Jump to content


ამ თემას აქვს 14 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43523 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა
14:24 2017-02-23
 
1487846465908856.jpg

23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა იუნკერებს. 1919 წელს შექმნილი სამხედრო სკოლის იუნკერები ისტორიაში სწორედ 1921 წლის თებერვლის ბრძოლების შემდეგ შევიდნენ. წელს ამ ბრძოლიდან 96 წელი გავიდა.

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთის წითელი არმია საქართველოში 1921 წლის 12 თებერვალს შემოიჭრა. დამპყრობელთან ყველაზე მძაფრი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა, მე-11 არმიას ქართული ჯართან, სახალხო გვარდიასთან და და მოხალისეებთან ერთად დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს იუნკრებმაც . მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში დაიღუპა პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც , ის ბრძოლის ველზე მედდად მუშაობდა და ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.

23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა.

კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკრები ეკლესიის ეზოში დიდი პატივით დაკრძალეს.

1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების დარჩენილმა ქვეყანამ რუსეთის არმიას სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რუსეთმა საქართველოს დედაქალაქი დაიკავა და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა.

 

ტაძრის ადგილზე სადაც იუნკრების საფლავები იყო ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი 1930 წელს კომუნისტებმა დაანგრიეს.

 

3 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციური ძალების წინააღმდეგ მებრძოლი და ამ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღე აღინიშნება.

 

99 წლის წინ, 1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრით ქვეყანაში დაიწყო ხანმოკლე ომისა და ხანგრძლივი საოკუპაციო რეჟიმის პერიოდი.

საბჭოთა რუსეთის მიზანს საქართველოს დემოკრატიული მთავრობის დამხობა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ოკუპაციური, ბოლშევიკური რეჟიმის გავრცელება წარმოადგენდა. საბჭოთა რუსეთის მთავრობის მზაკვრული გეგმის თანახმად წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო არა როგორც დამპყრობელი, არამედ, როგორც მუშების და გლეხების მხარდამჭერი ძალა, იმ მუშების და გლეხების დაცავად, რომლებიც თითქოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას აუმხედრდა.

1921 წლის 11 თებერვალს, მოსკოვის ინსტრუქციების თანახმად, წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. წითელარმიელების მასიური შემოტევა ქვეყნის ხუთი მხრიდან განახორციელა. ორი ძირითადი შეტევა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან , სამი დანარჩენი კავკასიონის მთებიდან და შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ განხორციელდა.

საქართველომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად წითელარმიელებს დაახლოებით 40-ათასიანი ჯარი დაუპირისპირა. მათთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ სახალხო გვარდია და რეგულარული ჯარის ნაწილები, გვარდიელები, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც სისხლი დაღვარეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის.

განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა - იუნკერებმა.

19-20 თებერვალს, კოჯრისა და ტაბახმელას მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათი დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა, მათ შორის იყო ახალგაზრდა სტუდენტი მარო მაყაშვილი, რომელიც წითელ ჯვარში მოხალისედ ჩაეწერა.

მარო მაყაშვილთან ერთად, დაიღუპნენ იუნკერები: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი.

სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი - ქალის დაღუპვა მძიმედ განიცადა ქართველმა საზოგადოებრიობამ, რაც აისახა იმდროინდელ პრესაში, მას ქართველი ჟანა დ’არკი უწოდეს. დაკრძალეს 23 თებერვალს, სამხედრო ტაძრის გალავნის შიგნით, კოჯორში დაღუპულ ქართველ იუნკერებთან ერთად, ოღონდ საპირისპირო, ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მხარეს.

2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

23 თებერვალს, ბოლშევიკურ რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია, რუსთაველის გამზირზე).

24 თებერვალს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის დატოვების შესახებ.

25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ, იმავე დღეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.

1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა.

დღეს, საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, საბჭოთა კავშირი და ყველა ის უბედურება, რაც 1921 წელმა მოიტანა, წარსულს ჩაბარდა, მაგრამ საბჭოთა პოლიტიკა ჩანაცვლებული რუსული პოლიტიკით, ისევ დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს.  რუსეთს კვლავინდებურად ამოძრავებს უსაზღვრო ინტერესეი, გამართლებლად გაზარდოს თავისი გავლენები კავკასიის რეგიონზე, მით უფრო საქართველოზე.


ჩამსწორებელი babu, 23 February 2020 - 06:41 PM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43523 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

23 თებერვალი გასაბჭოების დღედ იყო გამოცხადებული და ძველ თაობას ახსოვს როგორ ზეიმობდა ამ დღეს საქართველო. ეხლა კი აღსდგა ისტორიული სამართალი და თავისუფალი საქართველოს უკანასკნელი გმირების ხსოვნის დღეა 1921 წლის 23 თებერვალი. ნათელში ამყოფოთ მარო მაყაშვილის , ქართველი იუნკერებისა და ოფიცრების სულები - ვინც წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლებში დაეცნენ. 

 თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლაში. 

დიდება გმირებს! 


ჩამსწორებელი babu, 23 February 2020 - 06:26 PM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43523 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

23 თებერვალი იუნკრების ხსოვნის დღეა

“როდესაც ლეიტენანტი მესხიშვილი შიშველი ხმლით მტერს ეკვეთა, მოულოდნელად მის უკან „ვაშას“ ძახილით იუნკრები გამოჩნდნენ…”

1921 წლის თებერვლის ქრონიკები
ნაწილი IX
24 თებერვალი

„ორი დღის განმავლობაში ჩამოვარდნილმა სიწყნარემ საშუალება მოგვცა დაგვესვენებინა, მოგვემარაგა იარაღი და ვაზნები და ასე შევხვედროდით 24 თებერვალს, რიცხობრივად თუნდაც სუსტნი, მაგრამ ძლიერნი სულის სიმტკიცით.
როგორც გამოირკვა ბოლშევიკები ელოდნენ ახალი ძალის მოსვლას, მათ შორის ბაქოს კურსანტების სკოლას. ეს უკანასკნელი 24 თებერვალს გამოგზავნილი იქნა ტაბახმელას მაღლობებზე, ჩვენი იუნკრების წინააღმდეგ.
დილას ახალგაზრდა გუნდებს ეკავათ II და III სანგრები, იუნკერები იმყოფებოდნენ ბაღში - მაშველში, იუნკერთა გუნდში 138 კაციდან 85-90-ღა დარჩა. დარჩენილი იყო I, III, IV მწყობრი. მტერმა დილიდანვე დაიწყო აქტიური იერიში და საარტილერიო ცეცხლი მიიტანა მთელ ჩვენს ხაზზე კადაროზე. რამდენჯერმე გადმოვიდნენ ხიშტზე მაგრამ ვერ უძლებდნენ და უკუ იქცეოდნენ, მიიღებდნენ მაშველს და ხელახლა მოიწევდნენ იერიშზე. გაუთავებელი იერიშები გაგრძელდა გათენებამდე. ნაშუადღევს ბოლშევიკებმა მიზანს მიაღწიეს, შეტეხეს წინააღმდეგობა და შემოვარდნენ მეოთხე სანგარში, რომელიც I-ელ ათასეულს ეკავა.

ამოვიდნენ გორაკზე თუ არა, ისინი აღმოჩდნენ ლეიტენანტ მესხიშვილის ზარბაზნებთან, მისცვივდნენ ხიშტზე ზარბაზნების ასაღებად. სრულიად ახალგაზრდა ყმაწვილმა ლეიტენანტ მესხიშვილმა გადაწყვიტა მომკვდარიყო თავის ზარბაზნებთან, შემოიკრიბა თავისი ბატარეიის ჯარისკაცები, იძრო ხმალი და თავნგანწირულობით გადაეშვა მტრებში და დაიწყო მათი ჩეხვა, თითქოს მოწინააღმდეგის გამარჯვება სრული იყო, მაგრამ ქართველ იუნკრებს ჯერ კიდევ არ ეთქვათ თავისი უკანასკნელი სიტყვა...

როცა მესხიშვილი შიშველი ხმლით მტერს ეკვეთა, მის უკან „ვაშა“ გაისმა და იუნკრები გამოჩნდნენ, რომლებიც მამაც ოფიცრებს - შავდიას, ხოშტარიას და ჩოჩუას მოჰყავდა... ყველაფერი აირია... სროლა, ხიშტები, კონდახები, რევოლვერები, ხმლები...
ბაქოელი კურსანტები გაიქცნენ უკან მეოთხე სანგარის მიმართულებით, ამ დროს სანგართან გორაკზე გამოჩნდა მტრის ტყვიამფრქვევი, გაქცეული მტერი შუაზე გაიყო და გზა მისცა თავის იარაღის ძლიერ ცეცხლს პირდაპირ იუნკრებზე, ღია მინდორში 120 ნაბიჯზე...
ასეთ სასწრაფო და საბედისწერო წუთში სხვა გზა აღარ რჩებოდა, უნდა აეღოთ ის.

