Jump to content


ამ თემას აქვს 15 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39785 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

c56555e1401b.jpg
საწნახელი

საწნახელი — ყურძნის დასაჭყლეტი, დასაწნეხი, დასაწური და ღვინის დასაყენებელი ჭურჭელი, ძირითადად საქართველოში. ამზადებდნენ ხისგან (ცაცხვი, წაბლი, თელა, თხილი), ქვისგან, კვეთდნენ კლდეში. ხის საწნახელი ძირითადად ორი სახისაა: მრგვალი და გაკუთხული. პატარა ხის საწნახელი 15-20 ფუთს იტევს, ხოლო დიდი — 3000 ფუთს. ამჟამად ხის საწნახელები ხმარებიდან გამოსულია. იშვიათად გვხვდება ცემენტის ხსნარით ნაგები საწნახელები.
უძველესი კლდეში ნაკვეთი საწნახელები ელინისტური ხანით თარიღდება (უფლისციხე, ზენითი), გვხვდება ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანებშიც. უფრო მოგვიანებით, მეღვინეობის განვითარების უფრო მაღალ დონეზე, გაჩნდა დამოუკიდებელი მოწყობილობა — ჭაჭის მექანიკური საწნახელი. იგი უკვე ნიკორწმინდის XI საუკუნის „დაწერილშია“ ნახსენები. აქვეა მოხსენიებული ხის საწნახელი, ქვითკირის „საწნეხი“ და ნაგებობა - "სასაწნელო". საწნახელს იშვიათად დღესაც იყენებენ. რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში ტკბილის ჭაჭაზე დადუღება ძირითადად საწნახელში ხდება. საწნახელში აყენებენ ასევე წყალნარევ, ე.წ. სახარაჯო ღვინოს.
19b3c1a48d4d.jpg

e29c62378136.jpg

კულა

კულა, ღვინის გრძელყელიანი, მრგვალმუცლიანი სასმისი, უმთავრესად ხის, აგრეთვე აყოროსა (გოგრა) და ლითონის (ვერცხლი, სპილენძი). კულის ყელის ხვრელი პირისკენ თანდათანობით ვიწროვდება და სმის დროს რაკრაკა ხმას გამოსცემს, ხმიანი სასმისი ქართულ სუფრაზე სალაღობოდ იხმარებოდა, ზოგჯერ მოჭედილი იყო ვერცხლის ჭედური ფირფიტებით, აყიროს კულას კი გიშრით ამკობდნენ.კულა -ს როგორც სასმისის დამახასიათებელი ნიშანთვისებაა სმის პროცესში სასიამოვნო რაკრაკი, რაც მსმელს დიდ ემოციურ ტკბობას ანიჭებს.
ამგვარად, კულა სხვა სასმისთაგან ხმის გამოცემის უნარით გამოირჩევა, რაც ხორციელდება გრძელი ყელიდა და ტანის თავისებური კონსტრუქციით. რაკრაკს ძალიან უწყობს ხელს აგრეთვე ყელის ნახვრეტის სიღრმეში შევიწროვება. სულხან-საბა ორბელიანი ამ სასმისს მოკლედ , მაგრამ ამომწურავად ახასიათებს: "კულა ხის სასმისი, ხმიანი."
ხოლო არჩილი საგანგებოდ წერს : "ხელ-ბუჩხობა, კულის გათლა, ვინ მალაფს ხმარობს, ხარატობს".
კულის დასამზადებელი ხემასალაა ბზა, ძელქვა, ურთხელი, ნიგოზი და სხვ მაგარმერქნიანი ხემცენარე.
რაჭაში მსურველი შემდგომი შემკობისათვის კულას ოქრომჭედელთან წაიღებდა, კულების შეჭედვას ეწეოდნენ
ონელი ოქრომჭედლები ბერუჩაშვილები.
საქართველოს მმუზეუმში დაცულია როგორც შემკობილი ასევე შეუმკობელი კულები.
წყარო: ლევან ფრუიძე.
მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში.

b56d1b338d4e.jpg

ყარყარა

ყარყარა- ქუსლიანი და მრგვალმუცლიანი სასმისი ღვინისათვის. უტაროა და აქვს უცნაურად მოხრილი ყელი.თასი

