მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ რომ ვთქვათ მეგობრებო რამოდენიმე დღე ვიკვლევდი აპლიკაციის დაწერის ფაქტებს და ნუ პასუხს ვდებ პირდაპირ რაც მომწერეს ყოველგვარი ჩასწორების გარეშე.
"იმისთვის რომ ეს აპი გავაკეთო დრო დამჭირდება 2 თვე და თანხას რაც შეეხება 7000 ლარი + 150$ აპსთორებზე რომ ავტვირთო და სერვერი რომელიჩ თვეში 10$ დაგიჯდებათ ."
ასევე ვესაუბრე პირადად და მითხრა ასეთი აპლიკაცია არავის ქონია საქართველოში და იქნება უმაღლესი დონის აპლიკაციაო. ასევე იგივე დაკვეთას თუ კომპანიას შეუკვეთავთო მაშინ 25 000$ ჯდებაო მაგრამ რადგან მეც მიყვარს ნადირობა და თევზაობაო და მეც თქვენნაირი ვარო გთავაზობთ ასეთ შეღავათიან პირობებსო.
მესმის გუნდისთვის ძვირია და კლუბს არ აქვს ამის საშუალება მაგრამ იგივეს გაკეთება მაინც დასჭირება კლუბს.