მოკლედ ტრადიციულად ყველას მოგესალმებით და გუშინ დაანონსებული გასვლის შედებებზე გეტყვით 2 სიტყვას.
პირველ რიგში მადლობა ბუთურას რომ უძაღლოდ დარჩენილი მონადირე არ დამტოვა უყურადღებოდ და დაანონსების გარდა დამირეკა და იფიქრა ბერიკაცზეც.
გაიხარე ბუთურ , გაიხარე და უდიდესი მადლობა დღევანდელი ლამაზი დღის ჩუქებისათვის.
მერე მოხდა რაც მოხდა . ჯერ იყო და ვახომ დამირეკა, მერე ყანჩაველმა და ბოლოს ივერიჩებმა. არ დავმალავ და აპოსუმების ყურადღება ძალიან გამიხარდა. ადამიანებთან ერთად თითქმის 1 წელია არ მინადირია და ბუნებრივია ძალიან გამიხარდა მაგრამ უკვე ბუთურას "ბრიგადაში" ჩავეწერე და 2 ფრონტზე ერთდროულად არანაირად არ გამოვიდოდა.