Jump to content

სურათი

დიმას ბენეფისი ილურას აკომპონირებით, ფირო ისევ ჯანჯაფილს ჭამდა

წალკა ნინოწმინდა მწყერი ლეგიონი ნადირობა მდევრები მეძებრები ნანადირევი ნაბულები ღალღა

ამ თემას აქვს 17 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ ოთხშაბათს ატყდა მარა რა ატყდა . შევედი ფორუმზე და რას ვხედავ? არიქაო , ისაო , ესაო, წალკაო, ნინოწმინდაო, ახალქალაქიო...

მოკლედ ლოკაციების რახარუხი ხომ არის და აის და ეწერება და ეწერება ხალხი. ვიფიქრე მელანდებათქო. შუა კვირა , გაქანებული სამუშაო დღეები, ყველას რომ კითხო ხომ არიქა და სამუშაო და სამსახურიო. მოკლედ ჯერ ვიპწკინე , მერე ვიჩხვლიტე და ბოლოს სახეში შემოვილაწუნე. უეჭველი მესიზმრება და ზმანებაათქო. 

  არ მიშველა. საპირფარეშოში გავიქეცი, ცივი წყალი შევისხი სახეში. მოვედი კომპთან, ვუყურებ. 

-უარესი . ფორუმზე ხალხი ემატება.

აი ეხლა რომ მახსენდება , კი მეცინება მაგრამ მაში შიშმა შემიპყრო. ვიფიქრე სამოთხეში ხომ არ მოვხვდი და კვირის ნებისმიერ დღეს იმიტომ ხომ არ სცალიათ ბიჭებს რომ სამოთხე რისი სამოთხეა. რასაც გინდა იმას აკეთებ და თან როცა გინდა მაშინ. გინდა ორშაბათს და გინდა პარასკევს?

მარა რა კახელივით მომივიდა ესა ტო. ცოტა ახლო ახლო ვერ ვიტყვი მეცა? ორშაბათი-სამშაბათი, ან ოთხშაბათი-ხუთშაბათი? ეს ორშაბათი -პარასკევი მართლა ნამეტანი მომივიდა ტო. 

მოკლედ არ დავიჯერე და ცივი შხაპი მივიღე, აუცილებლად უ8ნდა  გავრკვეულიყავი . ცხადი იყო თუ სიზმარი. 

გამოვედი აბაზანიდან , შეშინებულმა აკანკალებული ხელით ჩავრთე ნოუთბუკი და ვაი შენ კახას? 

-უკვე 10 კაცია ჩაწერილი სიაში და 10 ძაღლი(ნუ ძაღლებში ცოტა გადავამეტე მარა მთიულიც რომ წამოსულიყო 10 ნაღდათ შესრულდებოდა)...

მოკლედ ჩავერთე პროცესში 

ჩავერთე მარა , ვაი ამ ჩართვას...

 

legion.ge_8L5d7e284017d25.jpg

 

 

ვაი ჩემი ბრალი...

 


ჩამსწორებელი babu, 15 September 2019 - 05:50 PM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mustafa

mustafa

    პრეფექტი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 1250 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:tbilisi
მიდი ბაბუ!

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რასაა რომ ვხედავ? ემატება და ემატება ხალხი , გეგონებოდა კაცს რო ნადირზე გადის ლეგიონის კავალკადა. მოკლედ ვკითხულობ და რას ვხედავ. ზოგი ალთასაა , ზოგი ბალთას. გოუდით რია რია. 

ერთი წალკას იძახის. არიქა და მაგარი ადგილები ვიციო. მეორე ნინოწმინდას გაჰკივის და უეჭველი ადგილები ვიციო. მწყერი ბლომად არისო. ზოგი ახალქალაქში იქაჩება. რავარი დასალაგებელია. თან ტიპიური გრუზინებივით ყველა ხო "უეჭველს" იძახის და თან ყველას ერთად უნდა წასვლა. 

დავიწყე გეგმების დალაგება და შემოვარდა ღინკა და აურია თავისნაირად როგორც იცის. ეგ ბიჭი ხო საერთოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზასავითაა რა. 

შემოვიდა თუ არა და დასცხო კახურად:

-"მაიტა მაგის დედაც ვატირე და კახეთში წავიდეთო" 

ვეუბნები კახეთში რა გვინდა მწყერი არაათქო. 

