Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ამიერკავკასიური ციყვი – Sciurus persicus

amierkavkasiuri_ciyvi_Sciurus-persicus_m

92079620.jpg
დიდების სხეულის სიგრძე 240–250 მმ–ს უდრის, კუდის ––130–159 მმ. სხეული მუცლის მხარეზე მოწითურო ფერისაა, ზურგი მოწაბლისფრო–რუხია, სხეულის უკანა ნაწილი თანდათან მუქდება. ზამთრის ბეწვი უფრო მუქია ზაფხულისაზე. ტერფზე ექვსი კოჟიჟი აქვს, ძუძუ–10. ლიტერატურაში (ბ. ვინოგრადოვი და ა. არგიროპულო, 1941) აღნიშნულია, რომ თითქოს ციყვს ყურებზე ფუნჯები არა ჰქონდეს, რაც სიმართლეს არ შეეფერება. ფუნჯები აქვს, მაგრამ მხოლოდ ზამთრის ეგზემპლარებს, თუმცა ისე განვითარებული არა აქვს, როგორც ჩვეულებრივ ციყვს. ძირითადი კბილების ფორმულა 4/4–ია.

ციყვი გავრცელებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, სოხუმის რაიონის ჩათვლით.

ციყვი ხეებზე ცხოვრობს. იკვებება დღეში ორჯერ – დილა-საღამოს. ხანდახან შეიძლება დილის 12 საათზეც ვნახოთ ხეზე ჩამომჯდარი, როცა ის ჭამს: კაკალს, თხილს, რკოს, წიფელის თესლს, მაყვალს, გაზაფხულზე სოკოსა და სამყურა ბალახსაც (თეთრი). ზოგჯერ ცხოველურ საკვებსაც ეტანება. ჩვენში დაკვირვებით, ციყვი ზოგჯერ დღისით სასიმინდეებშიც კი შედის.
ბუდეს ხის ფუღუროში იკეთებს. ზამთრისთვის იმარაგებს კაკალს, თხილს და სხვა თესლეულობას 2–3კგ–მდე. ზამთარში ძილს არ ეძლევა.

ციყვი აპრილის დასაწყისში ან მარტის ბოლოს შობს შვილებს რიცხვით 5–ს, იშვიათად – 7–მდე. შვილები ზრდას 1,5 – 2 თვემდე ამთავრებენ. ლიტერატურაში არაა აღწერილი წელიწადში რამდენჯერ მრავლდება ეს სახეობა. სავარაუდოდ, ეს ციყვიც რამოდენიმეჯერ მრავლდება წელიწადში.

შემოდგომის ბეწვის ცვლა ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრიდან იწყება და ნოემბერშივე მთავრდება. მისი ბეწვი უხეშია, საქართველოში მისი ბეწვი მზადდებოდა, მაგრამ მცირე რაოდენობით. ამჟამად ამიერკავკასიურ ციყვზე აკრძალულია ნადირობა: აფხაზეთსა და აჭარაში, ბორჯომის რაიონში და დასავლეთ საქართველოში. ციყვს ზიანი მიაქვს იმ ადგილებში, სადაც წაბლი, თხილი და კაკალი მოიპოვება. ამიერ კავკასიაში აღწერილია ქვესახეობა – S. c. anomalus gmel.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამასა და ჩვეულებრივს შორის რა სხვაობაა


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვინმემ ხომ არ იცით?

ამასა და ჩვეულებრივს შორის რა სხვაობაა???

 

 

.

.amierkavkasiuri_ciyvi_Sciurus-persicus_m

.

.Sciurus_vulgaris_at_Arboretum_Tampere_Fi


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?