადირობს მაგრამ რომ გითხრა , ნაბულს აკეთებს, პავოდკას და მადწიაჟკასთქო მოგატყუებ. აი პაფრანკასაც ეძებს და აპორტრებასაც. 

ნუ რასაც ის აკეთებს კი შეიძლება რომ დაარქვა ნადირობა , მაგრამ ეს ის არაა რასაც ჩვენ ნადირობის ეთიკას ვეძახით. რუსული სპანიელი საერთოდ არ აკეთებს ნაბულს მაგრამ გადის მონადირე ძაღლების ჯგუფში. 

ხო და რეტრივერი იგივეს შვება მაგრამ არ არის მონდირე და სპანიელი არის. ერთის ნადირობაც და მეორესიც რაღაცით გავდა ერთმანეთს მაგრამ ერთი მონადირეა და მეორე არა.

ფაქტია

;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

bs404,babu,

ეზოში მყავს აგერ როტვეილერი , ..კონკრეტულად ამან  თუ იპოვა ისეთი მკვდარი ნაბულით დგას მიმიქარავს  ბრეტონი.

დობერმანი მინახავს ნაბულზე , გერმანული ნაგაზი ბევრი მინახავს ნაბულზე


legion.ge-837-1527156940.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3195 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
ა ნატონო ჰასკებით ნადირობა მწყერზე



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

დობერმანი ტყვილა არ მიხსენებია . დობერმანს საკმაოდ ბევრი აქვს გადასხმული მონადირე ძაღლების


legion.ge-837-1527156940.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2871 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

სიმართლე რომ გითხრათ ლაბრადორი ამ ათეულში არ მიმაჩნია სწორად.ეს ჩემი შეხედულებით.საყვარელია,თბილია,ხალისიანია, მაგრამ სიჭკვიანე.... 

რავიცი რავიცი


          DUDU

          LEGION.GE






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?