წარმატების, ფუფუნების და კეთილდღეობის სიმბოლო. ელეგანტურობის, პრივილეგირების განსახიერება.
როგორი სახელწოდებებით, ეპითეტებით აღარ შეამკეს და დააჯილდოვეს ეს იარაღები.
მოკლედ ამ ფირმის იარაღებზე დიდი ხანია მინდოდა ერთი ორი სიტყვის დაწერა, და აი....
არ მინდა ჩემი პოსტით ხოტბა შევასხა ფირმას, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტია მსოფლიოს მაშტაბით იარაღის მოყვარულები თუ ექსპერტები ეთაყავნებიან და არც თუ ისე უსაფუძვლოდ. არც ის მინდა, რომ ჩემი საკუთარი შეხედულებით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, მას რაიმე სახის ჩრდილი მივაყენო თუნდაც დამსახურებულად, ბევრი ამას ვერ გაიგებს, პრინციპში სრულყოფილი იარაღი არ არსებობს, და ეს თეორიული მოსაზრება მაძლევს საბაბს იმისა, რომ მქონდეს ჩემი საკუთარი აზრის გამოხატულება ამ იარაღზე და ზოგადად მაღალი კლასის იარაღებზე. სრულყოფილებას განხილვა არც სჭირდება და ინტერესიც ნაკლები იქნებოდა.
ფირმა: James Purdey & Sons 1877 წლის 21 დეკემბრიდან ამზადებს თოფებს, შაშხანებს და პისტოლეტებს ევროპის თითქმის ყველა მონარქისთვის, ბრიტანეთის მეფეებისა და დედოფლების, პრინცების, მაჰარაჯების - მთავრებისთვის. ლონდონურმა კომპანიამ ასევე მრავალი იარაღი დაამზადა ცნობილი ადამიანებისთივის. დიდი მეწარმეებისთვის, ბანკირებისთვის, მეცნიერებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, მსახიობებისთვის... ჩარლზ დარვინიდან - ხრუშოვამდე. ამაში გასაკვირი არაფერია უფრო სხვა გარემოებაა საინტერესო. პერდე - ს იარაღების ცნობილი მესაკუთრეები, რომელთა რიცხვი ათასებს ითვლის, არასოდეს აყენებდნენ თავს რჩეულთა რიგებში. ყოფილი " სოცბანაკის" ქვეყნებში მასზე ნადირობდნენ ექიმები, მასწავლებლები, ინჟინრები, მუშები, და მწყემსებიც კი. მართალია მეფის რუსეთში მათ არ მიუწვდებოდათ ხელი პერდე - მდე. ყოველ შემთხვევაში პერდეს დინასტიის ბიოგრაფიები მსგავს ფაქტებს არ ფლობენ. ამიტომ ამ იარაღის ისტორია ძალიან საინტერესოა.
პერდე - უმცროსი.
მილიონობით მონადირეს და იარაღის მოყვარულს გაუგია ამ ადამიანის შესახებ. ამავე დროს ცოტამ თუ იცის რითი გახდა ის ცნობილი.
ჯეიმს პერდე არ იყო გენიალური გამომგონებელი, არც უდიდესი იარაღის ოსტატი. გავრცელებული შეხედულებით (აზრით) მას თვითონ არც გაუკეთებია იარაღი. ნამდვილი აღიარება მასთან მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოვიდა. ეს იყო ნოსტალგია ძველის, კეთილი დღეების, როცა იარაღის ნაწილები ხელით იხვეწებოდა, და ლონდონური თოფების ხარისხი იმდენად მაღლა იდგა, რომ ნახევარსაუკუნოვანი ექსპლუატაციის შემდეგაც კი მას ურემონტოდ შეეძლო ემსახურა ერთი იმდენი და კიდევ ორჯერ მეტი.
აი ეს საოცარი თვისება აღმოაჩნდა პერდეს თოფებსარამარტო მაღალი ხარისხის კატეგორიაში, არამედ ყველა იარაღში, გამონაკლისის გარეშე. ამასთან პერდეს იარაღების კლასებად დაყოფა "The best" და სხვა დანარჩენი ძალიან პირობითია.
თოფი დამზადებული დედოფალ ვიქტორიასთვის, ნებისმიერი ევროპელი მონარქისათვის, ინდოელი რაჯასთვის, ანდა მონტე კარლოს ტურნირში გამარჯვებულისთვის არ განსხვავდებოდა არც აწყობის არც დეტალების დასმის სიზუსტით, არც გამძლეობით.
სწორედ ამაში მდგომარეობს პერდეს თოფების იდუმალი ძალა, რომელიც ეხლაც აიძულებს იარაღის მოყვარულთ გადაიხადონ მათში ასტრონომიული თანხები.
პერდეს დინასტიის სერიოზული კონკურენტი გახლდათ ასევე ძალიან ცნობილი კომპანია Holland & Holland - ორი ლონდონური მწარმოებლის მრავალწლიანი დაპირისპირება სუპერ პრესტიჟული კლასის იარაღებისათვის, მე-19 საუკუნის დასასრულს, არაერთმნიშვნელოვანი შეთანხმებით, "გავლენის სფეროების" გადანაწილებით დასრულდა. კომპანია "პერდე" -მ წინა ხაზზე წამოსწია გლუვლულიანი თოფები, მაშინ როცა "ჰოლანდი" - მა სახელი გაითქვა თავისი შაშხანებით და შტუცერებით , მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ჰოლანდი" - ს გლუვლულიანი თ
ოფები რამით ჩამოუვარდება "პერდე" -ს თოფებს.
ჯეიმს პერდე 1909 წლის მარტში გარდაიცვალა და თითქოს არსებობდა მოსაზრება, რომ ნიჭიერი ორგანიზატორის გარდაცვალების შემდეგ, ძველი კონკურენცია "ჰოლანდი" - სთან დასრულდებოდა, თუმცა James Purdey დღესდღეისობითაც იმიტომ დგას საიარაღო ოლიმპოს მწვერვალზე, რომ არც ჯეიმს პერდე უმცროსამდე და არც მის შემდეგ ფირმა არ კმაყოფილდებოდა მიღწეული წარმატებებით, მუდამ წინ მიიწევდა სრულყოფილებისკენ.
- ფორუმი
- ფორუმის წევრები
- Shoutbox
- კალენდარი
- ფოტო გალერეა
- Custom Pages
- ვიდეო გალერეა
- iHost
-
კლუბის შესახებ
-
ფორუმი
ფორუმის წევრები
ყველაზე აქტიურები
ფორუმის სიახლეები
კალენდარი
სურათის ატვირთვა
იუთუბზე ატვირთვა
ონლაინში არიან
საიტის რუკა
მაღაზიები
-
კატეგორიები
მთავარი
მონადირეთა ლეგიონი
მსროლელთა ლიგა
ნადირობა
ბაზიერობა
სამონადირეო იარაღი
ძაღლები
თევზაობა
დასვენება, ლაშქრობა
ფლორა და ფაუნა
სხვადასხვა
მედიცინა
ისტორიის კუთხე
-
ბუნება
-
გალერეა
-
გადმოწერა
-
დაგვიმეგობრდით