მოგესალემბით !!!
კვირას გამთენიას გადაწყვეტილი მქონდა გავსულიყავი სანადიროდ და დამელაშქარა ეს ახალქალაქი , ვინაიდან ყოვეთვის ყველასგან მესმის რომ მწყერი ბევრი ვნახეთ და ბევრიც ვინადირეთო. ხოდა არ დაგიმალავთ და ძაან მაინტერესებდა, გავტეხე რა სიზარმაცე და გადავწყვიტე ახალქალაქი. ( შედეგით ვიმსჯელოთ) .
ნუ როგორც უკვე სტანდარტია , ყველაფერი დროულად შევიძინეთ წყნეთის ნიკორაში და გავეშურეთ, წინ დიდი გზა გვქონდა გასავლელი ( მართლა რამ სიშორესაა ეს ახალქალაქი) , თუმცა გზაში გაგვახსენდა რომ სიჩქარეში რაჭველა დაგვრჩა სახლში ; ეს ხუმრობით ისე გამოთვრა რაჭველუკა რომ დილას ვეწრ გაიღვიძა და დარჩაააა....
გადავედით მანგლისი წალკით და გამთენიას უკვე მინდორთან ვიყავით.
ივერიჩმა გიორგიმ მეო ძაღლი მყავს საგეშიო და ცალკე გავიდა , ხოდა დავრჩით მე და მიშო - 3 ძაღლით, დავიწყეთ ნადირობა მარა რა დავიწყეთ პირველივე მინდორში შესვლისთანავე 3 ცალი ამოფრთხიალდა ---- 2 უსულოდ დაეცა ბრძოლის ველზე.
აქ ერთმანეთს გადავხედეთ და გაღიმებულ გაბადრული სახეებით გავაგრძელევთ - მიშო იძახის ვაიმეეე მეტოოო ; მე ვიძახდი აუფ ეს ისაა ??? ; იქედან გიოს ხმები გვესმოდა ბრავო არგო ბრავო .... ნუ მოკლედ ბევრი რომ არ ვისაუბრო დაწყება კარგს მოასწავებდა:
სცენარი საინტერესოდ ვითარდებოდა , რასაც ჩვენი შეგირდები : ბუბუ , დინა და ზოლა ამშვენებდნენ , ნაბული ! ეცი მიდი ! ფრრ .... გასროლა და აპორტირებაზე წასული ძაღლები ფაქტიურად უკან ბრუნდებოდნენ ვინაიდან შორიახლოს ისევ ამოდიოდა 1 ცალი;
დილის ნადირობა კარტოფილის მაღალ ყანებში მიდიოდა , თან მწყერიც ოდნავ ნამიანი ზარმაცობდა ამოსვლას, რაც ჩვენი ცუგრიკებისთვის ესოდენ სახალისო და საინტერესო იყო . თავიდან ცოტა ბუბმ და დინამ აურ დაურიეს , ერთმანეთის ჯინაზე შორს დაიწყეს სირბილი და ნაბულის კეთება, რამაც დაახლოებით 15-20 ცალამდე მწყერზე სროლის შანსი არ დაგვიტოვა.
ცოტაც და მოვთოკეთ ორივე , და აი მანდ უკვე ნამდვილი ნადირობა დაიწყო, ზოლაც აქტიურად აყვა სხვა ძაღლებს და თავისი გერმანული შეუპოვრობით ცალკე ეძებდა მწყერს... ნაბულიც ფრიად სასიამოვნო იყო და შემდეგ აპორტირებაც.
მოკლედ დილას მოვიარეთ მინდვრები და ჯამში ავიღეთ 22 ცალი ; რამაც ცოტა გული დაგვწყვიტა , ვინაიდან ორმაგი შედეგის შანსი გვქონდა , თუმცა უშედეგოდ .... სამწუხაროდ .
ჩამოცხა როგორც ჩვევია ახალქალქის გაშლილ მინდვრებს და ჩვენც ჩრდილისკენ გადავინაცვლეთ . უცებ ამოვალაგეთ სურსათ სანოვაგე და წავიხემსეთ ... ამ გართობა გართობაში შევატყვეთ რომ დაღლა მოგვერია და გადავწყვითეთ იქვე ცრდილში მოგვესვენა და ძალები მოგვეკრიბა საღამოს ნადირობისთვის.
მცირედი პაუზის შემდგომ გაგვეღვიძა სამივეს და გადავწყვიტეთ ლოკაცია არ შეგვეცვალა და ნაცნობ მინდვრებს მივუბრუნდით . ცოტა ცხელოდა და ვიფიქრეთ მარალი კარტოფილები მოგვესინაჯა...
შევედეთ პირველივე მინდორში და ზოლამ გამახარა შესულზე პირდაპირ ნაბულზე დადგა.... ისევ შემოვუძახეთ უკვე სამივემ ოჰოჰოო მგონი იწყებათქო
ხოდა დავიწყეთ ... კარგი მინდვრები ჩანდა თუმცა მწყერი მაინც ცოტ ცოტა ამოდიოდა... ბოლოს 1 მინდორი შევარჩიეთ მინდორი რა კარტოფილის ყანა... კაი მოზრდილი ეტყობოდა ჩვენს მოქალაქე არმენინს ჰქონდა შესაძლებლობა და დაამუშავათქო . აი აქ უკვე ძაღლებმა სტილიც შეცვალეს , ახლოს დაიწყეს სირბილი და მოჩხრეკვა, შესაბამისად მუშაობამ შედეგი მალევე გამოიღო და მეგობრები ცალ ცალკე დგებოდნენ ნაბულზე...
ჩვენც მოვილაპარაკეთ რომ ვინც ააცილებდა ის იქნებოდა " გოგო "
უუფ მაგრად გავერთეთ , შედეგი სასწაული გვქონდა მემგონი მსგავსი სტენდზეც არ გვქონია არავის , ნუ ფაქტი იყო გოგოობა არ გვინდოდა არცერთს,
ერთ ერთს ვესროლე და აშკარად რომ მოხვდება ხომ იცი აი რო დაინახავ რა, მაგრამ მაინც გაფრინადა , აი აქ აღმოხდა მიშოს "მეტოოოო შე გოგოოო" , მაგრამ ნურას უკავრავად აქ გოგო არავინ არაათქო, როცა დავინახე რომ ზოლა იმ ადგილისკენ მოუხედავად გარბოდა სადაც ჩაჯდა ( ეტყობა მიხვდა გოოგბა რომ არ მინდოდა ) და ზუსტად ჩაფრენის ადგილას ნაბულზე დაუდგა, მივედი ახლოს და წამოფრენილი დაჭრილი მწყერი ადგილზე გააქვავა... შესაბამისად ამცდა გოგოობა...
გული რომ კარგად ვიჯერეთ სროლით უკვე მინდვრის ბოლოს ვიყავით გასულები , და შევთანხმდით რომ ამ ყავას კეთილი მინდორი ვუწოდეთ...
ბოლოს ჩვეული პოზირება გავმართეთ ნადავლთან და გამოვეშურეთ სახლისკენ, უამრავი ემოციით და სიხარულით
ესეც ამ დღის ამსახველი ფოტო მასალა
დაისი ახალქალაქში
ნადავლის დახარისხება :
და ბოლოს ძმობის და ერთობის შედეგები :
ამ სურათზე რაჭველა ჩანს უკან ფონზე , აი ქვა რომ დევ აი იქ ზუსტად
სურათები პატომ .... მობილურით ვწერ და ვერ ვშობი რაცხას