Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

http://shooterscentral.ge/?cat=21   VL-Tactical – დამზადებული საქართველოში

Monday, February 18th, 2019

ჩემი პირველი ნაცნობობა ვლადიმერ ლობჟანიძესთან შედგა ალბათ დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ერთ-ერთ კარგად ცნობილ სავაჭრო ვებ-საიტ mymarket-ზე წავაწყდი განცხადებას კაიდექსის ბუდის გაყიდვაზე. როგორც მივხდი ეს ბუდე იყო აქ ადგილზე, საქართველოში დამზადებული. ფასიც კარგი იყო, თუ არ ვცდები 35 ლარი. შედარებისთვის, ყველაზე იაფი კაიდექსის ბუდე “ამაზონზე” მაშინ ღირდა 28-30 დოლარი. ფასში სხვაობა სოლიდური იყო და ბუნებრივია პირველი რასაც კაცი იფიქრებდი, რომ ეს ბუდე ვერ შეედრებოდა “ბლეიდტექის” ან  თუნდაც “ფობუსის” პროდუქციას. მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. უკვე მაშინ ჩემთვის ასე თუ ისე ცნობილი იყო მასალა კაიდექსიც და ის ფაქტიც, რომ პრონციპში თუ ხელები სწორი ადგილიდან გეზრდება კარგი კაიდექსის ბუდის გაკეთება არ წარმოადგენდა რაიმე განსაკუთრებულად რთულ დავალებას თუნდაც სახლის პირობებში. ჩემი მეგობარი უკვე ექსპერიმენტირებდა ამ მასალასთან და მე მქონდა მის მიერ დამზადებული  ე.წ.  “ტრიგერ ჰოლსტერი” ჩემი გლოკისთვის, რომელიც მშვენივრად ასრულებდა თავის ფუნქციას, თუმცა რა თქმა უნდა ისე სუფთად არ იყო შესრულებლი, როგორც მსხვილი მწარმოებლის პროდუქცია მაგრამ კაიდექსისი პროდუქციაში ყველაზე ბოლოს უნდა ეძებო ესთეტიკა, ფუნქციონალურობა მაინც არის ყველაზე მთავარი. მასალა სახელწოდებით კაიდექსი ცნობილია არც მეტი არც ნაკლები 1965 წლიდან და შექმნილი იყო სამგზავრო თვითმფრინავების ინტერიერის მოსაწყობად. შემდეგ უკვე მისი გამოყენების სფეროები გაიზარდა და ამათ შორის მისი გამოყენება დაიწყო სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობის დასამაზადებლად. კაიდექსის მთავარი თვისება არის ის რომ მისი გახურების შემდეგ შესაძლებელია მისთვის ადვილად ნებისმიერი ფორმის მიცემა.

48407985_10212864371939516_5574855043263

პირველი კაიდექსის ბუდეები ასევე არ გამოირჩეოდნენ ესთეტიურობით, მაგრამ სთავაზობდნენ ისეთ თვსებებს რაც არ გააჩნდა, ტყავის და ნაჭრის ბუდეებს. 

ასე მაიმარკეტზე ნაყიდი ბუდით, რომელიც გათვლილი იყო გლოკ 26-ზე მე იმდენად კმაყოფილი დავრჩი, რომ ეგრევე მივუძღვენი ერთ-ერთი პირველი ჩემი ვიდეო მიმოხილვა, სადაც მათ შორის გამოვხატე სიხარული, იმ ფაქტით რომ ვიღაცა საქართველოში მიუდგა ამ საკითხს ასე საფუძვლიანად. იმიტომ, რომ მანამდე საქართველოში ბუდეების ასორტიმენტი იყო უკიდურესად მწირი და თუ მოდელი იარაღის ნაკლებად გავრცელებულია ჩვენ ქვეყანაში, მისთვის ნორმალური ბუდის აქ ადგილზე შეძენა იქნება შეუძლებელი. ხოლო შეკვეთა სარისკოა, იმიტომ რომ მილიონი წვრილმანის გამო ბუდე შეიძლება უბრალოდ არ გამოგადგეთ. ჩვენი თანამშრომლობა ვოვასთან გაგრძელდა და შემდგომ მე გამიჩნდა შესაძლებლობა მისთვის შემეკვეთა აღჭურვილობის სხვა ელემენტები შექმნილი უშუალოდ ჩემ მოთხოვნების გათვალისწინებით.

