მოკლედ შარშან ჩემი სიძე წავიდა საზღვარგარეთ და ვინაიდან მის ვენახზე ვიყავი დამოკიდებული წელს დავრჩი უღვინოდ. გადავწყბიტე წელს ჩემი ძალებით დამეწურა ყურძენი მაგრამ ფინანსების გამო ცოტა გამეწელა განხორციელება ამ ჩანაფიქრის. ჰო და გუშინ საღამოს ვზივარ ჩემითვის სახლში და მირეკავს სიდედრი ფული გადმოგირიცხეო და მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმაო რაშიც გინდა იმაში მოიხმარეო (რაღაცა არსებობს რა) მეც დილას ჩემი წვრილშვილი დავარიგე სკოლა ბაღში და გავარდი ყურძნის ბაზარზე შევიძინე კარდენახია თაფლივით ტკბილი რქაწითელი და ჩავწურე კასრში ეხლა ველოდები დადუღებას და მერე დავაჭაშნიკებთ ყველა ერთად