გუშინ სპონტანურად დავგეგმეთ შარახევში სათევზაოდ წასვლა, უფრო დაზვერვითი ხასიათის გასვლით გამოირჩეოდა ვიდრე თევზაობა, ხო და ბუთურამ და ბურგონამ მომაკითხეს...
ჩავლაგდით, ჩავბარგდით და გავეშურეთ კაი შუადღეს გადაცილებულზე...
მანქანით ავედით სადამდეც გზამ მოგვცა საშუალება, შემდგომ გავუყევით ფეხით... შედეგი გვქონდა 0.
კალმახის 1 გამოსვლა არ ყოფილა სამწუხაროდ, არც ზემო და არც ქვემო დოკეულაზე...
თევზაობის ფოტოები არ გვაქ, (მანქანაში დავტოვეთ ტელეფონები).
ჩამოვედით ხელმოცარულები ფაცხასთან, ბიჭებმა კამერებს მიხედეს, მე სამზარეულოს....
მანამდე მოვასწარი პოზიორობა ლეგიონის 1 ნომერთან...
ამასობაში სახელდახელოდ წაღებული მსუბუქი საკვები გავშალეთ და ....
რატომღაც არც ფაცხამ და არც სახლმა მიგვიზიდა და მაინც გარეთ დავსხედით
უცებ მოგვინდა საქეიფო ლოკაციის შეცვლა და.... 2 წუთში აივანი ავაშენეთ
გადავედით აივანზე და....
ვლოცეთ ყველა ამვლელ ჩამვლელი, მეგობრები, ოჯახები, წასულები....
და ამ დროს ბუთურამ ამოიზუზუნა მაგდა მომენატრაო, სიტყვა დამთავრებული არ ქონდა, გზის ანგელოზები დავლოცეთ და გავუდექით ახმეტის გზას.....
11 საათზე ჩავედით, მათი შეხვედრა ულამაზესი სანახავი იყო, ამის აღწერას ვერ შევძლებ ნამდვილად...
დაგხვდნენ ჩაგვეხუტნენ, 1 სიტყვით ძალიან დიდი პატივი გვცეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩასვლაში არ ჩაგვითვალეს წუხანდელი ვიზიტი ამიტომ განმეორებას შევპირდით...
ღამის 3 საათამდე ვიომეთ, დილიოს 7 ზე ავდექით და გამოვუყევით დედაქალაქის გზას.....
1 სიტყვით სულ ეს იყო...
პ.ს. ცოტა თავი მტკივა და თუ რამე ვერ დავწერე კარგად ან გამომრჩა ბიჭები დაამატებენ....