ყარყარას შესახებ იტალიელი მოგზაური არქანჯელო ლამბერტი წერდა: ქართველებმა მოიგონეს ჭურჭელი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უღვინოდაც ათრობს კაცსაო... . და მართლაც ყარყარა ყველა სასმისსე ძნელი დასალევია. აბა წარმოიდგინეთ, ადამიანმა ცხვირპირზე უნდა მიიდოს ყარყარას ფართოდ გაშლილი პირი და ღვინო სატუჩედან კი არ უნდა დალიოს, ესე იგი ტუჩზე მიდებით, არამედ ყარყარადან გადმოსული ღვინო კაცს პირდაპირ ყელში ჩასდის და ამ ყოველივეს ერტი ათად ართულებს ის გარემოება, რომ ყარყარას ყელი მოხრილი აქვს და ყელის გადახრა მსმელი ადამიანისაკენაა გადმოხრილი, თქვენ წარმოგიდგენიათ? (ви преставляите?)
ეხლა კი ის მცირედი გადმოცემა, რომელიც ამ ჭურჭელის წარმოშობას უკავშირდება: ერთხელ ერეკლე მეფე, რომელიც ბრძოლიდან იყო მობრუნებული გამარჯვებას ზეიმობდა და მცირედი ნადიმი გაემართა სადაც სმეულება და ჭმეულება ჰქონდა, ამ დროს მისთვის მოუხსენებიათ, რომ ამა და ამ სოფელს ლეკები დასცემიანო, გაბრაზებულ ერეკლეს მის წინ მდგარი ვერცხლის სურასათვის მოუკიდია ყელში ხელი და უთქვამს: ასე მოუგრიხავ ყელს ჩვენი ქვეყნის მტრებსაო და სურასათვის ყელი მოუგრეხია პატარა კახს. ასე გაჩენილა ქვეყანაზე ყარყარა.
წყარო: karavi.caucasus.net

2f116f11e8bf.jpg

ყანწი

ყანწი, ღვინისა და არაყის სასმელი რქა. მზადდებოდა ჯიხვის, ხარის, კამეჩის, გარეული თხისა და სხვა რქისაგან. რქას გამოხარშავდნენ, გაასუფთავებდნენ და გათლიდნენ, შემდეგ მოჭედავდნენ, ღილ-მძივებით მორთავდნენ.
ყანწს სასმისად იყენებდნენ ქორწილებსა და ნათლობა-დღესასწაულებზე, განსაკუთრებით პოპულარული იყო აღმოსავლეთ საქართველოში.

635601dc78a2.jpg

გოზაური

გოზაური, ღვინის და არყის ჩასასხმელი მოზრდილი ძირგანიერი თიხის ჭურჭელი (იყენებდნენ საწყაოდაც). იტევდა 1,5-2 თუნგ, ე. ი. 5,8-7 ლ სითხეს. ადრე გავრცელებული იყო მთელს საქართველოში, XIX საუკუნიდან - უპირატესად ქართლ-კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში. გოზაური ზოგჯერ მოჭიქულია, აქვს სწორი, მაღალი ყელი, მგრვალი, იშვიათად ძირისკენ შევიწროებული მუცელი, უტუჩო პირი და ბრტყელი ყური. ხშირად შემკულია რელიეფური ორნამენტით (ცხოველების ან ფრინველების ფამოსახულებები, გეომეტრიული და მცენარეული მოტივები). ზოგ გოზაურზე გამოსახული ქალის ფიგურა ნაყოფიერების ძვფელი ქართული ღვთაებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. აღმოსავლეთ საქართველოში განთქმული იყო სოფ. ნინოწმინდაში დამზადებული მოჭიქული გოზაურები. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცულია გოზაურების (მ. შ. განათხარი გოზაურების) მდიდარი კოლექცია.
წყარო: ka.wikipedia.org

b94a4e598bd1.jpg

თუნგი

თუნგი, თიხის ან სპილენძის ვიწროყელიანი ჭურჭელი. იყენებდნენ წყლისთვის და ღვინის საწყაოდაც. წყლის ჭურჭლად სპილენძის თუნგს, უფრო საქართველოს მთიან რაიონებში ხმარობდნენ. ღვინის საწყაო თუნგი ქართულ წყაროებში XVI საუკუნიდან ისხენიება. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ტევადობის თუნგი ყოფილა გავრცელებული, მაგ., შიდა ქართლში 4-, 5-, 6- და ზოგან 8-ლიტრიანი. XVIII საუკუნეში თუნგის ტევადობა 2 ხელადას (3 - 3,4 ლ) შეადგენდა.
წყარო: ka.wikipedia.org

