Jump to content

სურათი

კასპიური ვეფხვი

ვეფხვი კასპიური ვეფხვი ნადირობა ვეფხვზე

ამ თემას აქვს 8 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2939 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
📷 ფოტოზე იოსებ წიკლაური

🐅ამბავი თბილისთან მოკლული უკანასკნელი კასპიური ვეფხვისა

1921 წლის 4 დეკემბერს, თბილისიდან 23 კილომეტრში მდებარე სოფელ ლელობთან, უკანასკნელი კასპიური ვეფხვი (Pantera Tigris Virgata) მოკლეს.
იმ პერიოდის პრესაში ვკითხულობთ:

„წინადღით (3 დეკემბერს) უკვალოთ დაიკარგა ამ სოფლის (ლელობი) ხარი, შემდეგ მეორე დღეს დილით დაიკარგა ძროხა. ამ გარემოებამ დიდად შეაწუხა ადგილობრივი მცხოვრებნი. ოთხმა ადგილობრვ მონადირემ: გიორგი წითურიშვილმა, ალექსი წიკლაურმა, იოსებ წიკლაურმა და სიმონ ბექაურმა გადასწყვიტეს აღმოეჩინათ ეს უხილავი მტაცებელი.
"იმავე დღეს, ბევრი ძებნის შემდეგ კვალით მიაგნეს ვეფხის ბუნაგს, რომელიც მას მოეწყო ახლო მდებარე ტყეში. მხეცმა, როგორც კი დაინახა ახლო მოსულნი მონადირენი, ელვასავით გამოვარდა ბუნაგიდან და ის იყო აპირებდა სასიკვდილო ნახტომს, როდესაც მას ერთბაშად ოთხივე მონადიირემ დაახალა თოფები და მოსტეხეს უკანა ფეხი. ამ გარემოებამ გადაარჩინა ისინი ვეფხის ბასრი კბილებისგან."
მიუხედავად ასეთი მძიმე ჭრილობისა, საშინელი მხეცი მაინც სცდილობდა მისწვდომოდა თავის მტრებს და ზევით აშვერილ თათებით ბზრიალასავით ტრიალებდა...

დანამდვილებით შეიძლება ვსთქვათ, რომ მოკლული ვეფხი მოსულა ტალიშიდან, ლენკორანის მაზრა, ბაქოს გუბერნია, სადაც ის იმყოფება ბინადრად. ალბათ ვეფხი ნადირობდა გარეულ ღორებზე ჩალაკალმებში მტკვრის ნაპირებზე და ამ ნაიდრობამ გაიტაცა ის შორს. უნდა ვიფიქროთთ, რომ მდინარე ხრამის ან და ალგეთის შესართავთან მან დასტოვა მტკვრის მიდამოები და გაჰყვა ამ ერთ-ერთ მდინარეს და შემდეგ მოხვდა სოფ. ლელობნის მიდამოებში.

მოკლული ვეფხი წარმოადგენს მშვენიერ ეგზემპლიარს. ტყავის ფერი და მისი ნახატი, აგრეთვე მესამე ღრძილის ეგრეთწოდებული სიმხეცის კბილი მოწმობენ, რომ ის ეკუთვნს კასპიის რასას - Septeutrioriales ოქროს ფერი ტყავი დახაზული შავი ზოლებით. ბალანი შუა ზომისაა. უზარმაზარიი თავი კისერთან შემოსილია გრძელი ბალნით: ოთხი ვერშოკის სიგრძე. ტანის სიგრძე უდრის თითქმის 3 არშ. ნახევარს (3 არშ. 32 სანტიმეტრ.).
ამჟამად ვეფხი გადაეცა მუზეუმს...“
მოკლული ცხოველის ფიტულის დასამზადებლად, საქართველოს მუზეუმისა და მასთან არსებული ბიბლიოთეკის დირექტორს, ნოე ყიფიანს ოსტატები გერმანიიდან მოუწვევია.
მას შემდეგ, 1922 წლიდან, თბილისთან ახლოს მოკლული ვეფხვის ფიტული ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიის განყოფილებაში ინახება.
„თურანული ვეფხვი, მამრი ინდივდი (160კგ), მოპოვებული 1922 წელს, სოფ. ლელობთან ძმები წიკლაურების მიერ. იგი აზერბაიჯანიდან შემოვიდა მდ. მტკვრის ჭალებით.როგორც, ჩანს, გადმოიხვეწა აქ ირანიდან, შემდეგ ძუ ვეფხვის ძებნაში მოხვდა ჯერ გარდაბნის ტყეში, შემდეგ მანგლისში და ბოლოს მოკლული იქნა სოფ.ლელობთან“, - ასეთია მოკლული ვეფხვის ანოტაცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე.
P.S. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვეფხვის არსებობაზე წერდა XVIII საუკუნეში მოღვაწე გერმანელი მოგზაური და მეცნიერი - გულდენშტადი, რომელმაც სამეგრელოში, კოლხეთის ჭაობებში ორი მოკლული ვეფხვის ტყავი იხილა.

