Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
K-80

ნაწილი 1

ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, და ძალიან ხშირად გარემოებების უცაბედი შემობრუნება გვიბიძგებს ახლებურად შევხედოთ საგნებს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივს. გემოვნებას და შეხედულებებს აქვთ თვისება დროთაგანმავლობაში განიცადონ ტრანსფორმაცია და შეიცვალონ სხვა მიმართულებით. <<რეალურად, დროთა განმავლობაში, არავინ ვიცვლებით. ჩვენ უბრალოდ ჩვენი თავის სრულყოფილი ვერსია ვხდებით.>> – ''ანნა რიჩი''.

სავსებით ბუნებრივია, რომ ჩვენი შეფასებები და შეხედულებები იარაღზე შეიძლება ემთხვეოდეს, ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს. თოფი, რომელსაც თქვენ დაარქმევთ გამძლეს, ვიღაცის აზრით ის შეიძლება მძიმე და მოუქნელი იყოს, და ვიღაცის მსუბუქ ორლულიან თოფზე დამოკლებული ლულებით, ვიღაც სავსებით დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში გამოაცხადებს – ''სრულიად უკონტროლოდ''.

თუმცაღა საბედნიეროთ არსებობს იარაღები, რომლებიც განსხვავებული შეხედულებების მიუხედავათ ერთსულოვან შეფასებას იმსახურებენ, უპირობოთ, და არის იარაღები, რომლის გარშემოც არ წყდება კამათი, იარაღები, რომლის შემთხვევაშიც ხდება შეხედულებათა ''პოლარიზება'' როგორც სპეციალისტ-მეიარაღეებისგან, ასევე ჟურნალისტებისგან. ასეთ იარაღებს, უპირობოთ, განეკუთვნება ''Krieghoff K-80''. შესაძლებელია, ასეთი სასტიკი დავების მიზეზი იყოს თვითონ იარაღის უჩვეულო–კუთხოვანი ფორმები, და შესაძლებელია, თვითონ კომპანია ''კრიგჰოფი''-ს პოლიტიკა–წავიდეს რაიმე სახის კომპრომისზე. მეიარაღეებს ''ულმი''-დან (ქალაქი გერმნიაში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარე) გააჩნიათ საკუთარი მსოფმხედველობა სამყაროზე და კიდევ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს იარაღი, და თვლიან, რომ საკუთარი შეხედულება ნამდვილად სწორია. სხვა კომპანიებს შეუძლიათ წავიდნენ დათმობაზე, უფრო დიპლომატიურად დავარქმევ–კომპრომისზე, თანამედროვე მოდის სახეიროდ, მაგრამ ამდგვარი ქმედება ეწინააღმდეგება კომპანია ''კრიგჰოფი''-ს პოლიტიკას: <<ან იზიარებთ ჩვენს პრინციპებს, ან ჩვენი იარაღი არაა თქვენთვის>>. თანამედროვე სასტიკ სამყაროში, სადაც თითქმის ყველაფერი მოგებით (ფულით) იზომება, ასეთი მიდგომა კომპანიის მხრიდან პატივისცემის ღირსია. მაგრამ თუ თქვენ იზიარებთ კომპანია ''კრიგჰოფი''-ის იდეოლოგიას, მაშინ ეს აზრობრივი კავშირი, ალბათ, სამუდამოდ რჩება.

ვფიქრობ, რომ დიდ საიდუმლოს არ გაგიმხელთ თუ ვიტყვი, რომ ''K-80''-ის წინაპარი იყო ''Remington''-ი 1930 წლის ნიმუში, მეიარაღეებმა ულმიდან მისგან საფუძველი აიღეს ''K-32''-ის შექმნისთვის, რომელიც გახდა ფუძე ''K'' სერიის შემდეგი მოდელებისთვის. სიტყვა ''საფუძველი'' სულაც არ ნიშნავს, რომ ფირმის მეიარაღეების მიერ დამცემ-სასხლეტი და ჩამკეტი მექანიზმი სრულად იქნა კოპირებული. მათ შემთხვევაში ''საფუძვლათ აიღეს'' ნიშნავს, რომ კომპანიის მეიარაღეებმა უდიდესი შრომა გაწიეს იარაღის ყველა დეტალის დახვეწისთვის და სრულყოფისთვის. და ეს სამუშაო დღესაც გრძელდება. ისინი მიღწეულ შედეგზე არ გაჩერდნენ, კომპანიის სპეციალისტები აგრძელებენ დიდი ხნის წინ დაწყებულ სამუშაოს იარაღის მოდერნიზებისთვის, რათა მის დახვეწაში გამოიყენონ უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები. სავსებით შესაძლებელია, რომ სხვა რომელიმე მწარმოებელი, არაერთხელ სიამაყით განაცხადებდა გაწეული შრომის შედეგზე, კიდევ სულ ცოტა ათი ახალი მოდელის და მოდიფიკაციის შესახებ აცნობებდა საიარაღო სამყაროს, ამ დროს კომპანია ''კრიგჰოფი'' დიდი ხმაურის გარეშე, აგრძელებს დასახულ სამუშაოს, ამასთან კომპანიის სპეციალისტები ითვალისწინებენ, რომ რაიმე სიახლის დანერგვა, თუ ეს გახდა საჭირო, განხორციელებული იყოს უფრო ადრე გამოშვებულ ''K-80''-ის მოდელებშიც.

დასამალი არაფერია და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოდელი სწორედ ''K-80''-ია, ამიტომ მაქსიმალურად შევეცდები მის შესახებ მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

გაგრძელება იქნება...

მიმაგრებული გალერეა

  • Screenshot_20190923_135105.jpg
  • Screenshot_20190923_135051.jpg
  • Screenshot_20190923_135035.jpg

ჩამსწორებელი abo hunter, 23 September 2019 - 06:20 PM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ვაახ ეს რა უცნაური რამეა. მსგავსი არაფერი მინახავს. 


დუდუ

LEGION.GE


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ამ იარაღის შესახებ არაფერი გამიგია, მაგრამ აი ლულებს შორის სრული დაშორები კი ნამდვილად მისასალმებელია


დუდუ

LEGION.GE


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
დუდუ, სპორტული იარაღია თანაც ზეგამძლე ცოტა წონა უჩმახებს :)

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
შეხედულებითაც ეტყობა რომ დამძიმებული იქნება.

ჩამსწორებელი _alex_, 23 September 2019 - 09:37 PM.


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დუდუ, სპორტული იარაღია თანაც ზეგამძლე ცოტა წონა უჩმახებს :)

ნუ სპორტულებს წონის მომენტი აქვთ


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?