Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
მონადირე - ეს არ არის ადამიანი უბრალოდ იარაღით ხელში, პირველ რიგში - ეს არის დიდსულოვანი ადამიანი.

ნადირობის კანონი - არასოდეს წახვიდე ხმაურზე, წადი იქ, სადაც სიჩუმეა.
-----------------------------------------------------------------------------
ნადირობა — გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება. ადამიანის საწარმოო მოღვაწეობის ერთ-ერთი უძველესი დარგი. თავდაპირველად (პალეოლითის ეპოქაში) ნადირობა კოლექტიურ ხასიათს ატარებდა და ნანადირევსაც კოლექტიურად იყენებდნენ. იგი შეხამებული იყო მეთევზეობასთან, მიწათმოქმედებასთან, მეცხოველეობასთან და სხვა დარგებთან. სახოგადოების განვითარებასთან ერთად წარმოიშვა ნადირობის ინდივიდუალური ფორმა, რომელიც თანდათანობით (განსაკუთრებით ჩრდილოეთ განედში) გადაიზარდა რეწვაში.

ნადირობის უძველესი იარაღი იყო ქვა, ქვის ნაჯახი, კომბალი, ხელშუბი, შორსსატყორცნი შუბი და სხვა, მოგვიანებით — ოროლი, სატევარი, დანა, ბადე, თვითდამჭერი, საჭერი ორმოები. ნადირობის განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა მშვილდის გამოგონებამ (მეზოლითის ეპოქა), რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებამდე ხალხთა უმრავლესობაში ნადირობის ძირითად იარაღად დარჩა. ნეოლითიდან ნადირობისთვის იყენებდნენ ძაღლს, ცხენს, დამჭერ ფრინველს (ბაზს). სანადირო იარაღი, რომელიც დაკავშირებული იყო მეურნეობის ხასიათთან, ძალიან ნელა იცვლებოდა, ნადირობის ტრადიციები კი უცვლელად გადაეცემოდა თაობებს. მაგ., ტუნდრასა და ტაიგაში გავრცელებული იყო ნადირობა ძაღლით აბ ბაზით; აზიის მომთაბარე ტომებისათვის დამახასიათებელია ცხენით, მწერებით, ბაზით; ნადირობა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (მას შემდეგ, რაც XV საუკუნეში ევროპელებმა ცხენი შეიყვანეს) — ცხენით; ამერიკის ტრამალებზე, აზიასა და ევროპის შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელებული იყო ნადირობა ქამანდით (საგდებლის ჩამოცმა) და სატყორცნი იარაღით; ტროპიკულ ტყეების ზონაში სანადიროდ იყენებდნენ მშვილდს, შუბებსა და სხვა იარაღებს.

ცეცხლმსროლელ იარაღის შექმნასთან დაკავშირებით სანადირო თოფი თანდათან ნადირობის ძირითად იარაღად იქცა. ამჟამად ნადირობისთვის იყენებენ სანადირო თოფს, ძაღლებს, თვითმჭერ იარაღს (ხაფანგენს, საჭერ ბადეებს), იშვიათად — დამჭერ ცხოველებს (მწევარი და სოროს ძაღლები), სანადირო უბნებზე ნადირ-ფრინველის მისაზიდად იყენებენ მისატყუარებს (ხორცი, თევზი, ნიგოზი, არომატიული ნივთიერებები და სხვა). თოფით ნადირობისთვის იყენებენ შემდეგ საშუალებებს: ნადირ-ფრინველთა დაფრთხობას მონადირე ძაღლის საშუალებით, კვალის აღებას თოვლის საფარზე, საკვებ მოედნებთან და წყლის სასმელ ადგილებთან ჩასაფრებას, დედლის ან მამლის ხმის მიბაძვას, ცოცხალი ცხოველით მიტყუებას (აპელენტი), სოროში შებოლებას ან წყლის მიშვებას და სხვა.
-----------------------------------------------------------------------------
ნადირობა საქართველოში

