Jump to content


ამ თემას აქვს 13 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4931 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

  მოგესალემბით !!! 

 

 

   კვირას გამთენიას გადაწყვეტილი მქონდა გავსულიყავი სანადიროდ და დამელაშქარა ეს ახალქალაქი , ვინაიდან ყოვეთვის ყველასგან მესმის რომ მწყერი ბევრი ვნახეთ და ბევრიც ვინადირეთო. ხოდა არ დაგიმალავთ და ძაან მაინტერესებდა, გავტეხე რა სიზარმაცე და გადავწყვიტე ახალქალაქი. ( შედეგით ვიმსჯელოთ) .

 

  ნუ როგორც უკვე სტანდარტია , ყველაფერი დროულად შევიძინეთ წყნეთის ნიკორაში და გავეშურეთ, წინ დიდი გზა გვქონდა გასავლელი ( მართლა რამ სიშორესაა ეს ახალქალაქი) , თუმცა გზაში გაგვახსენდა რომ სიჩქარეში რაჭველა დაგვრჩა სახლში :) ; ეს ხუმრობით ისე გამოთვრა რაჭველუკა რომ დილას ვეწრ გაიღვიძა და დარჩაააა.... 

 

გადავედით მანგლისი წალკით და გამთენიას უკვე მინდორთან ვიყავით. 

 

ივერიჩმა გიორგიმ მეო ძაღლი მყავს საგეშიო და ცალკე გავიდა , ხოდა დავრჩით მე და მიშო - 3 ძაღლით,  დავიწყეთ ნადირობა მარა რა დავიწყეთ პირველივე მინდორში შესვლისთანავე 3 ცალი ამოფრთხიალდა ---- 2 უსულოდ დაეცა ბრძოლის ველზე. 

 

აქ ერთმანეთს გადავხედეთ და გაღიმებულ გაბადრული სახეებით გავაგრძელევთ - მიშო იძახის ვაიმეეე მეტოოო ; მე ვიძახდი აუფ ეს ისაა ??? ; იქედან გიოს ხმები გვესმოდა ბრავო არგო ბრავო .... ნუ მოკლედ ბევრი რომ არ ვისაუბრო დაწყება კარგს მოასწავებდა: 

 

სცენარი საინტერესოდ ვითარდებოდა , რასაც ჩვენი შეგირდები : ბუბუ , დინა და ზოლა ამშვენებდნენ , ნაბული ! ეცი მიდი ! ფრრ .... გასროლა და აპორტირებაზე წასული ძაღლები ფაქტიურად უკან ბრუნდებოდნენ ვინაიდან შორიახლოს ისევ ამოდიოდა 1 ცალი; 

 

დილის ნადირობა კარტოფილის მაღალ ყანებში მიდიოდა , თან მწყერიც ოდნავ ნამიანი ზარმაცობდა ამოსვლას, რაც ჩვენი ცუგრიკებისთვის ესოდენ სახალისო და საინტერესო იყო . თავიდან ცოტა ბუბმ და დინამ აურ დაურიეს , ერთმანეთის ჯინაზე შორს დაიწყეს სირბილი და ნაბულის კეთება, რამაც დაახლოებით 15-20 ცალამდე მწყერზე სროლის შანსი არ დაგვიტოვა. 

 

ცოტაც და მოვთოკეთ ორივე , და აი მანდ უკვე ნამდვილი ნადირობა დაიწყო, ზოლაც აქტიურად აყვა სხვა ძაღლებს და თავისი გერმანული შეუპოვრობით ცალკე ეძებდა მწყერს... ნაბულიც ფრიად სასიამოვნო იყო და შემდეგ აპორტირებაც. 

 

მოკლედ დილას მოვიარეთ მინდვრები და ჯამში ავიღეთ 22 ცალი ; რამაც ცოტა გული დაგვწყვიტა , ვინაიდან ორმაგი შედეგის შანსი გვქონდა , თუმცა უშედეგოდ .... სამწუხაროდ . 

 

ჩამოცხა როგორც ჩვევია ახალქალქის გაშლილ მინდვრებს და ჩვენც ჩრდილისკენ გადავინაცვლეთ . უცებ ამოვალაგეთ სურსათ სანოვაგე და წავიხემსეთ ... ამ გართობა გართობაში შევატყვეთ რომ დაღლა მოგვერია და გადავწყვითეთ იქვე ცრდილში მოგვესვენა და ძალები მოგვეკრიბა საღამოს ნადირობისთვის. 

 

მცირედი პაუზის შემდგომ გაგვეღვიძა სამივეს და გადავწყვიტეთ ლოკაცია არ შეგვეცვალა და ნაცნობ მინდვრებს მივუბრუნდით . ცოტა ცხელოდა და ვიფიქრეთ მარალი კარტოფილები მოგვესინაჯა... 

 

შევედეთ პირველივე მინდორში და ზოლამ გამახარა შესულზე პირდაპირ ნაბულზე დადგა.... ისევ შემოვუძახეთ უკვე სამივემ ოჰოჰოო მგონი იწყებათქო

 

ხოდა დავიწყეთ ... კარგი მინდვრები ჩანდა თუმცა მწყერი მაინც ცოტ ცოტა ამოდიოდა... ბოლოს 1 მინდორი შევარჩიეთ მინდორი რა კარტოფილის ყანა... კაი მოზრდილი ეტყობოდა ჩვენს მოქალაქე არმენინს ჰქონდა შესაძლებლობა და დაამუშავათქო . აი აქ უკვე ძაღლებმა სტილიც შეცვალეს ,  ახლოს დაიწყეს სირბილი და მოჩხრეკვა, შესაბამისად მუშაობამ შედეგი მალევე გამოიღო და მეგობრები ცალ ცალკე დგებოდნენ ნაბულზე... 