-"არაა და ნუა. ერთი მაგის დედა ვატირე, მწყერი არაა და ღორქედანა ხო არიო? თუ არაა და ერთი მაგის პატრონი დედაო, მე ხო ვარ და ცემი მარანიო და მიაწვააა"

- დაიცა კაცოოო, ვეუბნები დაიცა ჯოოოუ. ნუ მიაწექი აღმართზე გაჯორებულ ვირს რო აწვება გლეხითქო , მარა მოგცლია . 

თავისას აწვება.

 

legion.ge_8L5d7e3660df8e9.jpg


ჩამსწორებელი babu, 15 September 2019 - 05:02 PM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

       მოკლედ ასე იყო თუ ისე როორღაც წალკაზე შევჯერდით. შევჯერდით რა , ღვინკა ისევ ბულდოზერივით აწვებოდა კახეთს , მარა ეხლა უკვე იმერულები ჩართო. წვიმააო, ქარია და მოკლედ წარღვნა იწყებაო. 

აყვა ამას მთიულიდა ....

მოკლედ წავედიით. ხო სანამ წავიდოდით ბოლო წუთს ფიროც შემოგვიერთდა და კიდეც 1 საათი დააგვიანეს  ნიკორაში.

ღვინკა რო მღერისსს - დაიგვიიიიაააანეეეეს!

;) 

მოვიდნენ. მოვიდნენ თუ არა და დიმამ გაუშვა "შუტკები".

მაჭავარიანი ფორმაში იყო. ე.ი. ბევრი ღლიცინი და იუმორი იქანებოდა. 

მახათაძემაც იგრძნო ეს და ეგრევე აყვა. მოკლედ იმერლებმა ეგრევე აიღეს ღლიცინის სათავეები ხელში და დღის ბოლომდეც აღარ გაუშვიათ ხელიდან.

legion.ge_8L5d7e399889056.jpg

 

 

legion.ge_8L5d7e3a1fa2d02.jpg

 

 

legion.ge_8L5d7e3a32592d4.jpg


ჩამსწორებელი babu, 15 September 2019 - 05:18 PM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

როგორც ყოველთვის თვალმოუწყვეტელი შესავალი აქვა რაა  :good:


დუდუ

LEGION.GE


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

   დასაწყისი მეტად საინტერესო აქვს, ველით გაგრძელებას...



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ნიკოლოზ

ნიკოლოზ

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 103 პოსტი
  • მისამართი:ნუცუბიძის მე-3 პლატო, მე-4 კვარტალი, კორპუსი 1.
  • წარმოშობა:ქართველი
ოქროებო... აბა რა

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

   დასაწყისი მეტად საინტერესო აქვს, ველით გაგრძელებას...

 

გაგრძელების რა გითხრა მაგრამ ნოველას ხომ სხვა მოქმედი პირებიც ყავთ. ხოდა ეხლა მათ მოვუსმინოთ პირველ პირში.

 

3 შაბათის ნადირობა ჩამეშალა. ოთხშაბათია და საჩვენებელი თითი მექავება.  სასხლეტისთვის კაცო სხვა რამე არავინ იფიქროს პროქტოლოგის არ იყოს .. ან აი პროქტოლოგი რომ არაა უროლოგია და მაინც იქ ძვრება

 

თან ჩემთვის ეგოისტურად მინდა სპორტული ძაღლით მუშაობა .. გონებაში ვათვალიერებ ვინ შეიძლება გამომადგეს თავისი ძაღლით კომპანიონად.. თან  ოკუპანტებს თუ დავესესხებით - "ვსე ნა ტრაიხ"

ხოდა სანამ მესამეს მოვძებნიდი  დავურეკე დიმას . დიმამ მე და "ილურა" მივდივართო მწყერზეო ხოდა ბაბუც მოდისო- ვოტ უჟე ჩეტვერა.

 

ფორუმზე წერია ყოლიფერიო. 


legion.ge-837-1527156940.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

თქვენი მონა მორჩილი "ცნობილი სახალხო მთქმელი" აფრედერიკ- მე !!!

legion.ge_8375d8079bd3e497.jpg


ჩამსწორებელი Panteleimon, 17 September 2019 - 10:16 AM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

მინდონა ჩემი გამოცენა სიურპრიზი ყოფილიყო მაგრამ გული რაღაცას მიგრძნობდა, არც ერთი მანქანა და ძაღლი არ ეწერა განაცხადში.

