.
ჩიბუხა გადამფრენ სასარგებლო ფრინველთა იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ნაწილობრივ ზამთრობენ. ადრე გაზაფხულზე ჩიბუხა ბრუნდება თავის სამშობლოში (ჩრდილოეთის ქვეყნებში), სახლდება ჭანჭრობში, ჭაობიან ჩირგვნარებში, ლერწამსა და სხვა მსგავს ადგილებში.აგრეთვე მდინარეებისა და ტბების ჭაობიან ადგილებში, საქონლის მიერ დატოვებულ ღრმა კვლებში და სხვა.
აქ მამლები სატიხტაო ფრენას იწყებენ, რომელიც დიდხანს გრძელდება. ნორმალურად ჩიბუხა ღამის ცხოვრებას ეწევა, ხოლო ტიხტაობის დროს მისი ნახვა მთელი დღის მანძილზე შეიძლება. ჩიბუხა 4 კვერცხს დებს. ბარტყების გამოჩეკას 21 დღე სჭირდება. ბარტყების გამოზრდაში მამალი არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს და ტიხტაობის დამთავრების შემდეგ მალე შორდება დედალს. ჩიბუხას საკვებია: ჭიები, მწერები, მათი კვერცხები და ნაწილობრივ მცენარეთა კვირტებიც.
საინტერესოა ჩიბუხას მიერ ნიადაგიდან საკვების მოპოვების ხერხი: იგი თავის გრძელ ნისკარტს მთლიანად არჭობს ნიადაგში და ნისკარტის წვერზე არსებულ მეტად შემგრძნობი ნერვული დაბოლოების დახმარებით ადვილად გრძნობს მიწაში მყოფ ცოცხალ არსებას (ჭიაყელას, მატლსა და სხვ.)რომელიც ნისკარტით ამოაქვს ნიადაგიდან.
ჩიბუხა ძალიან კარგად დარბის და სწრაფად დაფრინაბს. აფრინდება თუ არა, აკეთებს ჩქარსა და სხვადასხვა ზიგზაგებს, ხოლო შემდეგ მიფრინავს შედარებით სწორად..შემოდგომობით ჩიბუხა ინტენსიურად იკვებება და სუქდება, უფრო თვინიერი ხდება და ადვილად უჩერდება ძაღლს ნაბულზე. . ჩიბუხაზე სანადიროდ საჭიროა გამძლე კარგი ყნოსვის მქონე მეძებარი. მასზე ნადირობა შეიძლება მთელი დღის განმავლობაში, უკეთესია თბილი და წყნარი ნაწვიმარი ამინდი. ჩიბუხა თავისი სწრაფი ფრენის გამო მეტად ძნელი მოსაპოვებელია და ამისათვის მასზე ნადირობა დიდ სპორტულ ინტერესს იწვევს. მის მოსაპოვებლად ხმარობენ 10-12 ნომერ საფანტს.