Jump to content

სურათი

დალმატინელი


ამ თემას აქვს 15 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
bs404

bs404

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 70 პოსტი
  • მისამართი:თბილისი ვაშლიჯვარი
  • წარმოშობა:გურია

ენერ­გი­უ­ლი და მხი­ა­რუ­ლი დალ­მა­ტინ­ე­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი არ­ჩე­ვა­ნია მათ­თვის, ვი­საც მის სა­ვარ­ჯი­შოდ და გა­საწ­ვრთნე­ლად საკ­მა­რი­სი დრო აქვს . მი­სი გა­რეგ­ნო­ბა ყვე­ლას აღაფ­რთო­ვა­ნებს, მაგ­რამ ამ ძაღლს სხვა უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღირ­სე­ბე­ბიც აქვს. დალ­მა­ტი­ნე­ლის წარ­მო­შო­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი­ა, მაგ­რამ ცნო­ბი­ლი­ა, რომ XIX სა­უ­კუ­ნის ევ­რო­პა­სა და ბრი­ტა­ნეთ­ში მა­თი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია ცხე­ნებ­შებ­მუ­ლი ეტ­ლის გვერ­დით სირ­ბი­ლი და მძარ­ცვე­ლე­ბის­გან მგზავ­რე­ბის დაც­ვა იყო. ეს ძაღ­ლი მღრღნე­ლე­ბის გა­მა­ნად­გუ­რებ­ლა­დაც ჰყავ­დათ. ხა­ლი­სი­ან და ცელქ დალ­მა­ტი­ნე­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ბავ­შვე­ბი და მათ­გა­ნაც იმა­ვეს გრძნო­ბენ, სი­ა­მოვ­ნებთ პატ­რო­ნებ­თან ერ­თად ყოფ­ნაც.

ლა­ქე­ბით და­ფა­რუ­ლი ძაღ­ლის ერ­თა­დერ­თი ჯი­ში – დალ­მა­ტი­ნე­ლი აქ­ტი­უ­რი, გამ­ძლე, სწრა­ფი და გო­ნი­ე­რი ცხო­ვე­ლი­ა.

დალ­მა­ტი­ნე­ლის გლუ­ვი, მბზი­ნა­ვი, მოკ­ლე ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლია – საკ­მა­რი­სია ჯაგ­რი­სით მსუ­ბუ­ქად და­ვარ­ცხნა. 

 

აბა­ნა­ვეთ მხო­ლოდ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

 

142797414325.jpg

 

 

მონაცემები:

წარმოშობა - ევროპა
მთქავ. დანიშნ - თანაეგზურობა
ტემპერამენტი - მშვიდი, მგრძნობიარე
სიც. ხანგრძლივობა - 10-12 წელი
მოვლა - ყოველდღიური ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ., ინტენსიური
მოდარაჯე - კარგი

ხვადი
48-58 სმ
23-29 კგ
ძუ
48-58 სმ
20-27 კგ


კუ­დი
გრძე­ლი, წვრი­ლი, სი­ა­რუ­ლი­სას ოდ­ნავ აზი­დუ­ლი და მოხ­რი­ლი.

ბეწ­ვი
მოკ­ლე, მა­გა­რი და ხში­რი, ქათ­ქა­თა თეთ­რი, კარ­გად გა­მოკ­ვე­თი­ლი შა­ვი ან ღვიძ­ლის­ფე­რი ლა­ქე­ბით.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს სწო­რი, ღო­ნი­ე­რი და მკვრი­ვი, უკა­ნა – ძლი­ე­რი და და­კუნ­თუ­ლი.

თათები
მრგვა­ლი, მკვეთ­რად ამოზ­ნე­ქი­ლი თითებით. ბრჭყალები თეთ­რი ან ლაქებიანია.

სა­ხე
პრო­პორ­ცი­ული – ფხი­ზე­ლი და გო­ნი­ვრული გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

თვა­ლე­ბი
ჩვე­უ­ლებ­რივ, ყა­ვის­ფე­რი ან ცის­ფე­რი, შავ­ლა­ქე­ბი­ანის თვალები უფ­რო მუ­ქია, ვიდრე ღვიძლისფერ- ლაქებიანის.

ცხვი­რი
შავ­ლა­ქე­ბი­ან ძაღ­ლებს აქვთ შა­ვი ცხვი­რი, ღვიძ­ლის­ფერ­ლა­ქე­ბი­ანს – ყა­ვის­ფე­რი.

ტა­ნი
გამ­ხდა­რი და კარ­გად და­კუნ­თუ­ლი, დი­დი, გა­ნი­ე­რი გულ­მკერ­დი­თა და გრძე­ლი, მოხ­რი­ლი კის­რით.

