Monday, July 30th, 2018
რამდენიმე წლის წინ მე მომივიდა პატარა შემთხვევა, რომელმაც გარკვეულწილად შეცვალა ჩემი შეხედულებები იმაზე თუ როგორი უნდა იყოს დანა “ყოველდღიური ტარებისთვის”. მოხდა კიდე შემდეგი, სამსახურის პიკაპით ვტრიალდებოდი ეზოში და გამომდინარე იქიდან რომ მანქანის გაბარიტებს შეჩვეული არ ვიყავი, ვერ დავინახე ასფალტის პატარა გორაკი და წამოვდე მას უკანა ბამბერი. მანქანამ არ მიიღო დაზიანება მაგრამ ჩამოძვრა სანომრე ნიშანი, რომელიც პირდაპირ პლასტმასის ბამპერზე იყო დამაგრებული. საჭირო გახდა ორი ხრახნით სანომრე ნიშნის უკან თავის ადგილას დაყენება. მანქანში მე მქონდა ორი დანა, Kershaw Secret Agent და SOG Topo Meridian. ორივე აღმოჩნდა გამოუსადეგარი ამ დავალებისთვის და მიშველა იმან, რომ თან მქონდა პირადი მანქანის გასაღები და ზედ მინიატურული “ვიქტორინოქსი”, რომელსაც არა ერთი არამედ ორი სახრახნისი ქონდა.
როგორ აღმოჩნდა ისე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ამდენი დანა (ამ მომენტში დაახლოებით 20 ცალი) ყველაზე ხშირად გამოყენებული რჩება მინიატურული “ვიქტორინოქსი”? ალბათ იმიტომ რომ თუ თქვენი საქმიანობა პირდაპირ არ უკავშირდება დანით მუშაობას, რეალურად ქალაქის პირობებში ჯადოსნური ფოლადები რომლებიც არ ბლაგვდება (ბლაგვდება, მართალია ცოტათი უფრო გვიან, მაგრამ გალესვა ასეთი ფოლადისგან დამზადებული პირის მერე ხდება ტანჯვა) , სუპერ გამძლე პირის საკეტები/ფიქსატორები და საკეტების საკეტები (ჩემ СRKT Сasper-ზე ორი საკეტია) კარგავენ თავის აზრს და ასეთი დანა ხდება სხვა არაფერი თუ არა სათამაშო, აქსესუარი, რომელსაც უბრალოდ ვერ იყენებთ.
რამდენადაც მე არ უნდა მიყვარდეს “ვიქტორინოქსები” უმეტესობას თუ არა ყველა საშუალო და პატარა ზომის დანებს აკლია პირის ფიქსატორი რაც გამოუსადეგარს ხდის მათ მაგალითად თავდაცვით სცენარებში გამოყენებისგან. დიდი შვეიცარული დანები აღჭურვილია ფიქსატორებით, მაგრამ სატარებლად ისეთი კომფორტულები აღარ არიან.
Victorinox Hunter XT არის ძალიან კარგი ზომის, გააჩნია ადვილად გასახსნელი პირი ფიქსტორით მაგრამ არ გააჩნია არც ერთი ბრტყელი სახრახნისი. ორი ხერხიც ზედმეტია და ქალაქის პირობებში არაფერში არ გამოგადგებათ.
ჩემი მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ ალბათ დანა, რომელიც იქნებოდა გამოსადეგი თავდაცვისთვის და ამავე დროს ექნება გარკვეული უტილიტარული ფუნქციები იქნებოდა “must have” აქსესუარი ნებისმიერი ადამიანისთვის თუნდაც იმისთვის ვინც ცხოვრობს ქალაქში. ასეთი “ჰიბრიდი” ასევე უნდა იყოს საკმარისად პატარა მისი ყოველდიური კომფორტული ტარებისთვის. გასაგებია რომ სპეიცაილიზირებული ინსტრუმენტი იქნება უფრო გამოსადეგი იმ კოკრეტულ ფუნქციაში, რომლისთვისაც ის არის შექმნილი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ადამიანს არ აქვს საშუალება თან იქონიოს რამდენიმე ინსტრუმენტი ამიტომ საჭიროა ერთი და უნივერსალური.
ასეთი ჰიბრიდები პრინციპში არსებობდა და არსებობს უბრალოდ მათი რაოდენობა ყოველთვის იყო ძალიან მცირე. მაგალითად Leatherman-ის E33/55 სერიის დანები. ერგონომიული ტარით, სრულფასოვანი პირით, ფიქსატორით და ამავე დროს სახრახნისებით და კარაბინით, ერთგვარი ტრადიციული დასაკეცი დანის და “მულტი-ინსტრუმენტის” ჰიბრიდი. სამწუხაროდ ამ დანების წარმოება ეხლა შეწყვეტილია.