Jump to content

სურათი

თემა განხილვისთვის-ხაფანგით ნადირობა

ხაფანგი ბრაკონიეობა ნადირი ნადირობა

პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 73 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
მოგასალმებით მეგობრებო. დღეს მინდა განსხვავებულ ნადირობის სახეობაზე ვისაუბრო,რომელსაც ქვია ხაფანგით ნადირობა. დამეთანხმებით,ხაფანგიც სანადირო იარაღია,მაგრამ ყველა მონადირეს როდი მოსწონს მსგავსი ნადირობა? მეტსაც გეტყვით,ზოგი მონადირე ეწინააღმდეგება ასეთი სახის ნადირობას და მის მიმდევრებს ბრაკონიერებსაც კი უწოდებს. თვითონ ხაფანგით მონადირეები თავს სულაც არ თვლიან ბრაკონიერებათ და თავიანთ საქმიანობას ხელოვნებას ადარებენ. მათი თქმით: ეს ძალიან რთულია,უნდა შეისწავლო ნადირის სუსტი და ძლიერი მხარეები,უნდა გაითვალისწინო რას უგებ ხაფანგს და შესაბამისად,კონკრეტულ ნადირს,კონკრეტული სატყუარა უნდა მოუმზადო. მოკლედ,უნდა აჯობო ინტელექტით ნადირს ბუნებაში,რომელიც იქ დაიბადა და გაიზარდა,რომელსაც გააჩნია ზე ყნოსვა და გადარჩენის ინსტიქტი. დამეთანხმებით იოლი არ უნდა იყოს. თოფით ნადირობა სხვაა ,შენ ხარ,შენი თოფი და ნადირი თუ ფრინველი ლულის წინ,აქ უფრო ძირითადათ შენს რეაქციაზე და მიზანზეა დამოკიდებული ყველაფერი,მაგრამ ხაფანგით ნადირობას სულ სხვა რამ ჭირდება... ჩემს შეხედულებას,თუ რას ვფიქრობ ხაფანგით ნადირობაზე,უფლებას დავიტოვებ და თავს შევიკავებ კომენტარისგან,უფრო სწორედ მივესალმები თუ არა მას. დანარჩენი თქვენი აზრი მაინტერესებს მეგობრებო,გთხოვთ გამოხატოთ თქვენი მოსაზრება,თუ რას ფიქრობთ ამ სახის ნადირობაზე.

მიმაგრებული გალერეა

  • FB_IMG_1568123519795.jpg
  • FB_IMG_1568123522745.jpg
  • FB_IMG_1568123525422.jpg
  • FB_IMG_1568123528034.jpg
  • FB_IMG_1568123531111.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?