Jump to content

სურათი

გლუვი ლულის თავისებურებები

გლუვი ლულა ფოლადი თოფი ლულის მასალა

ამ თემას აქვს 8 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი


გლუვი ლულის მოვლა და თავისებურებები

ნაწილი 7

ლულის მასალის(ფოლადი) შემადგენლობა საკმაოდ რთულია. ფოლადის მთავარი შემადგენლობის გარდა - ნახშირბადი, რომელიც მას სიმტკიცეს მატებს. თანამედროვე ფოლადის ლულების შემადგენლობაში ამატებენ მარგანეცს, სილიციუმს, ქრომს, ნიკელს, ვანადიუმს და მოლიბდენს. ყველა ეს ელემენტი რკინას მატებს ქიმიურ და მექანიკურ სიმტკიცეს. მაგალითად, ლულის მასალის შემადგენლობაში, თუნდაც მცირე რაოდენობით ქრომის და ნიკელის დამატება, მკვეთრად ზრდის ფოლადის მდგრადობას დაჟანგვის მიმართ. საყურადღებოა, რომ თანამედროვე ლულის ფოლადის შემადგენლობაში დიდი დოზით გამოიყენება ქრომი და ნიკელი, რაც მას ხდის თითქმის უვნებელს ოქსიდაციისგან, დენთის და ფისტონის (ფეთქებადი კაფსულა) ფეთქებადი დაშლის შემადგენლობის ზემოქმედებისას, სინესტის პირობებშიც კი.

გოგირდი და ფოსფორი - ძალიან მავნე შენაერთები. ისინი რკინას ხდიან სუსტს და მტვრევადს. გოგირდის შენაერთი მაღალ ტემპერატურაზე ფოლადის დამუშავების დროს პროვოცირებს ბზარების წარმოქმნას. ფოსფრორი პორიქით, ცივი დამუშავების დროს იწვევს ფოლადის სტრუქტურის რღვევას. ამიტომ, რაც ნაკლებია ფოლადის შემადგენლობაში გოგირდის და ფოსფორის შენაერთი, მით უკეთესია მისი მდგრადობა სხვადასხვა ტემპერატურებზე. თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი ელემენტი მნიშვნელოვანია ფოლადისთვის, მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული დოზით.

მიუხედავათ უჟანგი ფოლადის დადებითი მხარეებისა, მას ასევე გააჩნია უარყოფითი მახასიათებლებიც. კერძოდ, ქრომის და ნიკელის შემადგენლობის გამო ისინი რთულად იღებება ჟანგის ლაქით (ეგრედწოდებული ვარანენია), გარდა ამისა ისინი რთულად ემორჩილებიან შედუღებას და მსგავს პროცესებს. სწორედ ამით აიხსნება, რომ ორლულიან თოფებს, დამზადებულს ,,Nirosta'' (Krupp) ფოლადისგან და ,,Anticorro'' (Winchester) ანდა ,,Antinit'' (Bohler) სროლის დროს ზოგჯერ სცილდება (სძვრება) სამიზნე ხიდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

ფოლადის კლასი ,,Krupp'' <<სამი რგოლი>> ფლობს მთელ რიგ კარგ მექანიკურ თვისებებს, მიდრეკილია დაჟანგვისკენ, მაგრამ გააჩნია ნაკლები მტვრევადობა, უფრო ელასტიურია. მიუხედავათ დიდი სიმტკიცისა რღვევის წინააღმდეგ, მთლიანობაში დიდათ ვერ სჯობია ,,იჟევსკის'' ფოლადს.
ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: რაც მეტია წინააღმდეგობა რღვევის მიმართ და რაც მაღალია ფლუიდიურობის ზღვარი კილოგრამებში კვადრატულ მილიმეტრზე, მით უფრო მტკიცეა, მაგარია ფოლადი; რაც დიდია ფარდობითი დრეკადობის პროცენტი, მით მტკიცეა ფოლადი. ესკი ნიშნავს, რომ ლულის რღვევის (გახეთქვის) დროს ფოლადი მეტად დეფორმირდება (იღუნება იწელება), ვიდრე იმსხვრევა და შედეგად მივიღებთ ნაკლებ ნამსხვრევებს, რაც უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მთავარი პირობა, რაც თოფის ლულის მწარმოებლების წინაშე დგას, არის მისი სიმტკიცე და გამძლეობა ცვეთის მიმართ...

