Jump to content


ამ თემას აქვს 9 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 93 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
გარეული ინდაური

ნაწილი 1

ჩრდილოეთ ამერიკაში გარეულ ინდაურებზე ნადირობას საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს, მადლიერების დღეც სწორედ აქედან იღებს სათავეს. ლეგენდის თანახმად, 1621 წლის ნოემბერში ინგლისიდან პირველი მიგრანტები შიმშილის ზღვარზე იმყოფებოდნენ, ისინი გადაარჩინეს ინდიელთა ტომების მონადირეებმა, რომლებიც მიმხვდურებს ველურ ინდაურით და ტკბილი კარტოფილით უმასპინძლდებოდნენ.

ცოტათი განსხვავდება ისტორია, თვითონ ინდიელების სიტყვებით დაწერილი, რომლებიც იმ ეპოქის თანამედროვეები იყვნენ: ის გვამცნობს, რომ, როდესაც გაიგეს თოფების სროლის ხმა, ინდიელებმა გადაწყვიტეს, რომ მიგრანტები საომარ ბილიკზე გამოვიდნენ, მაშინ ტომის ბელადმა ''ვუამპანოგი''-მა, შეკრიბა 90 ერთეული მეომარი და წავიდა ფერმკრთალსახიანებთან პირისპირ შესახვედრათ. დაინახა რა, რომ მიგრანტები არ აპირებენ ბრძოლას, ისინი მხოლოდ მოსავლის აღებას ზეიმობენ, მან თავისი მეომრები გაგზავნა სანადიროთ, და მათ, რომლებმაც მოინადირეს 5 ირემი და რამდენიმე ათეული ველური ინდაური, შეუერთდნენ ფერმკრთალების ზეიმს. მას მერე თითქმის ოთხასი წელი გავიდა, მაგრამ მადლიერების დღე (მადლიერების დღის პირველი აღნიშვნის თარიღი და ადგილი სადავოა. თუმცა, მადლიერების დღე თავისი ტრადიციული ატრიბუტებით პირველად აღინიშნა პლიმუთის პლანტაციებში 1621 წელს), სადაც მთავარ კერძად ველური ინდაური ითვლება, დღესაც ცოცხალია. ამერიკელების უმრავლესობა, ყოველი წლის ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს ინდაურის დღეთ მოიხსენიებს. დღესასწაული, რომელსაც უმეტესად შეერთებულ შტატებსა და კანადაში აღნიშნავენ. ტრადიციულად, მას ზეიმობენ მოსავლის აღების შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად. მიუხედავად რელიგიური წარმომავლობისა, ამჟამად მადლიერების დღე საერო დღესასწაულად ითვლება.

ამერიკაში ინდაურებზე ნადირობის სეზონი გაზაფხულზე და შემოდგომაზე იხსნება, მეორედ სწორედ მადლიერების დღის წინ, რამდენიმე დღით ადრე. მაშინ, როდესაც ერთნი ხორცეულის მაღაზიებში ფასდაკლებებზე ნადირობენ, რათა ფერმაში გამოზრდილი ინდაური იყიდონ, ამ დროს ამერიკელი მონადირეების უმრავლესობა, ამჯობინებს ტრადიციების მიხედვით გავიდეს ტყე-ველში და თვითონ მოიპოვოს ეს მადლიერების დღის სუფრის მშვენება, გარეული ინდაური. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ნადირობა იზიდავს ყველა ფენის და კლასის წარმომადგენელს–ფერმერიდან, რომელიც საკუთარ მიწაზე ნადირობს, ქალაქის მაცხოვრებლამდე, რომელიც სპეციალურად მიდის ქალაქიდან მინდორში ინდაურზე სანადიროთ. ეხლანდელი ამერიკის პრეზიდენტის შვილებიც კი დონალდ-უმცროსი და ერიკ ტრამპი–ორივე სტაჟიანი მონადირეები არიან და მადლიერების დღის სუფრისთვის ამჯობინებენ თვითონ საკუთარი ხელითმოიპოვონ გარეული ინდაური.

