ნათუზიუსის მღამიობი – Vespertilio nathusii Keyserling
ცხოვრობს ადამიანის სადგომში, მაგრამ უფრო ეტანება ტყეებს, სადაც ხის ფუღუროში რამდენიმე ათეული ცალობით იყრიან თავს. მწერებს ტყის ნაპირას და ხეივნებს შორის იჭერენ. ჩვენში შესაძლებელია ზამთარშიც რჩებოდნენ. ეს ფაქტი მტკიცედ დადგენილი არაა.
გავრცელებულია დასავლეთ საფრანგეთიდან აღმოსავლეთ ჩკალოვამდე (ორენბურგი). ჩრდიოეთის საზღვარი გასდევს ბალტიის სანაპიროსა და ლენინგრადს, სამხრეთის კი– ხმელთაშუა და შავ ზღვებს. ამიერკავკასიაში ცხოვრობს ირანისა და ტურქეთის საზღვრამდე. საქართველოს რაიონებიდან შენიშნულია თბილისში, ახალქალაქში, ბათუმსა და სტალინირში.