მოკლედ ამ რეპორტს უფრო მოვალეობის გამო დავწერ ვიდრე იმის გამო რომ კმაყოფილი ვარ ნადირობით და მინდა ცემი აღტაცება გაგიზიაროთ .
საქმე იმაშია რომ "დათარსვის" უკვე მართლა სერიოზულად მეშინია. ვარაზს გაუარე და დანიშნულების ადგილამდე მიმყავდა , დროზე უნდა მივსულიყავით და გრაფიკშიც ვიჯექით. არც არსად გვეჩქარებოდა და მშვიდ მასლაათში სანაპიროზე მივდიოდით , როდესაც უცებ საიდანღაც ჩვენს წინ შავმა კატამ გადაირბინა.
ამ დროს ყოველთვის ვჩერდები და არ ვკვეთავ კატის გადარბენილს. კიდეც წავატორმუზე მაგრამ გიომ მაგრად მაშაყირა და მეც დავარღვიე ჩემი ტრადიცია. როგორც აღმოჩნდა - სულ ტყუილად.
წინა ნადირობისას დავწერე ცრურწმენებზე . ახლაც იგივეს ვწერ ფაქტიურად.
მოკლედ მივედით შეკრების ადგილას, გადავნაწილდით მანქანებში , პროდუქტი შევიძინეთ, საწვავი ჩავასხით და გავემგზავრეთ.