ჩრდილოეთ ამერიკაში გარეული ინდაური შავი შეფერილობისაა, მისი სიგრძე ერთ მეტრს აღწევს, ხოლო გაშლილი ფრთების სიგრძე მეტრა-ნახევარს. ისინი თითქმის ყველაფერს მიირთმევენ, როგორც მცენარეულ საკვებს, ასევე მწერებითაც იკვებებიან. ჩრდილოეთ ამერიკაში ინდაურებზე ნადირობა–ადვილი საქმიანობა სულაც არაა, როგორც წესი, მოითხოვს გამოცდილებას, სწორ ეკიპირებას და დიდი მოთმინების მარაგს, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე ფრთხილია ფრინველებს შორის ( მასზე ხრახნულლულიანი იარაღით ნადირობა აკრძალულია). ამიტომ, თუ ნადირობის დროს ის ასეულ მეტრზე შენიშნეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში ნადავლით დაბრუნდებით. ინდაური არამარტო აკვირდება მოძრაობას, პრინციპში როგორც ყველა ბუმბულიანი ფრინველი, არამედ ნამდვილი არწივის მზერა გააჩნია, არჩევს ფერებს და ხედავს ულტრაიისფერ დიაპაზონში, ასე რომ, იაფფასიანი კამუფლირება ხალასი ფერებით არ გამოგადგებათ. ათეულ მეტრებში დისტანციაზე მას შეუძლია თქვენს ტანისამოსზე გაარჩიოს ღილები, თქვენი თვალის თეთრი გარსი და ხელზე მაჯის საათი. თვალების თავისებური განლაგების წყალობით მისი მზერის არეალი შეადგენს 270 გრადუსს, მის გარშემო უყურადღებოდ არაფერი რჩება. ამავე დროს მინდა ავღნიშნო, რომ მიუხედავათ ასეთი უნივერსალური მხედველობისა, ეს ფრინველი არ არის დაჯილდოვებული უხვი ჭკუით 😀 (რბილად რომ ვთქვათ). მე მაქვს ნანახი ვიდეო, სადაც მამალი ინდაური ებრძვის ჩვეულებრივ შავ ცელოფნის პაკეტს, რომელიც დიდი ალბათობით აღიქვა მოწინააღმდეგედ და ტერიტორიის შემცილებლად. მოკლედ ასეთი არაჩვეულებრივი არსებაა 😀.

ინდაურის ამ მახასიათებლების გათვალისწინებით მასზე ნადირობა ბევრ ნიუანსს ითვალისწინებს: შესანიღბი ბადეები, დასადგამი დეკორატიული ინდაურის ფიტულები, ეკიპირებული ტანისამოსი, სატყუარები–ეს უკანასკნელები ფართოდ გამოიყენება იმიტომ, რომ გაცილებით ადვილია მოიტყუოთ ინდაური შენიღბულმა, მკვეთრი მოძრაობების გარეშე, ვიდრე თქვენ თვითონ მიეპაროთ მას. ფიტულები როგორც წესი მზადდება რეზინისგან ან პოლისტიროლისგან, რომლებითაც გამოსახავენ დედალ, ან მამალ ინდაურს.

დღესდღეობით სატყუარების არჩევანი ძალიან დიდია, ელექტრო მოწყობილობებიდან დაწყებული, დამთავრებული მემბრანული ჩასაბერებით, რომლის დახმარებითაც მონადირე პირით ჩაბერავს სატყუარას, თვითონ არეგულირებს ხმის გამოცემის სიხშირეს და ინტენსივობას. ჩემი სუბიექტური აზრით უკნასკნელი უფრო პრაქტიკულია.

ინდაურზე ნადირობისას წარმატება დამოკიდებული არ არის მხოლოდ კარგ შენიღბვაზე (კამუფლირებაზე), არამედ ასევე დამოკიდებულია მოტყუების ხელოვნებაზე, საჭირო დროს საჭირო ხმებით. ინდაურზე მონადირეები ხშირად სეზონამდე რამდენიმე დღით ადრე იწყებენ პრაქტიკას, სატყუარით ამუშავებენ იდეალურ ხმას. ინდაურებს შეუძლიათ ყალბი ხმის გარჩევა და რაიმე არაბუნებრივი ხმის მოსმენისას შეუძლიათ უბრალოდ წავიდნენ, ასევე თუ ძალიან ინტენსიურია ხმების გამოცემა და დაჟინებით ეცდება მონადირე მათ მიტყუებას. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, დიდის პატარით მიღწევა შესაძლებელია, ხანდახან ნაკლებად ინტენსიური ხმა მათში მეტ ინტერესს იწვევს და უფრო იზიდავს ინდაურს. ამიტომ, ჩასაბერი სატყუარებით ვარჯიში და პრაქტიკა ინდაურზე ნადირობის წარმატებასთან პირდაპირ პროპორციულია. ინდაურის მონადირება ჩრდილოეთ ამერიკაში ნებადართულია მხოლოდ საფანტის თოფით, მშვილდით ან პნევმატური იარაღით არანაკლებ .22 კალიბრისა. ცეცხლსასროლი ხრახნლულიანი იარაღის ხმარება აკრძალულია, რამდენადაც ის მონადირეს ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს და გადარჩენის შანსები ინდაურისთვის თითქმის ნულს უტოლდება.

