" გასკდა მიწა და ჩაცვივდნენ,
ქვესკნელს მიხო და ხარი,
ხარი ცხელ წყალი ჩავარდა,
მიხომ კი იღძო მხარი."
იხ. ჰომეროსი "ილიადა"
ამ ხმაურზედ ჰადესი მისულა კახელ გლეხთან და უკითხავს აქ როგორ მოხვდიო? მიხოს არ უნდოდა ეღიარებინა რომ დაღლილს ჩაეძინა და მოატყუა,
- ხაშლამის მოხარშვა მინდოდა და ცეცხლის ანთება დემეზარა, ვიფიქრე ჩავალ და ჰადესთან მოვხარშამო.
- ხაშლამა რაღააო? - უკითხავს გაოცებულ ქვესკნელის ღმერთს
- ემსააჩი გაგასინჯებ, ოღონდ მაიტა შენ გაიქე, ცეზარას გვირგვინიდან სამი-ოთხი ფოთოლი დაფნა გამააძრე, ორი თავი ხახვი, ოთხი თავი ნიორი და ბლომათ მარილი მაიტაო.
ჰადესსაც უმალ შეუსრულებია მისი დანაბარები. დასხდნენ თურმე და კაი მამა-პაპური პური ჭამეჲ. ჰადესს უთქვამს,
- შენ იგეთი ღვთიური რამე მაჭამე, ზევსმა შეს***ცეს ჩემ ყველაყაჲ თუ აქ დაგტოვოო. აურაცხელი ოქრო- ვერცხლით დაუჯილდოვებია მიხო და გამოუშვია უკან. სოფლად დაბრუნებულს ყველაფერი მოუყოლია კახელებისთვის. მას აქეთ ყოველ გარდაცვლილს კახელები ხაშლამით ისტუმრებდნენ იმ იმედით რომ იქნებ ჰადესმა უკან გამოუშვასო. ასე დამკვიდრდა ხაშლამის ტრადიცია.

