Jump to content

სურათი

"ლიდერთა ლიგა", უპრეცედენტო შეჯიბრი გამორჩეულ მსროლელებს შორის


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Ako Gulua

Ako Gulua

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 50 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კანდელაკის ქ.
  • წარმოშობა:აფხაზეთი

გულთბილი სალამი "მონადირეთა ლეგიონს" ! მოახლოვდა ახალი წელი, მოახლოვდა ნადირობის სეზონის დასასრულიც. სეზონის დარჩენილ ორთვენახევრში გისურვებთ ისეთ წარმატებულ, ისეთ შედეგიან და ისეთ ბედნიერ ნადირობას, რომ სიცოცხლის ბოლომდე გაგყოლოდეთ ტკბილ მოგონებად!  :0023:
 
ეხლა კიდევ გადავიდეთ საქმეზე, რომელიც არანაკლებ აზარტული და საინტერესოა!
 
 
"სპორტინგის ლიგა"  15 დეკემბერს დილის 09:00 საათზე, კვირა დღეს გამართავს "ლიდერთა ლიგა"-ს!
 
მოკლედ რომ ვთქვათ თუ რას წარმოადგენს "ლიდერთა ლიგა", ეს არის სპორტინგის გამორჩეულ მსროლელთა პაექრობა, ერთგვარი ALL-STAR ოღონდ
ქართულ სპორტინგში, რომელიც გაიმართება რამდენიმე წელიწადში ერთხელ!
 
წლევანდელ "ლიდერთა ლიგა"-ზე მონაწილეობის მიღების უფლება გააჩნიათ:
 
1) ნებისმიერი კლუბის (გაერთიანების) მიერ ორგანიზებულ ღია ან/და დახურულ შეჯიბრზე მინიმუმ ექვსეულში მოხვედრილ მსროლელებს.
2) "სპორტინგის ლიგა"-ს რეიტინგის ლიდერებს ( "ტოპ" 15 მსროლელს).
3)  "სპორტინგის ლიგა"-ს სხადასხვა კატეგორიებში საპრიზო პოზიციების მფლობელებს.
 
 
შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ არაერთმა "ლეგიონერმა" მსროლელმა დააკმაყოფილა ზემოთხსენებული კრიტეიუმი და მოიპოვა "ლიდერთა ლიგა"-ზე თავის წარმოჩენის შესაძლებლობა!
 
წარმოგიდგენთ "ლეგიონერებს", რომლებმაც საკუთარი კარგი სროლის წყალობით "ლიდერთა ლიგა"-ზე მონაწილეობა დაიმსახურეს:
 
 
ღია შეჯიბრებებზე წარმატების მიღწევის წყალობით: 
 
ლევნ და ნიკოლოზ ჩუგუაშვილები, (ლევანი ასევე რეიტინგის ლიდერია)
მირზა გოგბერაშვილი.
 
ლეგიონის შიდა-საკლუბო შეჯიბრებებზე წარმატების მიღწევის წყალობით: ( სია მომზადდა ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად. თუ ვინმე გამოგრვჩა და დიდი ალბათობით ესეც მოხდა, გთხოვთ მოგვაწოდოთ მსროლელების ვინაობა. იმ მსროლელების, ვინც ოდესმე "ლეგიონი"-ს შიდა-საკლუბოზე მინიმუმ ექვსეულში მოხვდა, რათა სრულად დავაკომპლექტოთ ლიდერი მსროლელების შემადგენლობა შეჯიბრზე)

გოგა ფარადაშვილი
გიორგი მოსიაშვილი
გია ალიაშვილი
გიორგი ფოლადიშვილი
ნიკოლოზ კავთიაშვილი
 
"სპორტინგის ლიგა"-ს სხვადასხვა კატეგორიებში წარმტების მიღწევის წყალობით:
გიორგი კუპრაშვილი
გიორგი ნანსყანი
 
 
 
წარმოგიდგენთ შეჯიბრის შესახებ დამატებით ინფორმაციას:
 
-შეჯიბრში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მოწვეულ მსროლელებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ.
 
 
 

-შეჯიბრზე მოწვეული მსროლელები ვალდებულნი არიან რეგისტრაციის დაწყების მომენტისთვის (09:00) გამოცხადდნენ რეგისტრაციაზე...
 
