Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2150 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ლისის ტბა — ტბა საქართველოშითბილისის ქვაბულშიქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის დონიდან 624 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,47 კმ², აუზის ფართობი — 16 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 4 მ, წყლის მოცულობა — 1,22 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმისთოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი — შემოდგომაზეზაფხულში წყალი თბილია, მაქსიმალური ტემპერატურა — 28 °C. ზამთრობით ტბაზე ჩნდება ყინულნაპირისი, ზოგჯერ — ყინულსაფარიც. წყალი მომლაშოა (მინერალიზაცია 2695 მგ/ლ). ტბაში მოშენებულია თევზი. საწყლოსნო სპორტისა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე თბილისელთა დასასვენებელი ადგილია.

ლისის ტბა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელი ზონაა. აქ კარგი ჰავაა დასასვენებლად. თბილისის სხვა უბნებისგან განსხვავებით, ლისის ტბა ზღვის დონიდან მათზე რამდენიმე ასეული მეტრით მაღლა მდებარეობს. მისი მიდამოების კეთილმოწყობა ჯერ კიდევ 1937 წლიდან დაიწყო. მაშინ ტბის ირგვლივ 1400-მდე სხვადასხვა ჯიშის მცენარე დაირგო გარემოს გასამწვანებლად. დამახასიათებელია ბორცვიანი პლატო რელიეფი.

2007 წელს მის სიახლოვეს გაიხსნა თბილისის ახალი იპოდრომი. დღეს ისეთ ფართომასშტაბიან პროექტს, როგორიცაა ლისის ტბის მიმდებარედ ოთხასამდე ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანება, ახორციელებს კომპანია „ლისი დეველოპმენტი“. პროექტის პირველი უბანია „ლისი ვერანდა“, რომლის მოწყობა 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდა.

ლისის ტბა მისი შემოგარენით ზღვის დონიდან 615-730 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თბილისის სხვა უბნებისგან განსხვავებით, რომლებიც ზღვის დონიდან 380-600 მეტრამდე მერყეობს, ლისის ტბა, XX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სარეკრეაციო ზონაა. ტბის ტერიტორია გამოირჩევა თბილისში ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ფაუნით.

ლისის ტბის ინფრასტრუქტურის განახლება კომპანია ლისი დეველოპმენტმა 2012 წელს დაიწყო. ტბის გარშემო შეიქმნა სარბენი და ველო ბილიკები, სავარჯიშო სივრცე, სანაპიროზე აშენდა სპორტული და საბავშვო მოედნები. 2015 წლიდან ფუნქციონირებს ღია კაფე, სანაოსნო პუნქტი და ახალი პლაჟი გარუჯვის მოყვარულთათვის.

2016 წელს ტბის გარშემო ქალაქის მერიის დავალებით მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, რომლის სიგრძე სრულად 3 კილომეტრს შეადგენს. ტბის გარშემო გზის 2,5-კილომეტრიან მონაკვეთში დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო სადრენაჟე-სანიაღვრე ქსელი და გარე განათების სისტემა. ბილიკის გასწვრივ 101 სანათი ბოძი და 10 ურნა დამონტაჟდა. ტბის გარშემო დაიდგა ასევე ნაგავშემკრები კონტეინერები. ამასთან, კეთილმოეწყო საფეხმავლო გზის გვერდულები. საფეხმავლო ბილიკზე განთავსდა საგზაო ნიშნები და ყოველ 500 მეტრში დამონტაჟდა მანძილის აღმნიშვნელი ბოძები. აღსანიშნავია ასევე ლისის ტბის მწვანე მასივი, რომელიც საბურთალოს უერთდება. ტბის შემოგარენში არსებობს თერმული წყარო. 2015 წელს ტბის ტერიტორიაზე გაიხსნა გოგირდის აბანო. ლისის ტბის სიახლოვეს მდებარეობს სოფელი თხინვალი.

https://ka.wikipedia.../wiki/ლისის_ტბა

ლისის ტბა — ტბა თბილისის ქვაბულში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის დონიდან 615-730 მეტრის სიმაღლეზე. იგი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სარეკრეაციო ზონაა. ტბის ტერიტორია გამოირჩევა თბილისში ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ფაუნით. 

ტბის გარშემო მოწყობილია ინფრასტრუქტურა: სასეირნო და ველო ბილიკები, რომლის სიგრძე სრულად 3 კილომეტრს შეადგენს, ღია ტიპის კაფე-ბარები, ბავშვთა გასართობი და სპორტულ გამაჯანსარებელი სივრცეები. ადგილზე არის რამდენიმე ობიექტი, სადაც შესაძლებელია ველოსიპედის დაქირავება. ასევე პატარებისთვის ფუნქციონირებს საცოცი კედელი. ტბასთან მოწყობილია სანაპირო, სადაც შესაძლებელია გაირუჯოთ. ირგვლივ მრავლადაა საპიკნიკე ადგილები ტყიან ზონაში.

ტბა საწყლოსნო სპორტისა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია. ტბასთან მდებარეობს გოგირდის აბანოც.

დღეისათვის ლისის ტბა არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, თანამედროვე ტიპის გასართობი ადგილი თბილისში, რომელიც მუდმივად გადავსებულია “დამსვენებლებით’. ეს არის სივრცე, სადაც სხვადასხვა შეხედულებების, ასაკისა თუ ეროვნების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, დრო სასიამოვნოდ გაატარონ.

2007 წელს ტბიდან რამდენიმე კმ-ში გაიხსნა თბილისის ახალი იპოდრომი.

 

legion.ge_644L5e25d0fb073fc.jpg

 

 

 

 

legion.ge_644L5e25d12576708.jpg


ჩამსწორებელი ქსოვრეთელი, 20 January 2020 - 08:11 PM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2150 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42564 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ვა გარსო?

legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2150 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
თემო ჩაინიკა :D 13

თემო ჩაინიკა :D 13

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1147 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia
სხვათაშორის ერთხელ ვითევზავე და საკმაოდ კაგი ეგზემპლარები დავიჭირე სამწუხაროდ სურათი არ მაქვს მაგამ ეხლა მხოლოდ სასეირნოდ თუ ავალ ხოლმე

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Burgona

Burgona

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 686 პოსტი
  • მისამართი:Saburtalo
  • წარმოშობა:Gagra
კი მაგარია ლისზეეე





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?