 

ჩვენც მოვილაპარაკეთ რომ ვინც ააცილებდა ის იქნებოდა " გოგო " 

 

 

უუფ მაგრად გავერთეთ , შედეგი სასწაული გვქონდა მემგონი მსგავსი სტენდზეც არ გვქონია არავის ,  ნუ ფაქტი იყო გოგოობა არ გვინდოდა არცერთს, 

 

ერთ ერთს ვესროლე და აშკარად რომ მოხვდება ხომ იცი აი რო დაინახავ რა, მაგრამ მაინც გაფრინადა , აი აქ აღმოხდა მიშოს "მეტოოოო შე გოგოოო" ,  მაგრამ  ნურას უკავრავად აქ გოგო არავინ არაათქო,  როცა დავინახე რომ ზოლა იმ ადგილისკენ მოუხედავად გარბოდა სადაც ჩაჯდა ( ეტყობა მიხვდა გოოგბა რომ არ მინდოდა ) და ზუსტად ჩაფრენის ადგილას ნაბულზე დაუდგა, მივედი ახლოს და წამოფრენილი დაჭრილი მწყერი  ადგილზე გააქვავა...  შესაბამისად ამცდა გოგოობა... 

 

გული რომ კარგად ვიჯერეთ სროლით უკვე მინდვრის ბოლოს ვიყავით გასულები , და შევთანხმდით რომ ამ ყავას კეთილი მინდორი ვუწოდეთ... 

 

ბოლოს ჩვეული პოზირება გავმართეთ ნადავლთან და გამოვეშურეთ სახლისკენ, უამრავი ემოციით და სიხარულით 

 

ესეც ამ დღის ამსახველი ფოტო მასალა 

 

legion.ge_17L5f7384358d7c7.jpg

 

დაისი ახალქალაქში 

 

 

legion.ge_17L5f738447a3a38.jpg

 

 

ნადავლის დახარისხება : 

 

 

legion.ge_17L5f73845931d49.jpg

 

 

და ბოლოს ძმობის და ერთობის შედეგები : 

 

 

legion.ge_17L5f738476627c4.jpg

 

 

legion.ge_17L5f7384aa3fa15.jpg

 

 

legion.ge_17L5f7384be433f6.jpg

 

 

legion.ge_17L5f7384cdabad9.jpg

 

 

legion.ge_17L5f7384dd72d8f.jpg

 

ამ სურათზე რაჭველა ჩანს უკან ფონზე :) , აი ქვა რომ დევ აი იქ ზუსტად 

 

 

legion.ge_17L5f738502ebb0a.jpg

 

 

legion.ge_17L5f738510b1a6b.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სურათები პატომ .... მობილურით ვწერ და ვერ ვშობი რაცხას 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2586 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
მეტო პახმელიაზე იყო არა რაჭველა?

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6254 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

მეტო პახმელიაზე იყო არა რაჭველა?

 

კიკი წინა საღამოს მაგარი ნაბრძოლი ვიყავი, მაგრამ სამაგიეროდ კახეთი მოვილოცე ჩემს გოგოშკასთან ერთად ^_^ <3

 

მეტო გელი სულმოუთმენლად

 

ვიცი რო მაგრად ინადირეთ

 

ფოტოებიც მოგვაშველე 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3535 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
მეც გავიგე კარგი და წარმატებული გასვლა გქონიათ

ჩამსწორებელი mtiuli_1, 29 September 2020 - 01:46 PM.


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
თემო ჩაინიკა :D 13

თემო ჩაინიკა :D 13

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2573 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia
დაწყებიდან ჩანს რომ კარგი გასვლა გქონიათ აბა ვრლოდები ფოტოებს

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46796 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ინტრიგა უკვე გაჩნდააა


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 915 პოსტი

ბრავო , მაგარი გასვლა გქონიათ , თქვენ რომ დაიძარით დილით მე მაშინ ვიწყებდი დალევას  :DD



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3043 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ყოჩაღ თქვენა  :bravo:  :bravo: .

მშვენიერი გსვლა გამოსულა :good:


დუდუ

LEGION.GE


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46796 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ფოტოებიც ჩაგიყრია. კაი ბიჭი ხარ


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4931 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მწყერუკაც მომენატრა :) 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3535 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
ეჰ კარგია მწყერუკა მაგრამ ჯერ შორია იქამდე :(

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 46796 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მწყერუკაც მომენატრა :)

რაღაცას კი გეტყოდით მაგრამ ...


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4931 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

 

მწყერუკაც მომენატრა :)

რაღაცას კი გეტყოდით მაგრამ ...

 

 

რახან დაიწყე დაასრულე :) 

 

მაგრამ .... 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Burgona

Burgona

    პრეფექტი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1472 პოსტი
  • მისამართი:Saburtalo
  • წარმოშობა:Gagra
მაგარიაა ლომებოო





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?