-რეგისტრაციაზე დაგვიანებულ თითეულ მსროლელს დააკლდება 1 ქულა საბოლოო შედეგიდან. ეს მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი გამოცხადდება ადგილზე 09:01 საათზე.
 
-მონაწილეები ესვრიან 50 მოძრავ სამიზნეს. საუკეთესო შედეგის მქონე 6 მსროლელი ავტომატურად გადაინაცვლებს "ლიდერთა ლიგა"-ს ფინალურ ეტაპზე. 2 დანარჩენი ფინალისტი გაირკვევა მე-7,მე-8,მე-9 და მე-10 ადგილოსანს შორის გადასროლის შედეგად. ფინალური ეტაპი გაიმართება გაზაფხულზე.
 
- მონაწილეობის საწევრო გახლავთ
65 ლარი ორგანიზატორის ვაზნებით სროლის შემთხვევაში...
  
- ქარხნული ვაზნები არ უნდა იყოს 6 ნომერზე მსხვილი და 24 გრამზე მეტი მუხტის მქონე...
-  დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში ან დარეკეთ: 598232432
 
არ ვიცით "ლიდერთა ლიგა"-ზე რა მოხდება, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ იქნება სანახაობრივი და დაძაბული ბრძოლა. დაე გაიმარჯვოს უძლიერესმა! :0076:   :0035: წარმატებები  ლეგიონს!    :L:   :good: 


ჩამსწორებელი Ako Gulua, 10 December 2019 - 08:19 PM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Ako Gulua

Ako Gulua

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 50 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კანდელაკის ქ.
  • წარმოშობა:აფხაზეთი

legion.ge_892L5defcaf422c28.png


ჩამსწორებელი Ako Gulua, 10 December 2019 - 08:42 PM.


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Ako Gulua

Ako Gulua

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 50 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კანდელაკის ქ.
  • წარმოშობა:აფხაზეთი

legion.ge_8925defcba26ab40.jpg



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Ako Gulua

Ako Gulua

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 50 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კანდელაკის ქ.
  • წარმოშობა:აფხაზეთი
კიდევ ერთხელ სალამი "ლეგიონს" !

გილოცავთ "ლეგიონის" სასახელო მსროლელის ლევან ჩუგუაშვილის წარმატებას
"ლიდერთა ლიგა"-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე!

მან არნახული შედეგით (სერიებში 23 და 24 დაზიანებული სამიზნით) პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. ესეთი მაღალი შედეგი ქართული სპორტინგის ისტორიაში არავის დაუფიქსირებია! შესაბამისად, რა თქნა უნდა პირველი ადგილით გავიდა სუპერფინალში.

გთავაზობთ შეჯიბრის რეპორტს:

შეჯიბრზე მონაწილეობა 26 მსროლელმა მიიღო მონაწილეობა.

შეჯიბრის დასრულებისას საპრიზო ადგილები გაინაწილეს:

1) ლევან.ჩუგუაშვილმა 46 ქულა (-1 დაგვიანების გამო :) )
2) ბესიკ კაპანაძე 39 ქულა
3) გენადი ხოსიაშვილი 35 ქულა

გარდა მედალოსნებისა სუპერფინალში გასვლა მოახერხეს:

ტარას კვარაცხელიამ
ოთარ ჯინჭარაძემ
ნიკოლოზ კუხალეიშვილმა
სანდრო ბურდულმა
აკო გულუამ


შეგახსენებთ, რომ "ლიდერთა ლიგა"-ს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი გაზაფხულზე გაიმართება და მას დასავლეთ საქართველო უმასპინძლებს! წარმატებები თითეულ მსროლელს! "ლეგიონს" კი ტრადიციულად - სიცოცხლე და გამარჯვება!!

legion.ge_8925df95cb5543a7.png
legion.ge_8925df95cd74584d.pnglegion.ge_8925df95ce77cb94.jpglegion.ge_8925df95cf7ec7f7.png[

ჩამსწორებელი Ako Gulua, 18 December 2019 - 03:02 AM.


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2354 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ვულოცავ ლევანს და ყველა პრიზიორს.



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2354 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ლევან აღარ დააგვიანო,წინ სუპერფინალია. ;)







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?