Jump to content

სურათი

დღე იგი საკვირველი და ჟვენთხიანი-ანუ გაამოთ! 2020-2021 ნადირობის სეზონის გახსნა!

ლეგიონი ნადირობის სეზონი 2020-2021 მწყერი

ამ თემას აქვს 61 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti
და იქთუა  დღე იგი  შეკრებისაი მარიამობისთვისა ამას  22 რიცხვსა და ქუდზე კაცნი ლეგიონისაი მუნთქუსვე ეახლნენ ზღუდესა მასსა ისთ-პოინტისასა !!!!!!კახეთს ზარებნი რეკდნენ,. გადამფრენ სარკინოზთა მხედრიონს აეკლო ყვიტ-ყვიტით ველ-მინდორი დიდებული კახეთისაი!.. ჰოი რა ქუში  ჩამოწვა მამულსა ჩვენსასა!
ეჰ დიმიტრი შენგან შოთა და საბა  დადგეს მანამდე არ გეტკინა არაფერი!!! 
მოკლედ ჩემო ფიშტოსროლიებო და თანამეთოფეებო მინდა მოგიყვეთ ეს არნახული გახსნა ნადირობის სეზონისა თუ წყალქვეშა ყვინთვისა ჯერ კარგად ვერ გამიგია!..
როგორც დათქმული იყო შეკრება ისთ-პოინტის ავტოსადგომზე უნდა მომხდარიყო 17-18 საათამდე და გასვლა 18-30საათზე!.. ხო და ქართულმა პუნქტუალობა აქაც მშვენივრად გაართვა თავი და სრულად შევიკრიბეთ ...20 საათზე... ნუ გასვლა აღარ მკითხოთ მაინც არ მახსოვს!!!
ტრადიციისამებრ დაილაშქრა მარკეტი სურსათ-სანოვაგის ასაღებათ და დავიძარით!!.. ბანაკი ჩვენი მეგობრის როლანდ ოქროპირიძის ზიარის ტბები გახლდათ, მადლობა მას მასპინძლობისათვის , ვინაიდან პროგნოზი არასასურველ ამინდს გვიწინასწარმეტყველებდა! 

 

legion.ge_191L5f4295691372c.jpg

 

 

