მოკლედ პარასკევს ასვლა იყო დაგეგმილი და რამოდენიმე ადამიანი შევიკრიბეთ. გზის რამოდენიმე მონაკვეთი იყო მოსაწესრიგებელი. კამერები გადასაადგილებელი და შესაბამისად საქმეები იყო მისახედი.ნუ რაც მოვასწარით ეს გზის სამუშაოები იყო. სათავეც რამდენადაც მოვახერხეთ -ისიც მოვაწესრიგეთ. ხალხი არ ყოფნიდა ყველაფერს , მაგრამ რაც მთავარია , წყალიც გვაქვს, გზაც და წყალზე გადასასვლელკებიც მოწესრიგდა და შედარებით სწრაფად და ადვილად ხერხდება გადაადგილება.
ხო და ბევრი რომ არ გავაგრძელო, რაც მოესწრო კი გავაკეთეთ და ბაჩოს, ზირაქას, სოსოს, გორდას და მუმუს მინდა მადლობა გადავუხადო.
გაიხარეთ კარგო ადამიანებო! მადლობა გვერდში დგომისათვის