http://shooterscentral.ge/?cat=21 VL-Tactical – დამზადებული საქართველოში
Monday, February 18th, 2019
ჩემი პირველი ნაცნობობა ვლადიმერ ლობჟანიძესთან შედგა ალბათ დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ერთ-ერთ კარგად ცნობილ სავაჭრო ვებ-საიტ mymarket-ზე წავაწყდი განცხადებას კაიდექსის ბუდის გაყიდვაზე. როგორც მივხდი ეს ბუდე იყო აქ ადგილზე, საქართველოში დამზადებული. ფასიც კარგი იყო, თუ არ ვცდები 35 ლარი. შედარებისთვის, ყველაზე იაფი კაიდექსის ბუდე “ამაზონზე” მაშინ ღირდა 28-30 დოლარი. ფასში სხვაობა სოლიდური იყო და ბუნებრივია პირველი რასაც კაცი იფიქრებდი, რომ ეს ბუდე ვერ შეედრებოდა “ბლეიდტექის” ან თუნდაც “ფობუსის” პროდუქციას. მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. უკვე მაშინ ჩემთვის ასე თუ ისე ცნობილი იყო მასალა კაიდექსიც და ის ფაქტიც, რომ პრონციპში თუ ხელები სწორი ადგილიდან გეზრდება კარგი კაიდექსის ბუდის გაკეთება არ წარმოადგენდა რაიმე განსაკუთრებულად რთულ დავალებას თუნდაც სახლის პირობებში. ჩემი მეგობარი უკვე ექსპერიმენტირებდა ამ მასალასთან და მე მქონდა მის მიერ დამზადებული ე.წ. “ტრიგერ ჰოლსტერი” ჩემი გლოკისთვის, რომელიც მშვენივრად ასრულებდა თავის ფუნქციას, თუმცა რა თქმა უნდა ისე სუფთად არ იყო შესრულებლი, როგორც მსხვილი მწარმოებლის პროდუქცია მაგრამ კაიდექსისი პროდუქციაში ყველაზე ბოლოს უნდა ეძებო ესთეტიკა, ფუნქციონალურობა მაინც არის ყველაზე მთავარი. მასალა სახელწოდებით კაიდექსი ცნობილია არც მეტი არც ნაკლები 1965 წლიდან და შექმნილი იყო სამგზავრო თვითმფრინავების ინტერიერის მოსაწყობად. შემდეგ უკვე მისი გამოყენების სფეროები გაიზარდა და ამათ შორის მისი გამოყენება დაიწყო სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობის დასამაზადებლად. კაიდექსის მთავარი თვისება არის ის რომ მისი გახურების შემდეგ შესაძლებელია მისთვის ადვილად ნებისმიერი ფორმის მიცემა.
პირველი კაიდექსის ბუდეები ასევე არ გამოირჩეოდნენ ესთეტიურობით, მაგრამ სთავაზობდნენ ისეთ თვსებებს რაც არ გააჩნდა, ტყავის და ნაჭრის ბუდეებს.
ასე მაიმარკეტზე ნაყიდი ბუდით, რომელიც გათვლილი იყო გლოკ 26-ზე მე იმდენად კმაყოფილი დავრჩი, რომ ეგრევე მივუძღვენი ერთ-ერთი პირველი ჩემი ვიდეო მიმოხილვა, სადაც მათ შორის გამოვხატე სიხარული, იმ ფაქტით რომ ვიღაცა საქართველოში მიუდგა ამ საკითხს ასე საფუძვლიანად. იმიტომ, რომ მანამდე საქართველოში ბუდეების ასორტიმენტი იყო უკიდურესად მწირი და თუ მოდელი იარაღის ნაკლებად გავრცელებულია ჩვენ ქვეყანაში, მისთვის ნორმალური ბუდის აქ ადგილზე შეძენა იქნება შეუძლებელი. ხოლო შეკვეთა სარისკოა, იმიტომ რომ მილიონი წვრილმანის გამო ბუდე შეიძლება უბრალოდ არ გამოგადგეთ. ჩვენი თანამშრომლობა ვოვასთან გაგრძელდა და შემდგომ მე გამიჩნდა შესაძლებლობა მისთვის შემეკვეთა აღჭურვილობის სხვა ელემენტები შექმნილი უშუალოდ ჩემ მოთხოვნების გათვალისწინებით.
VL Tactical-ის ერთ-ერთი პირველი ბუდე. საქამრე კლიფსის დიდი კუთხის გამო არსებობდა მცირე შეასაძლებლობა რომ თუ ქამარი არ იყო ზუსტად კლიფსიზ ზომაზე მორგებული ის ამოძვრებოდა. უფრო ახალ მოდელებზე ეს უკვე გამოსწორდა. კლიფსების რამდენიმე ზომა არსებობს და არასდროს არ დაგავიწყდეთ, რომ ბუდე და ქამარი უნდა ერთმანეთს ერგებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლიფს არ მუშვებს საიმედოთ, ხოლო საქამრეებით აღჭურვილი ბუდე არ იქნება ზედ საიმედოთ დაფიქისრებული.