გზა როგორც ყოველ ასეთ ღონისძიებას ახლავს , ხმაურიან- ხალისიანად გავიარეთ .. ჩვენი მეგობა რი კახა გოგიძის მეშვეობით ხარხარი და მუცლის ხელით ჭერა არ მოგკვლებია!
ბანაკისკენ მიმავალთ გზად ჩვენი ფხოველა შემოგვეფეთა  და კიდევ კარგი ,თორემ მგონი თუშეთს მივადგებოდით ისე დაბეჯითებით მივდიოდით, სიბნელეში გზა აგვებნა ! ასე იყო თუ ისე
 მივედით და დაიწყო მონადირეთა ახალი წლის აღსანიშნავი ნადიმისათვის მზადება!მოვემზადეთ და გავამზადეთ კიდეც!.. თამადა ჩვენი ბაბუაჩვენი გახლდათ,რომელიც  თავის ჩვეული სითბოთი და მოფერბით გაუძღვა სუფრას და ჩაგვეხუტ-ჩაგვახუტა კიდევ ერთხელ ერთმანეთს!
ამასობაში დაპირებული პროგნოზი ასრულდა კი არა და გადაამეტა კიდეც მოსალოდნელს და ეჭვქვეშ დამდგარი დილის ნადირობა კიდევ უფრო ეჭვის ქვეშ დააყენა!!!
ინათლა!.. ნელ -ნელა სიჩუმეს შეერია ახლად გამოღვიძებული ნაბახუსევი  და ნადირობას მოწყურებული ლეგიონერების ჩუმი,ფრთხილი და მორიდებული საუბარი! ამინდი ისევ ჭირვეულობდა და ნაწილმა მაინც გავუბედეთ მინდორში შესვლა!.. მოკლედ რამოდენიმე ეკიპაჟი შეიქმნა და დავიყავით! ჩვენი ეკიპაჟი ლაშა ბუთურიშვილის,კახა გოგიძის და თქვენი მონამორჩილით შესდგა, მეორე ეკიპაჟი რომელიც ჩვენს მარშრუტზე წამოვიდა ჩაინიკა, ფარა და კუპრათი  და შევესიეთ არაშენდას მიმდებარე ტერიტორიებს!
გამუდმებით წვიმდა.. უმეტესად კოკისპირულად!..ნადირობის ჟინს რა ვუთხარი თორემ ასეთდროს ნადირიც აფარებს თავს სადმე!.. მთლიანად დავსველდი 2 წუთში, მაგრამ ჯიუტად ვეძიებდით მწყერს! ჩვენი ბუთურას ჯესიმ რამოდენიმეჯერ მოსვენება დაუკარგა მორბენალ მწყერს  და მაინც აიძულა ამოფრენილიყო მოშორებით, და როგორც მოსალოდნელი იყო ვერ ავიყვანეთ!.. ჩემი რინგო კი სრული სტატისტის მდგომარეობაში იყო!.. ის კი არა საცოდავი თვალებით სულ მანქანისკენ იყურებოდა კუდ ამოძუებული!!!..თავსხმამ  უმატა და შეუძლებელი გახადა ნადირობის გაგრძელების იმედიც!!!  ისეთი სველი ვიყავით წვეთები ბარიერსაც კი ვერ იძენდნენ ჩვენი სახით,.. პირდაპირ გვერწყმოდენ, სიარულისას წყალი ,,ვალინკებიდან“ ნიკაპში მასხავდა!!!გადაწყდა საგარეჯოში სასტუმროში დაბრუნება და ცოტა აზრზე მოსვლა!! :0051:
იქ მისულებს უკვე ჟრიამული დაგხვდა !,, ნაწილის ნაბახუსევს მკურნალობდა ნაწილი საცურაო აუზში მხიარულობდა, განსაკუთრებით ჩვენი მეტოს,ელიზების და მთიულის ძალიან საყვარელი და არზრდილი შვილები! აბა სხვა რა უნდა ექნათ?!
ჰოდაა ჩვენც რაღა უნდა გვექნა?1.. ავდექით და დავიწყეთ ბახუსზე ნადირობა!!! პირადად თქვენი მონამორჩილი კარი რამეთ გამოიყეყა ლუდით, ზოგი მოსასვენებლად წავიდა ზოგი კვლავ უტევდით ბახუსს!დრო უნდა მოგვეკლა საღამოს ბანკეტისათვის!.. წვიმა გაგიჟდა და ცოტა ხანში გვაუწყეს რომ რესტორანი სადაც ბანკეტი უნდა ყოფილიყო წყალი შევარდა და დაიტბორა!..

 

legion.ge_191L5f429538a2e31.jpg

 

 

legion.ge_191L5f429544ec2a5.jpg

 

 

ხოდა სათუოდ დამდგარმა  ბანკეტმა მაიძულა კიდევ ორი კათხა გადამეხარხალა საკუთარ გვამში!!!... მარა ლეგიონი მაგის ბიჭია?.. სასწრაფოთ შეიქმნა კრიზისების მართვის საბჭო(ოღონდ გახარია არაფერ შუაშია) და ადგილმონაცვლოება გაუკეთდა ბანკეტის რესტორანს!.. ეს სიხარული არ გვეკმარა და.. კარი კნიაზ მაღალაშვილმა შემოაღო ერთი ბოთლი ვისკითა და ბეევრი ლიტრი .......ლუდით!.. :0034:  ღმერთო გადამარჩინე..ნეტა ბანკეტს მივუსწრებ?!!!! :0062:
მოკლედ კიდეც მივუსწარი და  სასიამოვნო და სასიხარულო სურპრიზიც მომიწყეეს!.. სუფრის თამადამ ჩეროკების ბელადმა თავის ბოხი ხმით მამცნო  ლეგიონის სრულუფლებიანი წევრობა ,დავდე ფიცი ( საიდუმლოა და +18) და მივიღე მილოცვები!!!
 მოკლედ წვიმიანად თუმცა სასიამოვნოდ გატარებული წუთებით გაიხსნა სეზონი! ღმერთმა დაგლოცოთ და გიდღეგძელოდ ოჯახები! მადლობელი ვარ ყველაფრისათვის და მომავალი ნადირობები ბევრი სასიამოვნო წუთებითა და შედეგიანიად დაქუხებული ფიშტოთი აგვეღნიშნოს!
გკოცნით და გეხვევით!

