Jump to content

სურათი

მამები და შვილები ჯავახეთის სტუმრები


ამ თემას აქვს 15 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPip
  • 520 პოსტი

მოგესალმებით მეგობრებო 

მინდა მოგიყვეთ ჩემი გუშინდელი გასვლის შესახებ , გადაწყდა წალკის მიმართულებით გასვლა , შეიკრა ეკიპაჟი და დავიწყეთ მზადება.

თუმცა ძილის წინ ერთმა ჩვენმა მეგობარმა დარეკა და გვაცნობა რომ ვეღარ მოდიოდა , ხოლო დილით გამთენიისას ბიძაჩემმაც დარეკა ფეხი მტკივა ვერ წმოვალო და დავრჩით ეკიპაჟში მამები და შვილები , მე და მამაჩემი და მაქსი და როკო.

დავიძარით თბილისიდან 4 საათისთვის , სასიამოვნო მგზავრობის შემდეგ დაიწყო გათენება , ჩვენც უკვე ვიყავით წალკაში არ მისული ადგილების ძებნა , ცოტა ბოდიალის შემდეგ ქე მივადექით იდეალურ ადგილს სადაც დარწმუნებულები ვიყავით რომ მწყერი იქნებოდა , არც თუ ისე დიდი მინდორი იყო , აი ისეთი ორი სამი კაცი რო გემრიელად ახვალთ ჩამოხვალთ , ამასობაში მზემაც წამოწია თავი და შევედით მინდორში 

 

 

legion.ge_1110L5f5c645aacc13.jpg

 

პირველმა ნაბულმაც არ დააყოვნა , იქვე მეორეც და სადღაც ნახევარ საათში 11 მწყერი ვნახეთ.

ამ მინდორმა რომ ამოწურა თავისი , დავიძარით ისევ წალკისკენ , ისევ წალკასთან არ მისული გვეგულებოდა ერთი ადგილი სადაც ყოველთვის იყო მწყერი , მაშინაც როდესაც სხვაგან არ იყო მანდ 20 ცალი მაინც იჯდა ხოლმე , თუმცა ჩვენდა გასაკვირად აბსოლიტურად ყველა მინდორი აღებული იყო.

შევედით წალკაში იქაც იგივე სიტუაცია , ფართობები სულ აღებული 

გადავინაცვლეთ წინწყაროსკენ , მანდაც იგივე სიტუაცია

 

როცა ამოწურა წალკამ რესურსი გადავწყვიტეთ დრო არ დაგვეკარგა და წავსულიყავით ბოგდანოვკაში , სადაც ბევრი კარგი ადგილი გვეგულებოდა.

40 წუთში ადგილზე ვიყავით , მოვიარეთ ჩვენი ცნობილი ადგილები სადაც მაგარი ნადირობები ყოფილა , ასობით მწყერები თავის დროზე , თუმცა აქაც აღებული ფართობები და ნამკალში 0 მწყერი , მოვიარეთ რასაც ქვია მთელი ბოგდანოვკა და სულ ბოლოში ვიპოვეთ ერთი პატარა მინდორი, შევედით და ერთი 5 ცალი ავკრიფეთ.

 

 

legion.ge_1110L5f5c66d470792.jpg

 

legion.ge_1110L5f5c66e34bc97.jpg

 

 

გადავწყვიტეთ ახალქალაქისკენ გეზის აღება , მამაჩემმა როგორც მოვედით ისე დავბრუნდეთო , მე დაჟინებით ვირზე შევჯექი მეთქი მეორე მხრიდან წავიდეთ უკან რო არ ვიაროთთქო და კი გამოიღო შედეგი , გზასთან რომ მივედით დავინახეთ მაგარი ფართობი , მივედით , მოგვეწონა და შევინახეთ საღამოსთვის რომ უკან გზაზე თუ ვერაფერი აქ მაინც შევიდოდით.

 

 

ჩავედით ახალქალაში , გვეგულებოდა საპერელიოტე ტერიტორიები , თუმცა რომ მივედით არც არაფერი არ დაგვხვდა , სულ აღებული კიარადა მოხნულიც კი.

 

გადავინაცვლეთ სადაც სეზონი გავხსენით იქ , მოტეხილში ისეთ ადგილებში არავინ რო არ ინადირებდა მაგრამ მანდაც იგივე სიტუაცია.....

 

ბოლო აზრი იყო კოთელიაში ასვლა რადგან ეგ ყველაზე მაღლაა და ყოველთვის ბოლოს იღებოდა მანდ ყანები , გზაში პატარა დაგვასველა მაგრამ გეზი იყო აღებული მყარი და შეუცვლელი , მოვიარეთ მთელი კოთელია და მანდაც ყველაფერი აღებული , არც ერთI მინდორი არ იყო დატოვებული ხოლო ნამკალში 0

 

ნუ სხვა გზა აღარ იყო და დავბრუნდით იმ დაჯავშნულ ადგილას 

შევედით მინდორში და დავიწყეთ ნადირობა , სულ არაფერს რო ჯობია ეგრე იყო მწყერი რა , ალბათ ერთი 15 ცალი ვნახეთ , ამასობაშI დაბნელდა , მზემაც დაიწყო დასვლა და მაგ დროს ჩვენც გადავწყვიტეთ ჩაბარგება და წამოსვლა , დარჩენის აზრიც იყო მაგრამ ღამის გათენება მინდორშI დილით 10 მწყერად არ ღირდა და მაინც წამოვედით , ირგვლივ სულ პატრონების ყუთები ეყარა , ჩვენი იქ ყოფნისასაც ორჯერ ჩაგვიარეს მონადირეებმა და ერთი დაბანაკდა კიდეც ღამე.

