ბერდანა- берданка
ალბათ ბევრს სმენია ეს სახელი_,,ბერდანკა"(განსაკუთრებით უფროსი თაობის ფორუმელებს). ბერდანკა არის ხრახნილიცა და გლუვიც, თუმცა არ უნდა აგვერიოს მოსინის კუთხვილლულიანის გადაკეთების შედეგად მიღებულ გლუვ ცალულიანში...
ბერდანა გახლდათ საბრძოლო იარაღი, ხოლო მის ბაზაზე და მისივე გადაკეთებით შექმნილი სანადირო იარაღი ბევრ ძველი თაობის მონადირეს ახსოვს. პირველად რუსეთში ამ დასახელების თოფი გამოჩნდა 1870 წელს...
ცოტა რამ ისტორიიდან:
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთის არმიის შეიარაღებაში არსებული თოფებისათვის(15,24 მმ ყალიბი) შემოიღეს ლითონის მასრები, რამაც გამოიწვია საბრძოლო მასალების დამძიმება(ძნელია ჯარისკაცისათვის ,,მეტი" ტვირთის თრევა). დადგა სიმძიმის შემცირების ამოცანა, რაც ყალიბის შემცირებისაკენ უბიძგებდა ხელმძღვანელობას.
პოლკოვნიკი გორლოვი და კაპიტანი გუნიუსი მივლინებულ იქნენ აშშ-ში, რათა გამოეცადათ სხვადასხვა თოფები. გამოცდებმა ცხადყო, რომ რუსეთის არმიისათვის ყველაზე ოპტიმალური იყო ამერიკელი პოლკოვნიკი ბერდანის სისტემის თოფები.
მივლინებულმა რუსმა სამხედროებმა კონსტრუქტორ ბერდანის ხელმძღვანელობით გააგრძელეს მხოლოდ ამ სისტემის თოფების გამოცდა და დახვეწა: ყალიბი შეამცირეს 11,43მმ-დან 10,67მმ-მდე და რეკომენდაცია დაწერეს რუსეთის გენერალიტეტის სახელზე_ ამ სახით მიეღოთ შეიარაღებაში.
ამავე დროს პოლკოვნიკ-კონსტრუქტორმა ბერდანმა რუსეთის სამხედრო სამინისტროს წარუდგინა თოფის ახალი ნიმუში, რომელსაც გასწვრივ მოძრავი საკეტი ჰწონდა(წინასწარმა მისროლებმაც კარგი შედეგი აჩვენა). გადაწყდა, რომ შეიარღებაში მიეღოთ ახალი კონსტრუქცია, რომელსაც ,,ბერდანა-2" ეწოდა(პირველს ,,ბერდანა-1" ერქვა).
პირველად ბერდანა N2 ინგლისში, ბირმინჰემში იწარმოებოდა, მოგვიანებით კი რუსებმაც დაიწყეს მისი გამოშვება თავიანთ ქარხნებში. მოდიფიკაციებია(მოდელის ფარგლებში): ქვეითთა, კავალერიის, დრაგუნთა, კაზაკთა. ისინი განხსვავდებიან ლულის სიგრძით, წონით, კონდახის ფორმითა და სასხლეტით.
ორთავე მოდელის ვაზნა იდენტურია: ყალიბი 10,67 მმ; წონა 39,24 გ; გულას წონა 24,0 გ; დენთი 5,07 გ(ბოლიანი); ტყვიის საწყისი სიჩქარე 437 მ/წმ.
ბერდანა N2-ის 100 მეტრში მისროლისას ტყვიები ლაგდება 18 სმ დიამეტრში.
ბერდანის სანადირო ვერსიები გამოვიდა იმ დროს, როცა რუსებმა შეიარაღებაში ბერდანის მოსინით ჩანაცვლება დაიწყეს... 1885 წლიდან რუსეთის ქარხნებმა დაიწყეს ბერდანა N2-ის კუთხვილლულიანი სანადირო თოფების გამოშვება, მხოლოდ იმ პირობით, რომ სანადიროები საბრძოლო ვაზნებს ვერ გადაამუშავებდნენ(ყალიბები 8,13; 9,65; 10,16; 11,18მმ).
გარდა ხრახნილლულიანებისა ბერდანა-2-ის ბაზაზე ტულა და იჟევსკი უშვებდა 1891 წლიდან 12, 16, 20, 24, 28 და 32 ყალიბის გლუვლულიანებს. სწორედ ამ თოფებს უწოდებდნენ ,,ბერდენკებს"
გარდა სახელმწიფო საწარმოებისა ბერდანა-2-ის გადაკეთებას აწარმოებდნენ ცალკეული ოსტატები. მაგალითად, ვინმე პეტროვი მომხმარებელს თავაზობდა გლუვლულიან ბერდანა-22-ს და ხრახნილლულიანის 5 სხვადასხვა მოდიფიკაციას.
სურათზე:
1) ბერდანის პირველი ვარიანტი(,,ბერდანა-1");
2)ბერდანას მეორე ვარიანტი(,,ბერდანა-2");
3) 20 ყალიბის გლუვლულიანი ბერდანა-2-ის გადაკეთებული ვარიანტი; 1914 წლის გამოშვება;
4) 16 ყალიბის გლუვლულიანი ბერდანა-2-ის გადაკეთებული ვარიანტი; 1917 წლის გამოშვება;
წყარო:კლ მონადირე
ავტ გურულო