4c038f115a5d.jpg

კასრი (საწყაო)

კასრი, მარცვლეულისა და ღვინის საწყაო XVI—XVII საუკუნეების იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქართლ-კახეთში. XVIII საუკუნის აღმოსავლეთ საქართველოში მარცვლეულის საწყაო კასრი იყო კოდის 1/2 ან 16,5 (17) კგ, ხოლო დასავლეთ საქართველოში ღვინის საწყაო კასრი — საშუალოდ 46 ლ.
წყარო: ka.wikipedia.org

6610fac2b61d.jpg

კახური კოკა (ჭურჭელი)

კოკა, სითხის საწყაო საქართველოში X საუკუნიდან. მისი ტევადობა სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა იყო. XIII საუკუნის შუა ხანიდან გვხვდება 24-ლიტრიანი კოკა, ხოლო XVI-XVIII საუკუნეებში 8-16 ლიტრიანიც. ლიტრის ზრდის გამო საუკუნეთა მანძილზე კოკის ტევადობაც იზრდებოდა. XIII საუკუნეში 24-ლიტრიანი კოკა 23 ლ იტევდა, XVI-XVII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში კი -050 ლ და მას მრთელიც ეწოდებოდა. XVIII საუკუნის აღმოსავლეთ საქართველოში 10-ლიტრიანი კოკა „სწორ“ (კანონიკურ) კოკად ითვლებოდა (ტევადობა — 4 ჩაფი ან 30-34 ლ). დასავლეთ საქართველოში „სწორე“ კოკა 12-ლიტრიანი იყო (ტევადობა 36-37 ლ). 12-ლიტრიანი კოკის ნახევარს მენახევრე ერქვა. XIX საუკუნის 30-იანი წლების აღმოსავლეთ საქართველოში კოკა 12 თუნგით განისაზღვრებოდა.
წყარო: ka.wikipedia.org

7807d9ef6faa.jpg

ქვევრი

ქვევრი - კვერცხისებური ფორმის, კონუსური (იშვიათად ბრტყელი) ძირის მქონე თიხის ჭურჭელი, ვიწრო ყელითა და დისკოსებური თავით. გამოიყენება ღვინის დასაყენებლად ან მარცვლეულის შესანახად. ქვევრის მოხმარება სპეციფიურია - მას მიწაში ფლავენ და ჰერმეტიულად ხურავენ. საქართველოში ქვევრისებური ჭურჭელი ადრეული ბრინჯაოს ხანიდანაა ცნობილი, თუმცა ბევრი მათგანის კონკრეტული დანიშნულება უცნობია. ქვევრი მრავლადაა გამოვლენილი ანტიკური ხანის ნამოსახლარებსა და სამაროვნებზე.
წყარო: ka.wikipedia.org

1fd3135dc08d.jpg

ჩარექა
კახეთის მხარისათვის დამახასიათებელი საღვინე ჭურჭელი "ჩარექა".არსებობდა დუქნის ჩარექა და ჩვეულებრივი ჩარექა.
8e864d66e187.jpg

ღვინის განსხვავებული სასმისი "მარანი"

d479e83b29f0.jpg

"ორჭინჭილა", ღვინის განსხვავებული სასმისი

ed45bdb406a1.jpg

ღვინის განსხვავებული სასმისი "სამტარიანი"

151fe566d7f7.jpg

ხელადა

3c7936826b59.jpg

სასმისი ირემიტონ. თიხა

6f5667eb822a.jpg

სამაჭრე

443c307b1f66.jpg
ფიალა

9ffde9983f78.jpg
დოქი

82f9dbf1e185.jpg
ტოლჩა
e596279d357f.jpg

ლამპის შუშა

52c15057b5f9.jpg

ტიკი
სურათები გადაღებულია გიორგი ბარისაშვილის მიერ


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კარგი თემაა ბაბუ, მადლობა რომ გახსენი ეს თემა.