Screenshot_20210104-130305_Facebook.jpg

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2412 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
კარგია ჯაბა, ვიცი ეს ისტორია, და ეგ ადგილიც კარგად ვიცი.

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 44279 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ა ხალხი. და აი ოპერატიული რეაგირება. რას ნიშნავს რომ ხალხი არ იყო შეშინებული და იცოდა რომ თავისი საკუთრება დასაცავი ქონდათ.

 

 

 

"„წინადღით (3 დეკემბერს) უკვალოთ დაიკარგა ამ სოფლის (ლელობი) ხარი, შემდეგ მეორე დღეს დილით დაიკარგა ძროხა. ამ გარემოებამ დიდად შეაწუხა ადგილობრივი მცხოვრებნი. ოთხმა ადგილობრვ მონადირემ: გიორგი წითურიშვილმა, ალექსი წიკლაურმა, იოსებ წიკლაურმა და სიმონ ბექაურმა გადასწყვიტეს აღმოეჩინათ ეს უხილავი მტაცებელი.

"იმავე დღეს, ბევრი ძებნის შემდეგ კვალით მიაგნეს ვეფხის ბუნაგს, რომელიც მას მოეწყო ახლო მდებარე ტყეში."

 

საღოლ ჯაბა შენ ნათესავ მოგვარეებს და ყველა (4 ივე )მონადირეს. მეორე დღესვე ბიჭებმა იარაღი აიღეს ხელში 


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
თემო ჩაინიკა :D 13

თემო ჩაინიკა :D 13

    ლეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1850 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia
ვა ეს ამბავი არ ვიცოდი საინტერესოა

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    ლეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1774 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა
ბოლო ვეფხვი 2015 ში მოკლეს ლაგუნასთან....

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2939 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
რა წინაპარი მყავს?! ვეფხვებთან და არა მარტო ვეფხვებთან ნაომარი :)

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    ლეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1774 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

რა წინაპარი მყავს?! ვეფხვებთან და არა მარტო ვეფხვებთან ნაომარი :)


მერე? შენ რო მარტო ხინკლებს ეომები, ეგაა საქმე? :)

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2939 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი

რა წინაპარი მყავს?! ვეფხვებთან და არა მარტო ვეფხვებთან ნაომარი :)

მერე? შენ რო მარტო ხინკლებს ეომები, ეგაა საქმე? :)

რა წინაპარი მყავს?! ვეფხვებთან და არა მარტო ვეფხვებთან ნაომარი :)

მერე? შენ რო მარტო ხინკლებს ეომები, ეგაა საქმე? :)

სხვა საომარი არ იყოს თორემ იმასაც ვეონებით

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 44279 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ზოგი ისე განიცდის რატომ მოკალესო(ფ ბუქზე), გაგიკვირდება კაცს. ან ენდემური იყოს. ან აფთარივით ადამიანს ერიდებოდეს. ვეფხვია ბოლო ბოლო და თუ დასჭირდა უცებ წამოაქცევს ადამიანს და შეჭამს. 

რაის ვეფხვი დალომი საქართველოში?


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?