Jump to content


ამ თემას აქვს 16 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43522 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თქვენის ნებართვით თემას გავაგრძელებ...

 

 

 

DSC00993.jpg

ეს G22 ჯერ კიდევ არ არის დაშლილი გასაწმენდად. ჯერ იშლება მრავალკომპონენტიანი პლასტმასის კორპუსი და შემდეგ ქვედა ჩარჩო და ლულის კოლოფი. დეტალების რაოდენობა არის ძალიან დიდი. მათი დაკარგვა რეალურია.

მორიგი შეკითხვა: ხე თუ პლასტმასა? ცალსახად პლასტმასის კონდახი იქნება საუკეთესო არჩევანი. .22 იარაღიდან ბევრის ისვრიან და ბევრს დაათრევენ იქით აქით, ბევრსაც ათხოვებენ სასროლად. რა დამავიწყებს მე იმ მომენტს როდესაც ერთმა …. ჩემი ახალთ-ახალი ТОЗ 78 გაჭედა რკინის ღობეში იმისთვის, რომ უფრო სტაბილურად დაემიზნებინა. შედეგი კი იყო რამდენიმე ძალიან ღრმა ნაკაწრი ხის კონდახზე, რამაც კიდე უფრო დააჩქარა ამ კონდახის გადაკეთება. არ ვდაობ, ხის კონდახი ძალიან ლამაზია, მაგრამ როგორც წესი მცირეკალიბრიან იარაღზე არ ხარჯავენ  ხის ძვირფასი ნედლეულის მარაგებს, ხოლო პლასტმასის კონდახის რემონტი, აღდგენა და განახლება არის გაცილებით ადვილი და როგორც წესი არ ითხოვს პროფესიონალის ჩარევას. პლასტმასა ადვილად წებდება, იღებება. ამას ყველაფერს შეძლებს ნებისმიერი. ასევე პლასტმასას არ ეშინია წყლის, საწმენდი სითხეების და ყინვის. არც დრო მას არ აკლებს არაფერს.

მცირეკალიბრიან იარაღს უნდა ქონდეს მექანიკური სამიზნე მოწყობილობები და სამგრი, რომელიც უზრუნველყოფს ოპტიკის მონტაჟს. მექანიკური სამიზნეები (ე.წ “რკინები”) საჭიროა იმიტომ, რომ როგორც წესი ბიუჯეტურ იარაღზე ყენდება ბიუჯეტური ოპტიკა, რომელიც შესაძლებელია მწყობრიდან გამოვიდეს. რამდენად გჭირდებათ ოპტიკა ეს თქვენი გადასაწყვეტია, იმ მანძილებზე რა მანძილებზეც გამოიყენება .22 “რკინებიც” გეყოფათ მაგრამ უდაოდ ოპტიკა აადვილებს სროლას, ზრდის სიზუსტეს და იძლევა საშუალბას სამიზნის უკეთ ამოცნობის. ამავე დროს ერთ ერთი საუკეთესო შედეგები სიზუსტის მხრივ მიღწეული მაქვს ТОЗ-8-ით, ზედ დაყენებული სპორტული დიოპტრიული სამიზნით. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ არც ძვირადღირებული ოპტიკური სამიზნეები არასდროს არ გამომიყენებია და ძალიან კარგ შედეგებს ვიღებდი იაფი Tasco-თი და Konus-ით. გაითვალისწინეთ, რომ ეს ოპტიკა არის ლატარეა და გამოდგომაზეა. თუ ჩაგივარდათ ხელში კარგი მუშა ოპტიკური სამიზნე ის კარგად გემსახურებათ, მაგრამ ბევრიც მინახია, რომელიც არ იძლეოდა იარაღის გასწორების საშუალებას დეფექტების გამო შესწორებების შეყვანის მექანიზმში. ამის გამო იარაღის გასწორების შემდეგ მე შესწორებები შემქონდა დამიზნებით და არა დოლურების ტრიალით.


legion.ge-82-1553250819.jpg


#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1288 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი

მშვენიერი კალიბრია, ''იაფი და იორღა'' როგორც იტყვიან :D ჯერ ცოტა დიდი კალიბი მაქვს გულში მარამ ამსაც შევიზენ, მარლინი მომწონს ძალიან, ნახვრდ ავტომატურია. ფასიც მისაღებია, ოპტიკაც ყენდება და ტყიებიც იაფია. ჩასაფრებით ქედანზე სანადიროდ მგონი რომ კარგი იქნება, ასევე სარველა ცხოველუკბის გასამწარებლად :D







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?