Jump to content

სურათი

ჯესის პირველი ნადირობა ქათამზე

ქათამი ჯესი ნადირობა

ამ თემას აქვს 27 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 347 პოსტი
მოგესალმებით მეგობრებო.

რამოდენიმე დღის წინ გახლდით სანადიროდ ტყის ქათამზე, რეპორტი ცოტათი დამიგვიანდა, იმედია მაპატიებთ ))
დავიწყებ იმით, რომ მყავს 1 წლის კურცჰარი, რომელიც შესანიშნავად დაიგეშა მწყერზე. მისი ასაკის გათვალისწინებით გამოავლინა შესანიშნავი თვისებები: ჟინი, აზარტი, მიტანება, მყარი ნაბული, ჩამოგდებულის პოვნა, რამაც ერთი-ორად გამიმძაფრა ტყის ქათამზე სეზონის გახსნის მოლოდინი.

legion.ge_12995dc063b77492c.jpg
legion.ge_12995dc063c6bf648.jpg
legion.ge_12995dc063d1b3b47.jpg
legion.ge_12995dc063db7582b.jpg

ეს დღეც დადგა.
როგორც ხდება: მეგობრის ზარი, (გოგა ხელაძე).შემოთავაზება, შეთანხმება, და დაიწყო სამზადისი.
რათქმაუნდა მთელი ღამე ვერ დავიძინე, ეს იყო ჯესის პირველი გასვლა ტყის ქათამზე.
ლოკაცია - თიანეთი, სოფ. ჟებოტა.
დილით - დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას შევიკრიბეთ 7 ადამიანი, (ჩვენი ოთხფეხა მეგობრებით, ბევრი დრო არ დაგვიკარგავს პირდაპირ გაუდექით გზას.
მშვიდობით ჩავედით, დილის მადლი შევიწიეთ, როგორც წესია ))
და დავიწყეთ.
ჯგუფი გაიყო ორ ნაწილად, სამი და ოთხ კაციან ჯგუფებად.
ბიჭებმა გვირჩიეს ტყის მასივში შესვლა, რადგან წინა დღეებში ნანადირები ჰქონდათ იმ ადგილებში და გვითხრეს, რომ ტყეში ქათამი იყო. ხოლო თვითონ მეორე ჯგუფი გავიდა ჭალაში.
ბევრი რომ არ გავაგრძელო 3 საათიანი სიარულის შემდეგ სამწუხაროდ დავრჩით გაწბილებულები. ერთი ცალიც კი არ გვინახია.
ნუ, რას ვიზამდით, ვიფიქრეთ, ქათამი გასულია, გადაფრენილია, ან მთიდან ჩამოწეული არაა... მოკლედ ხასიათზეც ცოტა იმოქმედა, ძაღლებსაც აზარტი და ჟინი დაეკარგათ, ამასობაში ცოტათი მოგვშივდა კიდეც და გადავწყვიტეთ წახემსება.
დაუკავშირდით მეორე ჯგუფს და რამოდენიმე წუთში მანქანებთან შევიკრიბეთ.
აი აქ კი ცოტა გასაოცარი რამ მოხდა, აღმოჩნდა, რომ მეორე ჯგუფს აღებული ჰქონდა 8 ცალი, დაახლოვებით 20 ცალი ნანახი და მშვენიერ ხასიათზე იყვნენ.
სიმართლე გითხრათ გამიხარდა, რადგან აღებულ ქათამს მაინც ვასუნინებდი ჯესიკას (ესეც მოვიქეცი). ბიჭებსაც მივულოცე წარმატებული ნადირობა,
თუმცა მალევე გამოვხატე ჩემი უკმაყოფილება და პროტესტი, თან ვცდილობდი მაქსიმალურად კორექტულად მოვქცეულიყავი, რადგან მათ უმეტესობას არ ვიცნობდი, და არ ვიცოდი როგორ გამიგებდნენ, ისიც არ მინდოდა ჩემო მეგობარი უხერხულ სიტუაციაში ჩამეგდო, თუმცა ვერ მოვითმინე და საყვედური მაინც ვთქვი: თუ იცოდით ქათამი სად იყო ჩვენთვისაც გეთქვათ ან ნადირობის პროცესში გადმოგერეკათ და ჩვენც შემოგიერთდებოდით თქო.
მითუმეტეს თავიდანვე ნათქვამი მქონდა ძაღლი პირველად მყავს ქათამზე და პრინციპულად მჭირდებოდა მისთვის სულ ცოტა ერთი ნაბული.
სიმართლე გითხრათ ხასიათი გამიფუჭდა, ალბათ შემეტყო კიდეც, წამოსვლაც დავაპირე.
ჩემმა სიტყვებმა რათქმაუნდა ცოტა უხერხულობა შექმნა, მაშინვე მთხოვეს დავრჩენილოყავი და მეორე გასვლა გაგვეკეთებინა უკვე ჭალაში, მათთან ერთად.
აი აქ, უკვე მოხდა ის რასაც არ ველოდებოდი.
ჭალაში შესვლიდან დაახლოვებით 15წთ/ში ჯესიკას პირველი ნაბული, სტოიკა დააა ამოიყვანააა, სროლისთვის მზად ვიყავი, ეს იყო წამი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ერთი რამ ვიცოდი, არ უნდა ამეცილებინა !!! ესეც მოხდა, ჩამოვარდა, დაჭრილი, ჯესი გაიქცა დააა პირველი კონტაქტი ტყის ქათამთან.