P1080817.jpg

VL Tactical-ის ერთ-ერთი პირველი ბუდე. საქამრე კლიფსის დიდი კუთხის გამო არსებობდა მცირე შეასაძლებლობა რომ თუ ქამარი არ იყო ზუსტად კლიფსიზ ზომაზე მორგებული ის ამოძვრებოდა. უფრო ახალ მოდელებზე ეს უკვე გამოსწორდა. კლიფსების რამდენიმე ზომა არსებობს და არასდროს არ დაგავიწყდეთ, რომ ბუდე და ქამარი უნდა ერთმანეთს ერგებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლიფს არ მუშვებს საიმედოთ, ხოლო საქამრეებით აღჭურვილი ბუდე არ იქნება ზედ საიმედოთ დაფიქისრებული. 

შემდეგი ჩვენი ერთობლივი პროექტი იყო პაუჩები 30 ვაზნიან მჭიდებზე. ასეთი ქამარზე დასამგრებელი პაუჩები კარგი არის იმიტომ, რომ გაძლევთ საშუალება ატაროთ სათადარიგო მჭიდები ფარულად, ქამარზე, სამოქალაქო ტანსაცმლით. არ არის საჭირო სპეციალური ჟილეტი, პლეიტ კერიერი ან მჭიდების ჯიბეებში ჩალაგება. მე ხშირად ვხედავ, რომ ბევრს უყვარს რენჯზე ყოფნა სრულ ტაქტიკურ აღღჭირვილობაში, მაგრამ რეალობა ის არის, რომ თუ რომელიმე სამხედრო ან პოლიციური შენაერთის წევრი არ ხართ, ასეთი არჭურვილობის ტარების საშუალება მოგეცემათ მარტო სრულმასშტაბიანი ომის პირობებშიც და ამ შემთხვევაშიც მწარე გამოცდილება გვასწავლის რომ კარგი “რაზგრუზკის” გამო შეიძლება ტყვია ზურგში მოგხვდეთ. ამიტომ რაიმე ლოკალური კონფლიქტის, დაძაბულობის ან არეულობის პირობებში “დაბალი პროფილის” შენარჩუნება იქნება უმჯობესი. სწორედ ამიტომ სამოქალაქო პირებმა უნდა სერიოზულად განიხილონ შესაძლებლობა იქონიონ თან ძირითადი და მეორადი იარაღი + დამატებითი საბრძოლო კომპლექტი და აფთიაქი, ისე რომ გარედან ეს ყველაფერი არ იქცევდეს ყურადღებას. სწორედ მაშინ პირველ ადგილზე გამოდის კაიდექსის აღჭურვილობა, მორგებული თქვენზე, თან თუ ეს ყველაფერი არ დაჯდება ძვირი, მთლად უკეთესი.

vltacticalmagazinepouches.jpg

რამდენიმე ვარიანტი ქამარზე გასაკეთებელი STANAG მჭიდის პაუჩები.  მარცხნიდან მარჯვნივ, პირველი პროტოტიპი, მეორე პროტოტიპი,  და ვარიანტი დამზადებული უშუალოდ ჩემთვის, არასტანდარტული საქამრეებით (გათვლილი ტყავის განიერ ქამარზე) და ქამარზე დამაგრების სიმაღლის რეგულირების შესაძლებლობით.    შეიძლება არჩევანის გაკეთება აღჭურვილობაზე ფიქსირების მეთოდის. ეს შეიძლება იყოს კაუჭი (“კლიფსა”), ფიქსირებული საღვედეები, “ტექ-ლოკი”, MOLLE-ზე დასაყენებლი და ასე შემდეგ.

