Jump to content

სურათი

მცირედი დაზვერვა , წნორში იხვი არ არის

წნორი ნადირობა იხვზე ტბები იხვის ფიტლრბი

ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4674 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

გუშინ ჩემს ძველ მეგობრებთან ერთად გასული გახლდით წნორისკენ, ამინდის პროგნოზი კარგს მოასწავებდა თუმცა , როგორც ყოველთვის სინეპტიკოსები ხშირდ სცდებიან :)

 

ადგილზე ჩასულები საღამოს გადაფრენაზე დავდექით ტყის ქოთომზე, თუმცა უშედეგოდ , არ გადმოდის ეს ქათამი და მოჰკალ თუ გინდა. 

 

დავისვენეთ სოფელ მუკუზანში და გამთენიას გავეშურეთ წნორის ტბებისკენ, ( უფრო სწორედ ძველ ანაგაში) , ჩავალაგეთ იხვის ფიტულები, "მახაკრილიც" დავაყენე , და სულმოუთმენლად დაველოდე რიჟრაჟს . 

 

 

legion.ge_17L5fb175ae563e8.jpg

 

ირიჟრაჟა , და ჩემი მოლოდინი სამწუხაროდ მოლოდინად დარჩა , შოშიას გარდა არაფერი არ დაფრინავს ამ ანაგაში.  :0024:  :0024:  :0024: , საყვირიც ვაყვირი მაგრამ ამაოდ :(

 

ბრაზნარევმა , მოვკიდე ჩემს "ზოლკა"-ს ხელი და იქვე შორიახლოს 1 დიდი დაჭაობებული დამშრალი ტბა დავლაშქრეთ , დავიწყეთ მე და ჩემმა შეგირდმა ნადირობა. 

 

ვაბოტებდი ამ ჭაობიან ტბაში და თან ვცდილობდი ყურადღება მიმექცია ძაღლისთვის, უცებ თავი ავწიე და დგას ჩემი ზოლკა გაშეშებული , ძლივს მივედი ახლოს და შევძახე "ეცი " - ჟღურტულით ჩიბუხა " ბეკასი" ამოფრინდა , აბა იმას იქიდან გავუშვებდით :)

 

სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი , ნაბული და შემდგომ აპორტი. 

 

გავაგრძლეთ ისევ ნადირობა და ისევ ნაბული , ისევ აპორტირება ... შეძახილებიც ბევრი იყო 

 

ასე გავერთეთ მე და ზოლკა და ჯამში 4 ცალი ბეკასი მოვინადირეთ .... 

 

 

legion.ge_17L5fb175cf8b02c.jpg

 

ბოდიშით ცოტა კაბა დაესვარა გოგოს , ნამეტანი ჭაობებში ირბინა . 

 

legion.ge_17L5fb175e9040ca.jpg

 

დღის გმირი "ზოლკა"

 

legion.ge_17L5fb1760c6f857.jpg

 

 

ამ ფოტომ გაბი გამახსენე ისიც ზუსტად ესე ყარაულობდა და უღრენდა სხვა ძაღლებს, ამასაც იგივე თვისება აქვს, იქ მყოფ დრათჰაარს ისე უღრენდა და კბენდა როცა ის უახლოვდებოდა ნანადირევს :)


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
თემო ჩაინიკა :D 13

თემო ჩაინიკა :D 13

    ლეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1680 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia
მშვენიერი სურათები და რეპორტია მეტო მაგრამ ვუდინისა რო არაფერმა იმოძრავა მარა კაია ფეხის გაშლა

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43920 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰა ჰაა , ეხლა ვაპირებდი მაგის თქმას და ბოლოში ვნახე , შენც იგივე გაგხსენებია. 

ეგრეა ძამიკო, მაგ გოგო თავის ნაღვაწარს იცავს და არც არავის დაუთმობს.

"ძევუშკა ს ხარაქწერომ"

:bravo: 

ბრავი ზოლა. ნუ პატრონიც თავისთავად - ბრავო. ;)  :L: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    ლეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1663 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა
ხოშიან ;)

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2350 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
მშვენიერია მეტო, ცუდია ის რომ იხვი არ არის, მაგრამ ზოლას მუშაობა ჭაობის ფრინველზე გადასარევია.

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 552 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი
მშვენიერი რეპორტია კუკუშ!!!! მაგარი ცუგა გყავს გახსნაზეც რა კარგად გვანადირა ...სუპერ





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?