Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 97 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
Anschutz

ამ იარაღების ფირმის ლოგო ყეველასათვის ცნობილია, ყოველ შემთხვევაში იმათთვის, ვინც პერიოდულად ადევნებს თვალყურს ბიატლონს და შეჯიბრებებს ტყვიის სროლაში. საყურადღებოა – ''anschutz''-ის იარაღით თანამედროვეობის თითქმის ყოველი მესამე მოკრძალებული სპორტსმენი ასპარეზობს. ამასთან, საკმაოდ რეგულარულად ხდება ხოლმე ისე, რომ მთელს კვარცხლბეკს იკავებენ ის სპორტსმენები, რომლებიც შეჯიბრზე ანშუტცის იარაღით იღებენ მონაწილეობას. თუმცა, ეს კომპანია წარმატებით კონკურირებს არამარტო მცირეკალიბრიანი ხრახნულლულიანი იარაღების ბაზარზე, არამედ საკმაოდ ხმამაღალ განაცხადს აკეთებს ასევე უფრო მსხვილკალიბრიანი შაშხანების სფეროშიც. ხოლო ამ ყველაფერზე რიგითობით ჩამოვყვები...

იარაღების კომპანია ''Anschutz''-ი დაფუძნდა 1856 წელს ქალაქ ''Zella-Mehlis''-ში (გერმანია) იულიუს გოტფრიდ ანშუტცის მიერ, ის იყო გერმანელი მეიარაღეების ოჯახის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელთაგანი, ოჯახის, რომელიც 1563 წლიდან იარაღის წარმოებით იყო დაკავებული. გოტფრიდის მოკრძლებული სახელოსნო თავიდან ფისტოლეტების და თოფების რესტავრაცია-შეკეთებით იყო დაკავებული, ასევე აწარმოებდნენ იმ დროისთვის პოპულარულ იარაღს ფლობერის ტყვიებისთვის, ლანკასტერის ფილთა ფისტოლეტებს და ჯიბის პატარა ფისტოლეტებს. ფლობერის ტყვიები, რომელშიც ჭურვის გასატყორცნათ გამოიყენებოდა კაფსულის შემადგენლობა, იყო პირველი რგოლური აალების ვაზნა, წინამორბედი დღევანდელი მცირეკალიბრიანი ტყვიებისა და გამოიყენებოდა პატარა ზომის ფრინველზე თუ ნადირზე. ისმის კითხვა, ვის რაში ჭირდებოდა? ჭირდებოდათ და მეტიც, მაშინდელი ფერმერები თავს ვალდებულადაც კი თვლიდნენ, რომ ასეთი მცირეკალიბრიანი იარაღი ქონოდათ–ბაღების და ნათესების დასაცავად ბეღურებისგან, მტრედებისგან, პატარა მღრნელებისგან და ა.შ. ასე რომ ამ პატარა გერმანული ფირმის საქმე მცირეკალიბრიანი იარაღების მეშვეობით შეუქცევადი ინერციით ზრდადი განვითარებისკენ მიიწევდა. 1896 წელს საწარმოში უკვე 76 ადამიანი მუშაობდა, თვითონ საამქრომ კი ადგილი შეიცვალა და უკვე ქარხანა დაერქვა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში გოტფრიდის შვილებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს და გააფართოვეს კომპანია. შედარებისთვის, 1935 წელს საწარმოში უკვე 550 ადამიანი მუშაობდა. წარმოებას დაემატა პნევმატური იარაღი ''Anschutz''-ი, კარაბინი ''Anschutz''-ი, აგრეთვე პისტოლეტები და უჩახმახო რევოლვერები. ასე დაემთხვა, რომ კომპანიის მეიარაღეები–ჯერ ოტო და ფრიცი, შემდეგ მაქსი და რუდოლფი–თვითონ იყვნენ გატაცებული სპორტული სროლით. ამიტომ ყველა სიახლეს პნევმატურ თუ მცირეკალიბრიან იარაღების სფეროში ცდიდნენ საკუთარ პროდუქციაზე და უკეთესი შედეგების შემთხვევაში შესაბამისად ნერგავდნენ საწარმოო ციკლში. ასე რომ მეორე მსოფლიო ომამდე ანშუტცის იაღაღებმა სახელი დაიმკვიდრა როგორც ''სპორტული''. მაგრამ ომმა ყველაფერი შეცვალა...

ფრონტის საჭიროებისთვის წარმოება მთლიანად გადაერთო ''Mauser k98''-ის კოლოფების, სარაკეტო დეტალების და სხვა საბრძოლო პროდუქციის წარმოებაზე. ერთი წლის მერე გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ ქარხანა იქნა ნაციონალიზირებული, დანადგარებს გაუკეთდა დემინტაჟი, ხოლო რუდოლფი გააგზავნეს იძულებით სამუშაოებზე. თითქოს ყველაფერი დამთავრდა... მაგრამ არა, 1950 წელს კომპანიამ სახელწოდებით «J.G. ANSCHÜTZ GmbH» განაახლა სამუშაოები ქალაქ ულმში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორია). 1953 წელს ის გამოჩნდა–მოდელი ''Anschutz match 52''. ეს იყო გარდამტეხი მომენტი კომპანიის ისტორიაში. სულ რამოდენიმე წელიწადში კომპანიის იარაღებმა მთელი მსოფლიოს მაშტაბით მოაგროვეს ყველაზე დიდი რაოდენობით სპორტული ჯილდოები, ხოლო თვითონ კომპანიამ მოიპოვა მსოფლიო აღიარება და ამასთან უდიდესი მოთხოვნილება პროდუქციაზე.