კაიდექსს, ბოლტარონს და სხვა ანალოგიურ მასალებს გარდა ბევრი პლიუსისა აქვს ერთი მინუსი. იარაღის დაფარვამ, პლასტამსასთან ხშირი კონტაქტის გამო შეიძლება დაიწყოს ცვეთა. ბუდეში დებისგან დაფარვას არაფრი არ მოუვა, მაგრამ რეგულარული ვარჯიში იარაღის ამოღებაში დამიჯერეთ ეგრევე დაეტყობა იარაღს. გამოსავალი არის კაიდექსის ბუდე, რომელსაც შიგნიდან აქვს დაკრული რბილი ტყავი. ასეთი ბუდეები ითავსებენ კაიდექსის გამძლეობას და ამავე დროს საერთოდ არ ცვითავენ იარაღის დაფრვას. რა თქმა უნდა ასეთი ბუდეები ცოტათი მეტი ღირს მაგრამ სხვაობა არ არის დიდი. როგორც წესი ასეთი ბუდე გათვლილი დიდი იარაღზე ჯდება 10 ლარით მეტი, ხოლო გათვლილი პატარა იარაღზე სულ რაღაც 5 ლარით მეტი. შთამბეჭდავია სია მოდელების, რომლებზეც შესაძლებელია ბუდის დამზადება იარაღის მიტანის აუცილებლობის გარეშე, ეს არის პრაქტიკულად ყველა გლოკის მოდელი, “მაკაროვი”, HS9, ასევე “ბერეტას”, “ზიგ ზაუერის”, “ხეკლერ&კოხის”  პოპულარული მოდელები და სხვა იარაღები, სულ 40-მდე დასახელება. თუ არის შესაძლებლობა მიუტანოთ იარაღი, მაშინ ბუდე დამზადდება უშუალოდ მისი გამოყენებით.

50218033_1715569961881825_37001762632273

ბუდეების დამზადებისთვის გამოიყნება საკმაოდ ძვირადღირებული ყალიბები რომლებიც ზუსტად იმეორებენ რეალური იარაღის ფორმებს და გაბარიტებს. 

 


ჩამსწორებელი babu, 08 April 2020 - 12:23 PM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჩემი აზრით VL Tactical-ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება ასევე უნდა იყოს დანის ქარქაშები. არ არის საიდუმლოება რომ დაბალი და საშუალო დონის დანებს, ყველაზე მაგრად ეკონომია ეტყობა ქარქაშებზე. კარგი კაიდექსის ქარქაში არ გაგაღარიბებთ, მაგრამ გაზრდის დანის ფუნქციონალურობას და მოგცემთ პრაქტიკულად უკვდავ ქარქაშს რომელიც არასდროს არ გაიცვითება, არ დაიხევა, არ შეეშინდება არც წყლის არც ზეთის და არც ყინვის.  დაუმატეთ ამას ასევე შესაძლებლობა სხვადასხვა ტარების მეთოდისთვის მისი ადვილი ადაპტაცია.

ერთხელ მშრალ ხიდზე მე წავაწყდი ხელნაკეთ დანას საკმაოდ კარგ ფასად. ტყავის ქარქაში, რომელიც მას მოყვებოდა ხარისხით და ფუნქციონალურობით დანას არ შეესაბამებოდა და ამიტომ მე მივმართე ვოვას დახმარებისთვის. საათნახევარი დაჭირდა რომ ესკიზიდან დაზმადებულიყო დასრულებული პროდუქტი.

 

49897789_223672941869309_452931417639223fbimages.png

 

ქარქაშის ესკიზის მომზადება

 

50013026_614951548937535_128614321680600fbimages.png

 

პრესიდან ამოღებული დანა კაიდექსის ორ ფირფიტას შორის მოთავსებული. 

 

48363566_10212829151899037_3389449664423fbimages.png

 

საბოლოო პროდუქტი

მჭიდების პაუჩების, ქარქაშების და ბუდეების გარდა, კაიდექსისგან შეიძლება ათასი სასარგებლო რამის დამზადება. პაუჩები ფანრისთვის, დასაკეცი დანებისთვის, მულტი-ინსტრუმენტებისთვის და სხვა აქსესუარებისთვის. ყველაფერი ეს აქ, ჩვენთან, საქართველოში და ხელმისაწვდომ ფასად.

 

52303835_10213216876911920_7746935638254fbimages.png

 

ყველაზე ბოლო პროექტი VL Tactical-თან არის ეს ბუდე დამზადებული Kimber Micro 9-თვის. მასალა არის კაიდექსი Hexcam Echo5 კამუფლირებით, რომელიც არ იცვითება/იკაწრება იმიტომ რომ ტექსტურა პრაქტიკულად კაიდექსში “ჩადუღებულია”. შიგნიდან დაკრული აქვს რბილი ტყავი, რომელიც იცავს პისტოლეტის დაფარვას. ორი საქამრე არის დახრილი, და შესაძლებელია მათი გადანაცვლებით ბუდის დაწევა ან აწევა ან შეატრიალებთ ერთს, შეიძლება ბუდისთვის კუთხის მიცემა. ასევე ბუდეს გააჩნია რეგულირებადი ხრახნი, რომლითაც შესაძლებელია რეგულირება რამდენად მჭიდროდ იჯდება პისტოლეტი ბუდეში.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?