ნადირობა შედგა, სულ ვნახეთ დაახლოვებით 20 ცალი. ჯესიმ ნაბულით ამოყვანა 4 ცალი.

legion.ge_12995dc0754f1caed.jpg

საბოლოოდ შევაჯამებ და ვიტყვი, რომ ეს იყო წარმატებული ნადირობა, მადლობა ჩემ ძმას გოგლიკოს. რაც მთავარია ჯესის კონტაქტი ტყის ქათამთან შედგა, თან რამოდენიმეჯერ. მიზანი მიღწეულია. წინ კიდევ ბევრი ნადირობა გველოდება.

ჩამსწორებელი Doc-lasha, 04 November 2019 - 11:21 PM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
თემო ჩაინიკა :D 13

თემო ჩაინიკა :D 13

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 375 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia

მაგრად მაინტერესებს ქათამზე ნადირობა არასდროს ვყოფილვარ 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2138 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
ბუთურ რუქაზე მაჩვენებ სად იყავი ზუსტად???

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 603 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი

მშვენიერი ნადირობა გამოგსვლია ძმობილო. :good:



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2965 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

ყოჩაღ შენ და აფერუმ ჯესის  :good:



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1746 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
საბოლოოდ კაი ნადირობა გამოგსვლია, გილოცავ.

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 347 პოსტი
mtiuli_1, კი ძმაო განახებ.

levani toklikishvili, SGD, _alex_, მადლობა ძმებო.

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1030 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)
ჰა დასცხე ბუთურ :)

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mustafa

mustafa

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 911 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:tbilisi
ჰა, რაზგონს იღებთ?

:)

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1030 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)
ხო პაწა ხელი წაუკარი ;)

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 347 პოსტი
დოკი, მადლობ.

ჩამსწორებელი Doc-lasha, 05 November 2019 - 07:18 PM.


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40848 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბუთურ ტყეში არ გადაგიღია ფოტოები ტო? 



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 347 პოსტი
babu, კი გადავიღე, თან ძალიან კარგი, ეხლავე დავდებ. საოცარი ადგილები ვნახე ტყეში.

legion.ge_12995dc19570e7578.jpg
legion.ge_12995dc1957d2b97a.jpg
legion.ge_12995dc1959ae6de5.jpg
legion.ge_12995dc195c4e987a.jpg
legion.ge_12995dc196090840b.jpg
legion.ge_12995dc1963d45ce9.jpg
legion.ge_12995dc1965baed59.jpg
legion.ge_12995dc19686e893f.jpg
legion.ge_12995dc196dd950de.jpg

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40848 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მონასრეის ნანგრევებია. რა ლამაზია და რა კარგად შემონახული. ნუთუ არ შეიძლება რომ მიხედონ? ეს ხომ ნჩვენი ისტორიაა. საღოლ ბუთურ მაგარ ადგილას ყოფილხარ და აუცილებლად გვაბახე ეგ ადგილები ძმობილო. 



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 603 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი
კარგი კადრებია, მეც მინდა ამ დღეებში გასვლა სადმე თორე საუკუნეა აღარ ვყოფილვარ ბუნებაში. ძაღლი არ მყავს მარა ჩემს ჭიას გვახარებ :D





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?