– განათხარ ძეგლებში ნაპოვნი ძვლოვანი მასალა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ზედა პალეოლითის პერიოდში ნადირობის ობიექტი იყო თხა, ქურციკი, გამოქვაბულის დათვი, მგელი, გარეული ცხენი და სხვა ნადირი. ნეოლითიდან — ირემი, შველი, წავი; ენეოლითიდან — გარეული ღორი, ნიამორი, თახვი, სხვადასხვა ფრინველი; ბრინჯაოს ხანიდან — კურდღელი, მელა და ა. შ. თრიალეთის პეტროგლიფებსა და ბრინჯაოს განათხარ ნივთბზე გამოსახული ნადირი და ნადირობის სცენები მიუთითებს ნადირობის კოლექტიურ ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. სანადირო ფაუნისა და ნადირობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ წერილობით წყაროებში, განსაკუთრებით ვახუშტის თხზულებებში.

ფეოდალურ საქართველოში ნადირობა იყო ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ხალხური საშუალება და ლაშქრის წვრთნის, სამხედრო მზადყოფნისა და მასობრივი შემოწმების ფორმაც. იმდროინდელი გლეხობისათვის ლაშქარ-ნადირობა ფეოდალური ბეგარის ერთ-ერთი სავალდებულო სახეობა იყო. სამეფო კარზე არსებობდა სამონადირეო უწყება, რომელსაც მონადირეთუხუცესი, შემდეგ კი ბაზიერთუხუცესი ხელმძღვანელობდა. მას ემორჩილებოდა „ჯელგის კაცი“, „მრეკალი“, „მესახუნდრე“, ბაზიერი, მეჯინიბეები, ტყეთა და ველთა სამეფო სანადიროთა მცველები და სხვა. განსაკუთრებული ზეიმით სრულდებოდა სამეფო ნადირობა, რომელიც ქართული საახალწლო რიტუალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო სამეფო კარზე. ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში, ეთნოგრაფიული მონაცემებით, ყველაზე უკეთ შემონახული იყო მთიანეთში. ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა (უმთავრესად ტყის ნადირზე), მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის ნადირზე).

აქტიურ ნადირობასთან ერთად ძველ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მახე-ხაფანგებით და ბაზით ნადირობა. ნადირობის როლი თავისებურადაა ასახული ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში. ნადირთღვთაებებად ითვლებოდნენ ნადირთანგელოზი დალი, ნადირთ-მწყემსი ოჩოპინტრე და ა. შ. ზოგი ჩვეულება ბუნების დაცვას ემსახურებოდა მაგ., რაჭაში. მონადირეს ეკრძალებოდა ერთ გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. სანადირო ადგილებიც და სეზონიც განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ მონადირეს სოფელი სასტიკად სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა. როცა მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა, თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა.

ნადირობის მიზნის მიხედვით განარჩევენ სარეწაო, სპორტისა და სამეცნიერო ნადირობას.

სარეწაო ნადირობის მიზანია ბეწვის, ხორცისა და სხვა პროდუქციის მოპოვება მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და ექსპორტისათვის.
სპორტული ნადირობა, გარდა აღნიშნულისა, ითვალისწინებს აგრეთვე მონადირის ფიზიკურ მომზადებას, გამბედაობის და სწრაფი ორიენტირების უნარის გამომუშავებას. ნადირობა დასვენების სპეციფიკური ფორმაცაა. სპორტული ნადირობის საფუძველზე ვითარდება სამონადირეო ტურიზმი როგორც ცალკე ქვეყნებში, ისე ქვეყნებს შორის.
სამეცნიერო ნადირობა ტარდება სამეცნიერო-კვლევის დაწესებულებების დავალებით, რომლის მიზანია სანადირო ფაუნისა და ნადირის დაავადებების შესწავლა, სამხარეთმცოდნეო მუზეუმების შევსება, სამეცნიერო კოლექციების შედგება და სხვა.
საქართველოში ძირითადად განვითარებულია სპორტული ნადირობა, სარეწაო მნიშვნელობა აქვს ბეწვეულის დამზადებასაც (კვერნა, მელა და სხვა). საქართველოს სსრ-ში მოქმედებდა „დებულება ნადირობისა და სანადირო მეურნეობის შესახებ“ (საქ. სსრ მინისტრთა აბჭოს 1963 წლის 10 აგვისტოს დადგენილება; მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1963, 4, მ. 139). ცეცხლსასროლი იარაღით ნადირობის უფლება ეძლევათ მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომელთაც სანადირო ბილეთი აქვთ და მონადირეთა საზოგადოების წევრები არიან. ნადირობის წესების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ, ზოგიერთ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (უკანონო ნადირობა, ბრაკონიერობა). 1977 წლის 6 ივნისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ გამოსცა დადგენილება „რესპუბლიკაში სასარგებლო ფაუნის კვლავწარმოებისა და სამონადირეო მეურნეობის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ“. 1981 წლის 19 ივნისს მიღებულია „საქართველოს სსრ კანონი ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ“.