შემდეგი ჩვენი ერთობლივი პროექტი იყო პაუჩები 30 ვაზნიან მჭიდებზე. ასეთი ქამარზე დასამგრებელი პაუჩები კარგი არის იმიტომ, რომ გაძლევთ საშუალება ატაროთ სათადარიგო მჭიდები ფარულად, ქამარზე, სამოქალაქო ტანსაცმლით. არ არის საჭირო სპეციალური ჟილეტი, პლეიტ კერიერი ან მჭიდების ჯიბეებში ჩალაგება. მე ხშირად ვხედავ, რომ ბევრს უყვარს რენჯზე ყოფნა სრულ ტაქტიკურ აღღჭირვილობაში, მაგრამ რეალობა ის არის, რომ თუ რომელიმე სამხედრო ან პოლიციური შენაერთის წევრი არ ხართ, ასეთი არჭურვილობის ტარების საშუალება მოგეცემათ მარტო სრულმასშტაბიანი ომის პირობებშიც და ამ შემთხვევაშიც მწარე გამოცდილება გვასწავლის რომ კარგი “რაზგრუზკის” გამო შეიძლება ტყვია ზურგში მოგხვდეთ. ამიტომ რაიმე ლოკალური კონფლიქტის, დაძაბულობის ან არეულობის პირობებში “დაბალი პროფილის” შენარჩუნება იქნება უმჯობესი. სწორედ ამიტომ სამოქალაქო პირებმა უნდა სერიოზულად განიხილონ შესაძლებლობა იქონიონ თან ძირითადი და მეორადი იარაღი + დამატებითი საბრძოლო კომპლექტი და აფთიაქი, ისე რომ გარედან ეს ყველაფერი არ იქცევდეს ყურადღებას. სწორედ მაშინ პირველ ადგილზე გამოდის კაიდექსის აღჭურვილობა, მორგებული თქვენზე, თან თუ ეს ყველაფერი არ დაჯდება ძვირი, მთლად უკეთესი.
რამდენიმე ვარიანტი ქამარზე გასაკეთებელი STANAG მჭიდის პაუჩები. მარცხნიდან მარჯვნივ, პირველი პროტოტიპი, მეორე პროტოტიპი, და ვარიანტი დამზადებული უშუალოდ ჩემთვის, არასტანდარტული საქამრეებით (გათვლილი ტყავის განიერ ქამარზე) და ქამარზე დამაგრების სიმაღლის რეგულირების შესაძლებლობით. შეიძლება არჩევანის გაკეთება აღჭურვილობაზე ფიქსირების მეთოდის. ეს შეიძლება იყოს კაუჭი (“კლიფსა”), ფიქსირებული საღვედეები, “ტექ-ლოკი”, MOLLE-ზე დასაყენებლი და ასე შემდეგ.
კაიდექსს, ბოლტარონს და სხვა ანალოგიურ მასალებს გარდა ბევრი პლიუსისა აქვს ერთი მინუსი. იარაღის დაფარვამ, პლასტამსასთან ხშირი კონტაქტის გამო შეიძლება დაიწყოს ცვეთა. ბუდეში დებისგან დაფარვას არაფრი არ მოუვა, მაგრამ რეგულარული ვარჯიში იარაღის ამოღებაში დამიჯერეთ ეგრევე დაეტყობა იარაღს. გამოსავალი არის კაიდექსის ბუდე, რომელსაც შიგნიდან აქვს დაკრული რბილი ტყავი. ასეთი ბუდეები ითავსებენ კაიდექსის გამძლეობას და ამავე დროს საერთოდ არ ცვითავენ იარაღის დაფრვას. რა თქმა უნდა ასეთი ბუდეები ცოტათი მეტი ღირს მაგრამ სხვაობა არ არის დიდი. როგორც წესი ასეთი ბუდე გათვლილი დიდი იარაღზე ჯდება 10 ლარით მეტი, ხოლო გათვლილი პატარა იარაღზე სულ რაღაც 5 ლარით მეტი. შთამბეჭდავია სია მოდელების, რომლებზეც შესაძლებელია ბუდის დამზადება იარაღის მიტანის აუცილებლობის გარეშე, ეს არის პრაქტიკულად ყველა გლოკის მოდელი, “მაკაროვი”, HS9, ასევე “ბერეტას”, “ზიგ ზაუერის”, “ხეკლერ&კოხის” პოპულარული მოდელები და სხვა იარაღები, სულ 40-მდე დასახელება. თუ არის შესაძლებლობა მიუტანოთ იარაღი, მაშინ ბუდე დამზადდება უშუალოდ მისი გამოყენებით.
ბუდეების დამზადებისთვის გამოიყნება საკმაოდ ძვირადღირებული ყალიბები რომლებიც ზუსტად იმეორებენ რეალური იარაღის ფორმებს და გაბარიტებს.
ჩამსწორებელი babu, 08 April 2020 - 12:23 PM.