 

ჯამში რათქმუნდა ვისიამოვნეთ , მუხლი გავშალეთ , მოვიარეთ ყველაფერი ისე რომ მერე არ გვენანა იქ რატო არ მივედით იქნებოდა და აქ რატო არ მივედით , მოვიარეთ ყველლა ბომბა ადგილი , გავიარეთ 600 კილომეტრი ერთ დღეში. ყველაფერი ამ გაკეთებული გზის ბრალია , გაჟუჟეს ყველაფერი , კი ძნელი იყო ადრე 8 საათი რო მიდიოდი 170 კილომეტრს ბოგდანოვკამდე მარა ზატო 100 ცალს რო ნახავდი მაგას ერქვა ნორმალური ნადირობა.

ჯამში 2 კაცმა 2 ძაღლით ვნახეთ 35 პლიუს მინუს , ავიღეთ 15 , დავკარგეთ 8 რაც უცნაური იყო მაგრამ საკმაოდ მაღალ ბალახში იყო ეგ დაკარგულები , 2 დაჭრილი ვერ ვნახეთ , რამდენიმე ან პატარა იყო ან შორს იყო სასრლად და რამდენიმე გავმაზეთ.

 

დღეს ნასიამოვნებმა გავიღვიძეთ დაღლილებმა მაგრამ კარგი გაგებით დაღლილებმა.

მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო :)


ჩამსწორებელი Koka, 12 September 2020 - 10:36 AM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPip
  • 520 პოსტი

5f5c6ce7d36e8_119173241_1245604185782011

 

legion.ge_1110L5f5c6cf908792.jpg

 

 

legion.ge_1110L5f5c6d02a2fc5.jpg

 

 

legion.ge_1110L5f5c6d0e2bc85.jpg

 

 

legion.ge_1110L5f5c6d14ba9a5.jpg

 

 

legion.ge_1110L5f5c6d211b8dd.jpg

 

 

legion.ge_1110L5f5c6d27cf1b0.jpg

 

 

legion.ge_1110L5f5c6d2fd0b60.jpg

 

 

legion.ge_1110L5f5c6d348328a.jpg

 

 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43523 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რეპორტისთვის მადლობა კოკა.

ნადირობა მაინც გამოგსვლია

ინფორმაციები გასათვალისწინებელია.

რაც შეხება აუღებელში შესვლას-კანონმდებლობით საჯარიმო სანქციებია და იარაღის კონფისკაცია სასამართლომდე. 

ისე რა სჯობს მამასთან ეთად სანადიროდ 2 ი დღით გასვლას? მითუმეტეს რომ თქვენი ოთხფეხა მეგობრებიც საოჯახო დინასტია ყოფილა და იქაც მამა -შვილს უზიარებს გამოცდილებას.

კიდევ ერთხელ მადლობა რეპორტისთვის და ინფორმაციისთვის.


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPip
  • 520 პოსტი

მადლობა ბაბუ

მეგობრის ყანებია ეგ ასერომ პატრონისგან ნებართვა გვქონდა  :good:



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 619 პოსტი
კოკა, ძალიან კარგი რეპორტია.
ნადირობა შედგა, მინიმალურად, მაგრამ მაინც !
ძალიან საინტერესო ინფო არის ადგილების შესახებ, რაც გასათვალისწინებელია.

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2203 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

    ბევრი გივლიათ, მაგრამ მაინც გამოგივიდათ ნადირობა,  :good:  :good:  :good:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1561 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

საღოლ კაი იყო, ღმერთმა 100 წელს განადიროთ გვერდიგვერდ :*

ამ სიამოვნებას არაფერი შეედრება...



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5946 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

კოკა საღოლ, ბრავო ძმაო

 

კარგად გივლიათ და საინტერესო და საჭირო ინფო მოგვაწოდე, მეტად გასათვალისწინებელი...

 

კარგები ხართ :*

 

შემდეგი მეტად ბარაქიანი ყოფილიყოს  :ki:  :0025:



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPip
  • 520 პოსტი
დიდი მადლობა ძმებო , მადლობა ასეთი კარგი სიტყვებისთვის.

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
თემო ჩაინიკა :D 13

თემო ჩაინიკა :D 13

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1528 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia
გენაცვალეთ მშვენიერი დტო გიტარებიათ რგერთი და სხვა მრავალი

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43523 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მადლობა ბაბუ

მეგობრის ყანებია ეგ ასერომ პატრონისგან ნებართვა გვქონდა  :good:

უხ შენ შემოგევლე. აი კაი კაცი რომ იყავი კი ვიცოდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ფოტო რომ ვნახე გულზე მომხვდა და კი გამიკვირდა. კოკას როგორ მოუვიდათქო - კი ვიფიქრე....

გაიხარე კოკა დუნდუა. მამუკას მოკითხვა ჩემგან


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43523 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კოკაჯან , მაქსი და როკისთან ამ სეზონზე არ მანადირებ?  ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 533 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი
მშვენიერი რეპორტია მართლა ვისიამოვნე კითხვისას . ყოჩაღ ბევრი კარგი ნადირობები მისურვებია :) ;)

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPip
  • 520 პოსტი

კოკაჯან , მაქსი და როკისთან ამ სეზონზე არ მანადირებ?  ;)


ბაბუ თქვენ თქვით ადგილი და დრო და ვსიო ეგაა ჩათვალეთ მანდ ვართ :)
ამ კვირაში კრასნოდარში ირევა ამინდები და შეილება რამეს წავაწყდეთ.

#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPip
  • 520 პოსტი

მშვენიერი რეპორტია მართლა ვისიამოვნე კითხვისას . ყოჩაღ ბევრი კარგი ნადირობები მისურვებია :) ;)


მადლობა , გაიხარე :) ასევე!





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?