ნადირობის განვითარების თანამედროვე პრობლემები ბუნების დაცვის საერთო ამოხანების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ცხოველთა მომრავლებას და მის რაციონალურ გამოყენებას. ეს ხდება როგორც სახელმწიფოებში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

მიმაგრებული გალერეა

  • FB_IMG_1570944437473.jpg
  • Screenshot_20191012_105603.jpg
  • Screenshot_20191009_091235.jpg
  • Screenshot_20191003_192443.jpg
  • Screenshot_20191005_133709.jpg
  • Screenshot_20191003_192514.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამ ძალათ მაცხნე "ვაი ცხოველთა დამცველებს" რომ მეტი ინტელექტი და ერუდიცია ქონდეთ ალბათ ნაკლებად ისტერიკული ტონით ისაუბრებდნენ. განსაკუთრებით მონადირეებთან მიმართებაში. 

ჩემი აზრით საერთოდ ცივილიზაცია მონადირეების მადლიერი უნდა იყოს. ყველაზე უპირველესი რაც ჰომოსაპიენსმა გააკეთა ეს იყო შორსმიმავალი დასკვნა. თუ კოლექტიურად ნადირობას მოახერხებდა -გადარჩებოდა. გუნდურობა. ესაა კაცობრიობის ყველაზე უპირველესი აღმოცენა რაც აღმოაჩინა


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

V986672.jpg



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბევრ ქვეყანაში მინადირია , მაგრამ ისეთი ჰუმანური წესი როგორიც ქართველებს ჰქონდათ არც არასდროს არ მინახავს სხვა ერების კულტურაში.

ჯგუფური ნადირობისას გასაგებია რომ ნადავლი გადანაწილდეს  ჯგუფის ყველა წევრზე.

მაგრმ ქართველებს თანასწორობის,, გვერდშიდგომისა და სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება აღმატებულ რანგში ქონდათ.

 

თუ წარმატებული ნადირობიდან დაბრუნებული მონადირე , გზათ ხელმოცარულ ადამანს გადაეყრებოდა , აუცილებლად გაუყფდა ნანადირებს, რომ ოჯახში ცარიელი არ დაბრუნებულიყო

ბაბუაჩემებიც ამას მინერგავდნენ,. ხელმოცარული არასდროს გაუშვა კაცი სახლშიო. მწყერსაც კი ისე ანაწილებდნენ რომ ყველას შეხვედრობა. ჩუბინსაც და ცუდ მსროლელსაც. ე.წ. "საერთო გობის" პრინციპი ერქვა.

 

ასევე კარგ მონადირე სოციალურ პასუხისმგებლობას იღებდა და მონადრებული ობიექტების რაოდენობა თუ აღწევდა , კრიტიკულ ზღვარს - მაშინ 1 წლით , ანუ ერთი სეზონი საერთოდ აღარ მიდიოდა სანადიროთ რაც ნადირს რეგენერაციის და რიცხოვნობის  აღდგენის საშუალებას უტოვებდა.

იარაღის დაფლის - აზათის კანონი ერქვა ამას


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?