III მწყობრი ჩოჩუას მეთაურობით ტყვიამფრქვევისკენ გაექანა ჯერ მიახლოვებულებიც არ იყვნენ, რომ ჩოჩუა დაეცა დაჭრილი, თუმცა იუნკრები წინ სვლას განაგრძობდნენ. პირველი ფეხბურთში განთქმული მუხლ-სწრაფი შალვა ერისთავი გარბოდა, (ქსნის ერისთავების ბოლო მემკვიდრე) მივარდენ და აიღეს ტყვიამფრქვევი.
სწორედ აქედან ჩნდება ლეგენდები ერისთავის გმირობაზე, მან ტყვიამფრქვევთან ჩამჯდარი ოფიცერი მოკლა და ბრძოლის უანასკნელ წუთებში თვით ტყვიამფრქვევზე მოკვდა. ვერსიები ბევრი იყო და მას ბრძოლის მონაწილეები ყვებოდნენ, თუმცა იუნკრების გმირობის სამარადისო სურათად დარჩება ტყვიამფრქვევზე მწოლიარე, განგმირული შალვა ერისთავი. იმ დღეს მოკლულნი იქმნენ იუნკრები: ოთარ ლორთქიფანიძე, იოსებ ჯანდიერი.
დღე იყო ჯოჯოხეთური, იერიშები, ზალპები, ტყვიების ზუზუნ-ზმუილი, მაგრამ მებრძოლთა რიგი მედგრად იდგა და მტერს არ უთმობდა თბილისს.

ბოლშევიკებმა ყველაფერი გადმოისროლეს, ბრძოლაში წინ მოიწევდნენ და კვდებოდნენ, როდესაც სიბნელემ მოიცვა არე-მარე, ბოლშევიკები ტაბახმელას მოშორდნენ.
ჩვენ გავიმარჯვეთ. თუმცა მაშინ როდესაც ყოველდღე ვიგებდით ომს ტაქტიკურად, იმავე დროს ვაგებდით ყოველ დღე სტრატეგიულად. ბოლშევიკები უვლიდნენ, გარს ერტყმოდნენ ტფილისს...

24 თებერვალს ღამით თბილისი უკვე ალყაში იყო...“

გენერალი ალექსანდრე ჩხეიძის მემუარებიდან - „სამხედრო სკოლა“

ფოტო: 1921 წელი, 24 თებერვალ, ბოლო ბრძოლა ტაბახმელას ფრონტზე - ლეიტენანტი გოგი მესხიშვილი (ცენტრში).

გაგრძელება იქნება...


ჩამსწორებელი babu, 23 February 2020 - 06:38 PM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2203 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
დიდი გამბედაობით და სიმამაცით გამოირჩეოდნენ იუნკერები, დიდება გმირებს.

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPip
  • 518 პოსტი

დიდება გმირებს !!!



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5946 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ზედმეტია ალბათ იმაზე საუბარი რამხელა სიბოროტე მოგვიტანა ამ იმპერიალისტურმა მანქანამ მეოცე საუკუნეში და აგერ ახლაც აგრძელებს...

 

იუნკერები ჩემთვის ახალი ისტორიის ღირსეული გმირები არიან თავიანთი სიმამაცით და გაუტეხელობით, ჯიუტად იცავდენენ განწირულ თბილისს (საქართველოს) 

 

დიდება გმირებს !!! 

 

ვფიქრობ სათანადო პატივი არ აქვთ ამ მებრძოლ ხალხს, რომელთა მაგალითზეც დღეს უკლებლივ ყველა უნდა იზრდებოდეს, ქალიც და კაციც

 

 

ისე ამ ბრძოლების და იუნკერების თავდადების ეკრანიზაცია არ იქნებოდა ცუდი....



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5946 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი
legion.ge_1625e55e12cf06e2.jpeg

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43523 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე ამ ბრძოლების და იუნკერების თავდადების ეკრანიზაცია არ იქნებოდა ცუდი....

მათი გმირობის საპატივსაცემოთ ვფიქრობ ქანდაკებების ჯგუფიც უნდა იდგეს . ტაბახმელასთან ზარები ჩემი აზრით არასაკმარისად გამოხატავს იმ პატივისცემას რასაც იმსახურებენ


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43523 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დღეს ტამიშის ბრძოლის 27 წლისთავია. ამ დღეს რუსული რეგულარული ძალების და ჩრდილოკავკასიელი ოკუპანტებისგან შემდგარი დესანტი განადგურდა პირწმინდათ ტამიშთან. 

ნათელში ამყოფოს ყველა ქართველი მებრძოლი რომელიც ამ დღეს მოპოვებული გამარჯვებისთვის ბრძოლასი დაეცა,

ყველა მებრძოლსა და  მეომარს ჩემი პატივისცემა და მოწიწება!

 

legion.ge_8L5efedd4b92368.jpg


ჩამსწორებელი babu, 03 July 2020 - 11:25 AM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2203 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
უფალმა ნათელში ამყოფოთ....

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43523 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5946 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

დიდება გმირებს!

 

რა ბიჭები დავკარგეთ!

 

დიდება მათ სულებს



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2289 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

დიდება გმირებს!



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2628 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

გუშინ ჩვენი შოთიკო გამახსენდა და მოვიხსენიე. აცხონოს ღმერთმა



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43523 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დღეს ხსოვნის დღეა. დიდება გმირებს!

 

https://makvriely.wo...-შავი-დღე-საქა/


ჩამსწორებელი babu, 11 September 2020 - 07:24 PM.

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?