ცოტა ხნის წინ დავინტერესდი ერთ-ერთი ყველაზე რთული ველურ ინდაურზე ნადირობის სტილით–ნადირობა მიპარვით მშვილდის გამოყენებით ძველებურად, ინდიელი ამერიკელების ტრადიციებით. ეს მეთოდი პირველ რიგში ითხოვს წარმოუდგენლად დიდ მოთმინებას. ამოცანა მდგომარეობს შემდეგში: იყენებ შენიღბვას, ანუ შესაბამისი ტანისამოსის სახით, ასევე ნიღაბს სახის დასაფარად ან საღებავებით იხატავ სახეს, ასევწ ხელთათმანებს, კიდევ სპეციალურ ფარს ან ქოლგას, რომელზედაც ინდაურია გამოსახული, ასე ნელნელა მიცოცავ ინდაურისკენ და უახლოვდები რამდენიმე ათეული მეტრით, თან შენს წინ ფარია ან დასაკეცი ქოლგა. ხანდახან ეს მეწყვილესთან ერთად კეთდება: ერთ მონადირეს თავის წინ ისე რომ მას ფარავდეს უჭირავს ფარი ან ქოლგა და ინდაურის იმიტაციას აკეთებს, მეორე მონადირე–თოფით ან მშვილდით, წინას ფარად იყენებს. მინდა აღვნიშნო, რომ ფარად შეიძლება ინდაურის კუდის გამოყენებაც. ასეთი ნადირობა, როგორც წესი მოითხოვს ძალიან ბევრ დროს, მწველი მზის ან კოკისპირული წვიმის ქვეშ ყოფნას და ეს ნამდვილი გამოცდაა ყველაზე მომთმენი მონადირისთვისაც კი. პირველივე არაფრთხილი მოძრაობისას ნადავლი ხელიდან სხლტება და მონადირე იძულებულია ყველაფერი დაიწყოს თავიდან... კიდევ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სასურველია იარაღიც იყოს კამუფლირებული საფარით.

მეგობრებო, მინდოდა იხვზე ნადირობაზეც დამეწერა ერთი-ორი სიტყვა, თან ხომ სეზონიც გაიხსნა, მაგრამ ჩავთვალე რომ ისედაც ყველამ ვიცით იხვზე ნადირობის წესებითქო და ისევ ამ თემაზე შევაჩერე არჩევანი, თან ჩვენთვის უცხოა ინდაურის თემა და ვიფიქრე რაიმე ახალს მივაწვდითქო მკითხველს. პრინციპში არც ეგაა პრობლემა და თუ იქნება ინტერესი დავწერ იხვებზეც, კომენტარებში გამოხატეთ თქვენი სურვილი. მადლობა თუ წაიკითხეთ და მოგეწონათ... ❤

მიმაგრებული გალერეა

  • Screenshot_20191027_132246.jpg
  • oxota-na-dikuyu-indejku-07.jpg
  • 3342198.jpg
  • 912eda25d947855abfd6da07b5c7857e.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
თემო ჩაინიკა :D 13

თემო ჩაინიკა :D 13

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 375 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia

რამდენადაც ვიცი ძალიან კარგი სანადირო ეგზემპლარია



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 93 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
თემო ჩაინიკა :D 13, რათქმაუნდა, ნერვების მომშლელი და ამავე დროს აზარტული

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
თემო ჩაინიკა :D 13

თემო ჩაინიკა :D 13

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 375 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia

ამერიკის საიტებზე რო ვუყურებ ხოლმე რევულვერებით კლავენ ვშტერდები ხოლმე'



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
თემო ჩაინიკა :D 13

თემო ჩაინიკა :D 13

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 375 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia

და თან მაგარი აგრესიულიცაა



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 93 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
კიი აგრესიულია

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
თემო ჩაინიკა :D 13

თემო ჩაინიკა :D 13

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 375 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia

საქართველოშიც რო იყოს კაი იქნება 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 93 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
შინაურებზე ვივარჯიშოთ ახალწლის წინა დღეს

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
თემო ჩაინიკა :D 13

თემო ჩაინიკა :D 13

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 375 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia
ბაზარი არაა გაუშვი მინდორში და გაერთე

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40849 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არის განცხვავება ველურ და შინაურ ინდაურს შორის? ანუ ვიზუალურ სხვაობას ვგულისხმობ







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?