 

legion.ge_191L5f4292aa6b339.jpg

 

legion.ge_191L5f4293a61cab2.jpg

 

 

legion.ge_191L5f4293b560223.jpg

 

 

legion.ge_191L5f4293c1e0f13.jpg

 

 

legion.ge_191L5f4293d104212.jpg

 

 

legion.ge_191L5f4293d83de8e.jpg

 

 

legion.ge_191L5f4293f25d14c.jpg

 

 

legion.ge_191L5f4293fe7cb4c.jpg

 

 

legion.ge_191L5f429408f34ed.jpg

 

 

legion.ge_191L5f429436cf486.jpg

 

 

legion.ge_191L5f42944822d98.jpg

 

 

legion.ge_191L5f429454e3ba6.jpg

 

 

legion.ge_191L5f42947b147fe.jpg

 

 

legion.ge_191L5f42948e35af5.jpg

 

legion.ge_191L5f4294f8ee676.jpg

 

 

legion.ge_191L5f4295044d4e8.jpg

 

legion.ge_191L5f4295ad4ca95.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


ჩამსწორებელი dima71, 23 August 2020 - 08:29 PM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

თუ რამე სურათები გაქვთ მიამათეთ!.. მე აღარ მატვირთინებს


ჩამსწორებელი dima71, 23 August 2020 - 09:24 PM.


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

ვა აა.. ახლა ბაბუმ კარგი სურატები გადმომიგზვნა მაგრამ ვერ ვტვირტავ სამწუხაროდ!



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქიტო

ქიტო

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 136 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:ხაშური
დაუვიწყარი დღე იყო დიდება უფალს რო თქვენი თავი გამაცნო

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქიტო

ქიტო

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 136 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:ხაშური
legion.ge_13365f42afbb61f5f.jpg

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქიტო

ქიტო

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 136 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:ხაშური
legion.ge_13365f42afd031d3f.jpglegion.ge_13365f42afe705923.jpg

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქიტო

ქიტო

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 136 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:ხაშური
legion.ge_13365f42b00228b1f.jpglegion.ge_13365f42b01a06218.jpg

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქიტო

ქიტო

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 136 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:ხაშური
legion.ge_13365f42b04097a08.jpg

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქიტო

ქიტო

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 136 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:ხაშური
legion.ge_13365f42b071c381e.jpglegion.ge_13365f42b0937290c.jpg

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქიტო

ქიტო

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 136 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:ხაშური
legion.ge_13365f42b071c381e.jpglegion.ge_13365f42b04097a08.jpg

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2150 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი
გენაცვალეთ ძმებო. სულ ასეთი და ამაზე გემრიელი და კაი დღეები გქონებოდეთ. გილოცავთ

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
დიმა მალადეც ძმაო, კარგი გემრიელი რეპორტი გამოაცხე. მადლობა ყველას ამ ლამაზი დროს გატარებისთვის, ყველაფერმა კარგათ, გემრიელად და ლამაზად ჩაიარა.

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაი


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
legion.ge_2085f42bb40abb77.jpeg

#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
legion.ge_2085f42bb67733a7.jpeg





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?