ჩვენს დროში «J.G. ANSCHÜTZ GmbH» კვლავაც აგრძელებს პოზიციების დაცვას ყველა სახის მცირეკალიბრიანი სპორტული იარაღების სფეროში. გარდა ამისა, ანშუტცის მცირეკალიბრიანი იარაღები ძალიან პოპულარული გახდა მონადირეთა წრეებშიც. კომპანიის სანადირო ასორტიმენტის სია საკმაოდ დიდია: ესენია ''Anschutz 1416'' და ''Anschutz 1717'' ტყვიებისთვის .22LR, ''Anschutz 1516'' უფრო მძლავრი ტყვიისთვის .22WMR. თავის დროზე დიდ ინტერესს იწვევდა ასევე ნახევრად ავტომატური მცირეკალიბრიანი შაშხანა ''Anschutz 525'', თანაც ის არასოდეს ყოფილა ზღვარგადასული ღირებულებით, მისი ფასი ცოტათი თუ აღემატებოდა იგივე ''cz''-ს ღირებულებას.

დიდი დრო არ გასულა, რაც კომპანიამ დამაჯერებელი სტარტი აიღო მსხვილკალიბრიანი იარაღების წარმოებაში. ჯერ ბაზარზე გამოჩნდა მექანიკური ''Anschutz 1770'' კალიბრით .223Rem, წარმოებული კომპანიისთვის უკვე სტანდარტად ქცეული რამოდენიმე მოდიფიკაციით (D–სასხლეტი თავისუფალი მოძრაობის გარეშე, E–ერთჯერადი დატენვით, HB–მძიმე ლულის ეფექტი და ა.შ.). მან მონადირეთა საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. ნამდვილად, ლულა, რომელიც შესანიშნავ სპორტულ დაჯგუფებას აკეთებს, დამცემ-სასხლეტი და ჩამკეტი მექანიზმის ზუსტი მუშაობა, სრულყოფილი კონდახი (ასევე მემარცხენეთათვის) –ეს ყველაფერი რამდენად კარგად იმუშავებს არა შეჯიბრების და სასროლეთის, არამედ რეალურ სანადირო პირობებში? შემთხვევითი არაფერი არ ხდება–1975 წლიდან სიტყვა ბიატლონი და ანშუტცი პრაქტიკულად გახდნენ სინონიმები, იმ ხნიდან მოყოლებული ჩვენს დრომდე, ოლიმპიადის და მსოფლიოს ოქროს მედლების აბსოლიტური უმრავლესობა სწორედ ანშუტცის იარაღებითაა მოპოვებული–იარაღი არამარტო ზუსტია, არამედ ამასთანავე ის ძალიან საიმედოა ნებისმიერ ამინდის პირობებში.

ასე და ამგვარად ანშუტცი დამაჯერებლად გადაკვალიფიცირდა სპორტიდან სანადირო სფეროში, მაგრამ ამასთანავე არ დაკარგა პოზიციები სპორტულ სამყაროში, მეტიც, ის დროდადრო კიდევ უფრო ვითარდება და გვთავაზობს ახალ-ახალ სიახლეებს. ეს ის ფირმაა, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე და განვითარებაზე, ის არ დგას ერთ ადგილზე და ცდილობს ადგილი დაიმკვიდროს სხვა სფეროებშიც, მაგალითად მონადირეთა საზოგადოებაში. კომპანიამ მონადირეებს საჩუქარი გაუკეთა და აჩუქა მაღალტექნოლოგიური ზეზუსტი ლულა, ასევე ანატომიური კონდახი, აქამდე ის სპორტის საკუთრება იყო, ასევე კონდახი ხვრელით ხელის უკეთ მოსაკიდებლად. ასეთი კონდახების გაკეთება მოგვიანებით ცნობილმა ფირმებმა ბლაზერმა და ზაუერმაც დაიწყეს. ეს მემგონი საკმარისი მიზეზია, რომ ფირმას ხოტბა შევასხათ...

მეგობრებო შეაფასეთ პოსტი, მეც შეიძლება რაიმე შეცდომა გამეპაროს, თემა გახსნილია განხილვისთვის, რათა უკეთ დაიხვეწოს პოსტი და შესაბამისად ჩვენი ცნობიერება. მადლობა წინასწარ❤

მიმაგრებული გალერეა

  • Screenshot_20191116_120734.jpg
  • Screenshot_20191116_120701.jpg
  • Screenshot_20191116_120644.jpg
  • Screenshot_20191116_120628.jpg
  • Screenshot_20191116_120719.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
თემო ჩაინიკა :D 13

თემო ჩაინიკა :D 13

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPip
  • 486 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia

ეუფ ეგი რაიააა სიმონ რა კაი რამეაა



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 97 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
თემო ჩაინიკა :D 13, მართლა კარგი რამეა





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?