უე მაგ განსხვავებული სასმელის, "მარანი" ის დანახვაც აღარ მინდა ამისწინ სამიცალი დავლიე და ჯერ კიდევ ვერ გამოვედი ისეთ დღეში ჩავვარდი.



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39785 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კაცოუ ეს ვინა სთქვა რომ ჭურჭელია????

e596279d357f.jpg

 

 

 

მა ეს რაღაა ჰა? კახეთში სუ ამითი არ გვალეინებენ , ამის დედა რო ვატირე ჰა ?? და ეს აღარაა მაშ ჭურჭელი????

 

f03a1614e8c9.jpg

 

მა ესააა?

t0ez1.jpg

 

 

მა ესაა? ქუხილიჩის საყვარელი ჭურჭელი???

 

8r30v.jpg

 

 

ეეე ეს როგორი ნაკლული სტატია ყოფიილა კაცოუუ ;) :0023:


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39785 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.ჰმმმ მა ვაზა? ბესოს საყვარელი სასმისი? ე რამდენია გამორჩენილი მაგ სტატიაში კაცოუუუ :DDD 19bbaf2c6e9d.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 517 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:რაჭველი

რა მაგარი თემაა  ორიცალი ორასიანი შემზადებული მაქვს ბაბულიკ მოკლედ შემდეგ წელს დავწუროთ ღვინო ჩემთან  ვიყიდოთ ყურძენი და ლეგიონის სახელზე გვექნება ისე რამდენი ხანია მაგას ვგეგმავთ არა :)))) ამ სეზონზე მაინც განვახორციელოთ  :ki:



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39785 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჩაარტყი ხელი :good:


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1849 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

მიგულეთ თქვენ გვერდით!



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39785 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ესეც 3 კაცი, გუგა მეოთხე.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39785 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ესეც 3 კაცი, გუგა მეოთხე.....

ბექა და მეტეორაც შემოგვიერთდებიან , (ადრე ვილაპარაკეთ)


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1631 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი

ეხლა გადაგვარდა და გადაჯიშდა ყველაფერიმერე იძახიან პახმელია მკლავსო! სად იყო ადრე პლასტმასი ან ვინ აკარებდა საერთოდ ყვინოს! მარტო დალოცვილი ქვევრი და მუხის კასრები. დაწრურვითად ფეხით წურავდნენ ხის საწნახელით. ყურძენს კიდევ გორდრებში კრეფდნნენ. აბა დაფიქრდით, მეტალი ან პლასტმასი არ ხვდებოდა ყურძენს და მითუმეტეს ღვინოს. იმიტომ იყო უნიკალური და საუკეთესო ძველი ქართული მამაპაპური ღვინო.



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mustafa

mustafa

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 811 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:tbilisi

სამაგიეროდ, ეხლა არის სასწრაფო დახმარება  :0024:  :0024:  :0024:



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5373 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ამ შაბათ-კვირას, სოფელში გახლდით 2 დღით და ჩემთან მარანში ძველი სასმისები აღმოვაჩინე, დიდად მესიამოვნა, არც ვიცოდი ამდენი ფიალა და ჭინჭილა თუ მქონდა სახლში :)



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1631 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი

ამ შაბათ-კვირას, სოფელში გახლდით 2 დღით და ჩემთან მარანში ძველი სასმისები აღმოვაჩინე, დიდად მესიამოვნა, არც ვიცოდი ამდენი ფიალა და ჭინჭილა თუ მქონდა სახლში :)

აბა ამას უყურე ეხლა :D წამო წავიდეთ ძმობილო კარგად მოვძრბნოთ ყ ელა არ დაგრჩეს სადმე რამე :D

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39785 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაიმეე , თქვენ რომ კაცი არ გიცნობდეთ, იფიქრებდა , ამ საცოდავებს ეტყობა ქეიფის და დროსტარების კატასტროფული დეფიციტს განიცდიანო.

:DDD 


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5373 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

:DDD  :DDD  :DDD







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?