მოგესალმებით
2020 წლის მაისიც დადგა და 17 ში გადავწყვიტე გავსულიყავი სათევზაოდ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე გადავწყვიტე სიონის ტბა. სანის არჩევანი იყო კარვებით გასვლა , მაგრამ რა ვუთხარი ამ კომენდანტის საათის, ბავშვს სურვილი ჰქონდა კარვებით მაგრამ გამოვიდა უკარვოდ და 1 დღით გასვლა.
შაბათს მოვემზადეთ და კვირას გავედით.
ჩასვლისთანავე სანი ემოციებს ვერ მალავდა , ტან თავისი ახალი ტირის თოფიც წამოიღო მე ვინადირებ თქვენ ითევზავეთო. (ნეტა მეც მენადირა)
ჩასულებს კარგი სიურპრიზი დაგვხვდა უამრავი მეთევზე, ვიფიქრეთ არიქა თევზი მოაწყდებათქო . ივერიჩები წინა დღით იმუქრებოდნენ ფიდერით იმდენი თევზი უნდა დავიჭიროთო რომ გავასებთ სადოკსო.
მოკლედ დავბანაკდი და დავიწყეთ თევზაობა, გავშალეთ ანკესები , და გავისროლეთ , დილა ყავით გემრიელად დაიწყო. (ყავის უხვი მარაგი გვქონდა) , აღმოჩნდა რომ ყავა და ლუდი საერთოდ არ არის ცუდი...
ე.წ. კლიოვი არ იყო რასაც ამართლებდა ამინდიც , ქარი ხელს გვშლიდა.
რამოდენიმე კარჩხანა დავიჭირეთ , და აღმოჩნდა რომ რაჭველა ყველაზე მაგარი ფიდერისტია ... კარგი 4 ცალი მოზრდილი კარჩხანა ამოაგდო