 

 

 

დალ­მა­ტი­ნე­ლე­ბი საკ­მა­ოდ მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი არი­ან, ასე რომ, მა­თი წვრთნი­სას სა­ჭი­როა მოთ­მი­ნე­ბა, დაყ­ვა­ვე­ბა, მაგ­რამ თანა­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა.

ამ ჯი­შის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბევ­რი და ინ­ტენ­სი­უ­რი ვარ­ჯი­ში. ფიქრობენ რომ დალმატინელი პოინტერს ენათესავება.


რჩევა:
ა­ხალ­და­ბა­დე­ბულ ლეკ­ვებს ლა­ქე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ. ეს ლა­ქე­ბი უჩ­ნდე­ბათ და­ბა­დე­ბი­დან პირ­ვე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.
სა­ნამ ლეკ­ვებს შე­ი­ძენთ, ყურ­თას­მენა შე­უ­მოწ­მეთ.­bf4246e0964affe239af1391923aa145.jpg


ჩამსწორებელი bs404, 13 April 2021 - 05:49 PM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47268 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დალმატინელის ვარცხნა? კი მაგრამ მოკლე ბეწვიანი ძაღლია და ამას სავარცხელი რანაირად უნდა გავუსვათ?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
bs404

bs404

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 70 პოსტი
  • მისამართი:თბილისი ვაშლიჯვარი
  • წარმოშობა:გურია

babu, მე მყავს დალმატინელი ბაბუ სპეციალური სავარცხელი იყიდება ჩოტკივით რკინის წვრილი ღერები აქვს და საპირისპირო მხრიდან ივარცხნება  



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47268 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

babu, მე მყავს დალმატინელი ბაბუ სპეციალური სავარცხელი იყიდება ჩოტკივით რკინის წვრილი ღერები აქვს და საპირისპირო მხრიდან ივარცხნება  

ეგ უფრო  ჯაგრსია ვიდრე სავარცხელი.  ;) ისე საინტერესოა როგორი მუშა ძაღლია. ჩემს მეზობელს ყავდა და ძალიან აზარტულად ნადირობდა სხვათა შორის. აპორტირებასაც მშვენივრად აკეთებდა . აი ცოტა მოცემა კი უჭირდა , მაგრამ ეგ ბევრიძაღლისთვის დამახასიათებელი თვისებაა. უფრო დრესურის ნაკლად მიმაჩნია ვიდრე თვისებად. 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
bs404

bs404

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 70 პოსტი
  • მისამართი:თბილისი ვაშლიჯვარი
  • წარმოშობა:გურია

ძალიან ენერგიულია სანადიროდ გაწვრთნილი არ მყავს მაგრამ ისე მაგრად ეძებს საჭმელს  :0024: როცა რამეს გადავუგდებ მოიტანს წინ დამიდებს მაგაზე პრობლემა არ მქონია ლეკვობაშივე ვასწავლე მართალია დიდი წვალების ფასად მაგრამ აითვისა ძირითადად გირჩს გავუგორებ ხოლმე შორს რომ ირბინოს და ენერგია დახარჯოს ყეფა ყეფით მისდევს ხოლმე 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47268 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს არის ხორვატიული ძაღლი, მრავალი ფუნქციური განხრით. ნადირობა შეუძლია თუ დაგეშავ. აპორტირებაც. ნადირობა ფრინველზე, კონკრეტულად მწყერზე , ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ასე რომ რახან გყავს და შეგიძლია , დაგეშო, ატარო, და ანადირო


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47268 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დალმატინელიც არ არის მთლად სწორი სახელი. ანუ, ხორვატიის ერთერთ პროვინციას ქვია დალმაცია. სადაც რამოდენიმე საუკუნის წინ იქნა გამოყვანილი და მოხსენიებულიც. 

ასე რომ უფრო სწორი დასახელებაა დალმაცელი. და ნადირობა ერტერთი მისი თვისებაა. 


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
bs404

bs404

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 70 პოსტი
  • მისამართი:თბილისი ვაშლიჯვარი
  • წარმოშობა:გურია

ყველა სხვადასხვა სახელს ეძახის  დალმატინელი დალმაციელი ზოგი დალმატინს და ზოგისთვის უბრალოდ კოპლებიანი თეთრი ძაღლია და რავი რასგაიგებ  :0024:



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47268 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხოო მეც დალმატინელს ვეძახი , მაგრამ....

 

 

საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაცია ხორვატიას, კერძოდ კი მის ერთ-ერთ ისტორიულ რეგიონს – დალმაციას მიიჩნევს დალმაციელის (დალმატინელის) წარმოშობის ადგილად და ამის დასასაბუთებლად მოჰყავს რამოდენიმე ისტორიული წყარო.

