Jump to content


ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
შტუცერი



შტუცერ-ი [გერმ. Stutzer] – ძველებური თოფი, რომლის ლულასაც შიგნით ხრახნისებური კუთხვილი აქვს. კუთხვილის მქონე მსხვილკალიბრიანი ორლულიანი სანადირო თოფი.
მეგობრებო,დღეს ვისაუბროთ შტუცერზე,რომელიც ნაკლებად აქტუალურია საქართველოში,ამას თავისი მიზეზებიც აქვს,უბრალოდ არაა საჭირო... შტუცერი გამოიყენება განსაკუთრებით დიდი ზომის ნადირზე სანადიროდ. შტუცერებშიც,როგორც ყველა სანადირო იარაღებში,არსებობენ ფავორიტები რათქმაუნდა. ყველაზე ძლიერი სანადირო იარაღი არის შტუცერი,რომელიც დამზადებულია სპეციალური ტყვიებისთვის ,,Nitro Express''. ჩვეულებრივი სასროლი მასალისგან განსხვავებით,,Nitro Express-ში გამოიყენებოდა სწრაფად აალებადი ნიტროგლიცერინიანი დენთი. დღესდღეობით გამოიყენება უფრო რთული შემადგენლობის დენთი,ვიდრე წინანდელში. სასროლი მასალის ანალოგით,ყველაზე ძლიერ შტუცერს ეწოდება ,,ნიტროექსპრესი''. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,ლეგენდარული იარაღები,შეიქმნა არა კიბერნეტიკის,ნანოტექნოლოგიების და საერთო კომპიუტერიზაციის ხანაში, არამედ მაგალითად 1889 წელს,როცა გაჩაღებული ბრძოლა მიმდინარეობდა ინდოეთსა და აფრიკაში ფაუნის წინააღმდეგ. ბრიტანული ფირმა ,,jeffrey''-ის მიერ,შეიქმნა ზეძალის სასროლი მასალა (ტყვია) 600 Nitro Express (15,2X76mm). ის დღესდღეობითაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტყვიაა.



მონსტრი ტყვიების გამოჩენიდან,ყველაზე ძლიერი სანადირო იარაღების ,,ნიტროექსპრესი''-ის გამოშვება,დაიწყო ლეგენდარულმა იარაღების კომპანია ,,HOLLAND&HOLLAND''-მაც. თუმცა1975 წელს ერთმა ექსცენტრულმა მილიონერმა გააფორმა ხელშეკრულება,რომელშიც ნათქვამი იყო,რომ მისი აფრიკული შტუცერი (600 ნიტროექსპრესი ),იქნებოდა უკანასკნელი და მისი ანალოგი აღარ შეიქმნებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ რა თანხებზე იყო ხელშეკრულებაში საუბარი,როცა ნიტროექსპრესების ღირებულება იმ დროისთვის,შეადგენდა 100 000 დოლარზე მეტს. სწორედაც რომ აქედან იწყება ისტორია ზეძალის სანადირო იარაღებზე. 80-იან წლებში კომპანია ,,HOLLAND&HOLLAND''-ს დაუკავშირდა ამერიკელი უილიამ ფელდშტეინი თხოვნით,რომ მისთვის დაემზადებინათ იარაღი (600 Nitro Express) თუმცა კომპანიას ჰქონდა შეთანხმება,რომ აღარასდროს დაამზადებდა მსგავს იარაღს. ბოლოსდაბოლოს ისინი წავიდნენ აფიორაზე და სხვა ხერხს მიმართეს. ფირმა ,, Bell Basic Brass''-მა უილიამ ფელდშტეინისთვის დაამზადა უფრო ძლიერი სასროლი მასალა (700 Nitro Express 17.8X83R), კომპანია ,,HOLLAND&HOLLAND''-მა კი 1989 წელს დაამზადა ალბათ ყველაზე ძლიერი სანადირო იარაღი ისტორიაში(700 Nitro Express). ამ შტუცერიდან პირველ ნადირობაზევე 3 გასროლიდან,ამდენივე სპილო იქნა მოკლული(100%-იანი შედეგი).