ამ "რაღაცის შეგრძნებამ" არ დამაძინა და 1:30 ღამის დავწერე რამდენი მანქანა და რამდენი ძაღლია კი მაგრამ მეთქი. 

 

ვინ გიპასუხა :(

ვინ გიპასუხა და ცამეძინა- თან ისე ტკბილად მაღვიძარაც კი ვერ გავიგონე, დიმას დაჟინებულმა ზარმა გამაღვიძა ტელეფონზე.

- ეუფ დამძინებია მოვდივარ მეთქი !! - ჩავძახე, ჯეკიჩანივით ავიქნიე ფეხები პირდაპირ ჩავსრიალდი შარვალში ნახტომით. 2 წუთში ძაღლით ყუთში ძარაზე , თემს თეთრ კამეჩს მივაქროლებდი შეხვედრის ადგილისკენ.

 

შევიკრიბეთ, დავკომპლექტით მანქანებში და წალკისკენ ჰერი ჰერი.

 

იმ რაღაცამ , აი რომ არ დამაძინა , კიდევ რაღაცა დაიმატა რატი უფრინველის ძაღლოდ აპირებდა წამოსვლას და არც ერტთი 10 ნომერი არ ქონდა ....  

 

კიდევ მესამე რაღაცა რაც დაემატა კახა რაღაცას ღიღინებდა ცხვირში რომელიც სულ არ გავდა გურულ კრიმანჭულს   შაჰაბასის ენას უფრო გავდა , აი ასე ჟრერდა დოშან დოშაან აი ლაილა დოშაან

- რა ვიცი აბა გურულებს რას გაუგებ

ანუ   რაღაცას + რატის უძაღლობა + რატის უსაფანტობა +   დოშან დოშაან აი ლაილა დოშაან   უკვე სერიოზულ ეჭვს დაემგვანა 


ჩამსწორებელი Panteleimon, 17 September 2019 - 10:28 AM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ეჭვები მართლდება .

 

დააკვიდრით ამ ხისტ ფიზიონომიებს. რომელი გავს ამათგან მწყერზე სანადიროდ წამსვლელს .

legion.ge_8375d807d0c74778.jpglegion.ge_8375d807d4988533.jpg


ჩამსწორებელი Panteleimon, 17 September 2019 - 10:31 AM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

უკვე მე ვღიღინებდი იგივე სიმღერაც ოდნავ შეცვლილი ხმით ცხვირში ცნობილ დავით ილურიძის  აკომპონიმენტის ქვეშ :

 

დოზან დოზან , ჯანდაბ დოზან  .....

 

რატიმ მთლად გადაუსვა ჩემი და ჩემი ძაღლის მწყერზე ნადირობის მოლოდინს ხაზი:

 

2 კროსს  მოვარტყამთო  მე და ეს ჯეელებიო ზემოთ რომაა სურათზე, და ასევე აი ეს ჯეელებიცო  - წალკელი დამხვედრი ჯეელებისხისტი ფიზიონომიები  დიდად არ განსხვავდებოდა მზერის სიხისთით  ზემოთ ძარაზე მოთავსებულ ფიზიონომიებისგა,

ხოდა მათი სურათის დადებას ფორუმზე საჭიროდ არ ვთვლი.   თქვენი ფანტაზიისთვის დამითმია   :D


ჩამსწორებელი Panteleimon, 17 September 2019 - 10:35 AM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

გურულებს არ ენდოთ !!!!!!

 

legion.ge_8375d807f5f6ce99.jpg


ჩამსწორებელი Panteleimon, 17 September 2019 - 10:39 AM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 

ჰა ჰააა. ახალი ტერმინი ავითვისეეე. "ხისტი ფიზიონომიები"  ჰა ჰაა მაგრად ვიხალისეეე. "ხისტი ფიზიონომებიოოო"  :0024: :DDD   :DD


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი
იმ საყვარელი სანადიმო ცისტერნის სურათები დადეთ მე არ მაქვს

ჩამსწორებელი Panteleimon, 17 September 2019 - 04:02 PM.

legion.ge-837-1527156940.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?