ამ ძაღლის პირველი ილუსტრაციები აღმოჩენილია ხორვატიაში. ესენია საკურთხევლის ნახატი დასავლეთ ხორვატიის ერთ-ერთ სოფელში – ველი ლოშინში (Veli Lošinj), რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნით თარიღდება და ასევე ფრესკა სამხრეთ დალმაციის ქალაქ ზაოსტროგში. დალმაციელის პირველი დოკუმენტალური აღწერა ადრეული მე-18 საუკუნიდან, ჯიაკოვო-ოსიეკის არქიეპარქიის (Archdiocese of Đakovo-Osijek) არქივიდან იწყება, სადაც ეს ძაღლი მოხსენიებული და აღწერილია, როგორც Canis Dalmaticus ეპისკოპოს პეტარ ბაკიჩის მიერ ეკლესიის ქრონიკებში 1719 წლიდან და შემდგომ ანდრეას კეცზკემეტის მიერ კვლავ ეკლესიის ქრონიკებში 1739 წელს. 1771 წელს თომას პენანტმა დალმაციელი თავის წიგნში ”Synopsis of Quadrupeds” აღწერა, რომელშიც ძაღლის ამ ჯიშის წარმოშობის ადგილად დალმაცია, ხოლო ჯიშის სახელად კი – დალმაციელი განსაზღვრა.

დალმაციელის ჯიში უმთავრესად ინგლისში განვითარდა. ძაღლის ამ ჯიშის პირველი არაოფიციალური სტანდარტის წარდგენა 1882 წელს მოხდა ინგლისელ ვერო შოს მიერ. 1890 წელს კი ინგლისში დალმაციელების პირველი კლუბის დაარსებისთანავე, სტანდარტი ოფიციალური გახდა.


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
bs404

bs404

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 70 პოსტი
  • მისამართი:თბილისი ვაშლიჯვარი
  • წარმოშობა:გურია

babu, ეს საინტერესოა წავიღებ ამ ინფორმაციას დალმატინელის კლუბში თუ შეიძლება  



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47268 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კი ბატონო


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47268 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დალმაციელის მოვალეობები:

ძაღლის ამ უძველეს ჯიშს სხვადასხვა დანიშნულებისათვის იყენებდნენ. დალმაციელები იყვნენ საომარი ძაღლები, რომლებიც დალმაციის საზღვრებს იცავდნენ. დღევანდელ დღემდე, დალმაციელს შერჩენილი აქვს მოდარაჯის ძლიერი ინსტინქტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძაღლი მეგობრული და ერთგულია იმათთან, ვისაც იცნობს და ენდობა, თავს შორს იჭერს უცხოებისა და სხვა ძაღლებისაგან. დალმაციელებს ასევე გააჩნიათ ძლიერი სამონადირეო ინსტინქტიც და ვირთხებისა და პარაზიტების შესანიშნავ გამანადგურებლებად ითვლებიან. სპორტში კი მათ იყენებენ ჩიტებზე, გარეულ ღორებზე და ხარირმებზე სანადიროდ და ასევე რეტრივერებად და კვალის ამღებ ძაღლებად. თავიანთი გამორჩეული ექსტერიერისა და ინტელექტის წყალობით, ეს ძაღლები წლების განმავლობაში ცირკშიც კი წარმატებით გამოდიან. დალმაციელები შესაძლოა ყველაზე მეტად ცნობილნი იყვნენ თავიანთი როლით სახანძრო აპარატის ესკორტში და აგრეთვე სახანძროს თილისმად. რადგანაც დალმაციელები და ცხენები შესანიშნავად ეთავსებიან ერთმანეთს, ამ ძაღლებს წვრთნიდნენ იმისათვის, რომ ცხენებშებმული ეტლისათვის გზა გაეთავისუფლებინათ და სწრაფად გაეწიათ მეგზურობა მეხანძრეებისათვის ცეცხლის ჩასაქრობად. ძაღლის ამ ჯიშს სახანძრო ბრიგადები სახანძროსა და მასში განთავსებული ინვენტარის სამეთვალყურეოდაც იყენებდნენ. სახანძრო ეტლების წაყვანა ხდებოდა სწრაფი და ძლიერი ცხენების მიერ, რომლებიც ქურდებისათვის მაცდურ სამიზნეს წარმოადგენდა, ამიტომაც დალმაციელები ჰყავდათ სახანძროში ქურდების შესაჩერებლად. 


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2740 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

მე კიდე 1 შტერი კოპლებიანი ძაღლი მეგონა  :0045:



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47268 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სხვათა შორის დალმაციელის გარდა ,პუდელსაც იგივე ბედი ეწია და ეხლა ვაიმარანერსაც იგივე საფრთხე ემუქრება. ლამაზ ძაღლებს გადეკორატიულობის "პერსპექტივა" აქვთ 


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ვაიმარანერსაც იგივე საფრთხე ემუქრება.

აბა აბა !! ეგეთები არ იყოს !!!

ფილდთრაილზე დაიწყეს ვეიმარების გამოყვანა..


legion.ge-837-1527156940.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?