მახასიათებლები: აფრიკული შტუცერი-ერთეული იარაღი(იწარმოება რამოდენიმე ათეული) უშვებს მხოლოდ რამოდენიმე ფირმა,ხოლო ეგზემპლარი განისაზღვრება ათეულობით. საუკეთესოდ ითვლება ინგლისური ,,HOLLAND&HOLLAND'' 700 N.E. და გერმანული ,,Heym 88 Safari'' 600 N.E. შტუცერი 700 N.E. ეხლაც დაუმორჩილებელ და ველურ იარაღად ითვლება. შტუცერი კალიბრით.600 იწონის დაახლოებით 6-7 კგ-ს. კალიბრი.700 დაახლოვებით 8 კგ-ია. ამ იარაღის უკუგდების სიძლიერე იმდენად მაღალია,რომ მოუმზადებელ და გამოუცდელ მსროლელს ფეხებიდან წყვეტს,უკვე გამოცდილ მსროლელს კი შეიძლება ხელიდანაც კი გაუვარდეს იარაღი.,მაგრამ სამაგიეროდ ეფექტურობა განუსაზღვრელია. შტუცერი.700 კალიბრის ენერგია იმდენად მაღალია,რომ პირველივე ტყვიის მოხვედრაზევე,ძირს აგდებს სპილოს,რა სხეულის ნაწილშიც არ უნდა მოხვდეს იგი. მაშინაც,როცა ჭრილობა არ არის სასიკვდილო,სპილო რამოდენიმე წუთის განმავლობაში,ნახევრადგათიშულ მდგომარეობაში იმყოფება.
წონა სტანდარტული ტყვიის.700 N.E. შეადგენს 64.8 გრამს,საწყისი ენერგია - 11279 ჯოული,საწყისი სიჩქარე - 590 მ.წ. შედარებისთვის: ფართოდ გავრცელებული სასროლი მასალის კალიბრის.308 Win(7.62X51) საწყისი ენერგია შეადგენს მხოლოდ 3700 ჯოულს. აფრიკული შტუცერები ეფექტურია მოკლე დისტანციაზე (70-100 მეტრი). იმდენად რამდენადაც ჩვენს დროში ბარბაროსული ნადირობა ნაკლებად პოპულარულია,შტუცერი ხშირად გამოიყენება (ლიცენზიის ქონის შემთხვევაშიც) მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში: გაშმაგებული სპილოს თავდასხმისას,მარტორქის,ლომის თავდასხმისას და ა.შ.



იარაღებს .600 და .700 ნიტროექსპრესებს,ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ თანამედროვე შემქმნელებმა,როგორებიც არიან: ,,Winchester 458 Magnum'', ,,Weatherby.460 Magnum'', ,,Тираннозавр 0.577''. იარაღები Winchester.458 და Weatherby.460 მოწოდებულია ჩაანაცვლოს კალიბრი .600,ისინი უფრო მაღალი სიჩქარით ისვრიან სასროლ მასალას (ტყვიას),თუმცაღა გამანადგურებელი და შემაჩერებელი ძალა კალიბრი.600-ის შესამჩნევად მაღალია,განსაკუთრებით მოკლე დისტანციაზე. მსგავსი სიტუაციაა ,,Тираннозавр''-სა და კალიბრი .700-ის მეტოქეობას შორის. ,,Тираннозавр''-ი 2000 ჯოულით ძლიერია,მაგრამ დიდი კალიბრის წყალობით .700-ი ფლობს უკეთეს შემაჩერებელ ძალას. ასე რომ ჭიდილი ყველაზე ძლიერი სანადირო იარაღისთვის გრძელდება!

მიმაგრებული გალერეა

  • Screenshot_20190922_233542.jpg
  • Screenshot_20190711_212052.jpg
  • IMG_20190120_140435.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2060 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

   სანამ წაკითხვას დავიწყებდი, ამ იარაღის წონაზე ვფიქრობდი რომ მძიმე იქნებოდა, ისეთი შეხედულება აქვს.  წარმოიდგინე 7-8 კილოიანის იარაღის მიზანში ამოღება და ყოველივე ამის შემდეგ, რომ გაისვრი წონასწორობის შენარჩუნება. რა იყო გოლიათები ისვრიან ამ იარაღს თუ რა არის ?



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი

_alex_, იუთუბზე ნახე ბევრი ვიდეო დევს შტუცერზე როგორ ისვრიან და რა შეუძლია  



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2724 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ვახ ვახ ვახ.რა არიგინალნი და სიმფათიჩნი რამეა ტო  :good:


          DUDU

          LEGION.GE


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
თემო ჩაინიკა :D 13

თემო ჩაინიკა :D 13

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1239 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia
ვაა რა კლასნიიარაღიააა

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42857 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სლოვაკეთში ვინადირე შტუცერით და მაგარი კმაყოფილიც ვარ. რათქმა უნდა კლასიკაა. 

 

legion.ge_85d923bbc4a08e.jpg

 

 

legion.ge_85d923bccd46f8.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი

მაგარია ბაბუ, რა კალიბრი იყო?







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?