თუმცაღა სიმტკიცე არ ნიშნავს მარტო მაგარ ფოლადს: არსებობს ბევრი შემთხვევა, როდესაც ვაზნა დატენილია გადაჭარბებული დენთის წილით, (შეიძლება ლულაში ჩაიყარა მიწა, ზამთარში თოვლი, შიგნით ჩარჩა ,,პიჟი'') აქედან გამომდინარე ლულაში წამოიქმნება დიდი წნევა, რაც იწვევს მისი სტრუქტურის რღვევას. ზედმეტად მტკიცე ლულის შემთხვევაში ჩამკეტი ვერ გაუძლებს და უარესია მსროლელისთვის, წამმოქმნილ წნევას ამ შემთხვევაში ვერანაირი ჩამკეტი ვერ გაუძლებს და ფატალურად დასრულდება ყველაფერი, ამიტომ ამ შემთხვევაში მწარმოებლები ითვალისწინებენ მსგავსი ფაქტის ალბათობას, და ლულებს ამზადებენ ზომიერად მყარი შემადგენლობით. მაგრამ ლულის რღვევის დროსაც არ არის მსროლელი დაზღვეული უბედური შემთხვევისგან, სწორედ ამიტომ ამზადებენ პროცენტულად მაღალი ფარდობითი დრეკადობის ლულებს, რომ რღვევის შემთხვევაში ნამსხვრევების მაგივრად იგი დეფორმირდეს, უხეშად რომ ვთქვათ გაიხეს. მოკლედ გამოვდივარ იქიდან, რომ ლულა უნდა იყოს საკმაოდ მტკიცე იმისთვის, რომ სტანდარტული შემთხვევის დროს, როცა არაფერი უშლის საფანტს და წვის შედეგად წარმოქმნილ წნევას გარეთ ლულიდან გამოტყორცნას, კიდევ გადაჭარბებული დენთის წილის დროს ვაზნაში, არ გაირღვეს და გასკდეს იგი. თუმცა არც ისეთი მტკიცე უნდა იყოს, რომ ზემოთხსენებული ფაქტორების დროს ლულამ გაუძლოს გარღვევას, მაგრამ დააყენოს უარესი შედეგი, ჩამკეტის ფუნქციის მოშლის (გამოგდების გაგლეჯვის) სახით.

თქვენ თვითონ განსაჯეთ რაოდენ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ლულების წარმოების პროცესი.
გაგრძელება იქნება...

მიმაგრებული გალერეა

  • FB_IMG_1568374737306.jpg
  • FB_IMG_1568374740038.jpg
  • FB_IMG_1568374742995.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

აბო ძმობილო ეს უკვე მესამე თემაა რაც გახსენი მგონი იგივე სათაურით.ეს ყველაფერი ერთ თემაში დაამატე ხოლმე თორე ასე აზრი არ აქვს.რამოდენიმე სხვადასხვა თემა იქნება ეღტი სათაურით და გამოხმაურებაც ნაკლები.


დუდუ

LEGION.GE


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი

დუდუ, სანამ გავერკვევი კარგად რაღაც შეცდომები მომდის დაპოსტვის დროს ხოლმე, ესეიგი აქავე ჩავამატო ხოლმე სადაც ეხლა ვწერ?



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

დუდუ, სანამ გავერკვევი კარგად რაღაც შეცდომები მომდის დაპოსტვის დროს ხოლმე, ესეიგი აქავე ჩავამატო ხოლმე სადაც ეხლა ვწერ?

 

ეგ არაფერი ძმობილო.

მეორე თემაში გააგრძელე სადაც უფრო მეტი პოსტებია


დუდუ

LEGION.GE


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
დუდუ, გასგებია

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ლინკები ჩამიგდეთ თუ რამეა და თუ ქართველამ ვერ ნახა მე გავაერთიანებ


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

https://legion.ge/to...e-2#entry136004

 

https://legion.ge/to...ბი/#entry136001

 

https://legion.ge/to...ბი/#entry136511

 

https://legion.ge/to...ბი/#entry136308

 

ეს ოთხივე ერთი თემაა ოთხჯერ გახსნილი და იქნებ გავაერთიანოთ


ჩამსწორებელი დუდუ, 07 October 2019 - 07:45 PM.

დუდუ

LEGION.GE


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დუდუ ესენი ტექნიკურ თემაში(დახურულში)მიაწოდე ქართველას და მიხედავს , ჯიგრულად. 


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

მანდ უკვე დავწერე


დუდუ

LEGION.GE






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?