Jump to content

სურათი

არა შეჯდა მწყერი ხიდზე!

ლეგიონი. 2019-2020 წლის სეზონი მწყერი

ამ თემას აქვს 15 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 801 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti
გამარჯობათ დენთისმიერებო!  მინდა მოგიყვეთ ამ რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ ოპერაციაზე სახელწოდებით ,, არა შეჯდა მწყერი ხიდზე’!
მოკლედ ამ რამდენიმე დღის წინ მე და დავით ილურიძე იმ ჭინკებს ვაშოშმინებდით რომლებიც წლებია აგვეკიდნენ  , არ გვასვენბენ და სანადიროდ გვიბიძგებენ, თუმცა ისე ყაყანებდნენ საით უნდოდათ წასვლა ვერა გავიგეთ რა!!!.. და სწორედ ამ დროს ბაბუმ დაანონსა გასვლა,.. რატომღაც ორიოდე კაცის მეტი არავინ გამოეხმაურა და აი ასე შეიკრა დესანტი წითელი ხიდზე გადასასხმელად!!! ოპერაციის ხელმძღვანელად დავნიშნეთ ,,მთიული“, ვინაიდან ამ ადგილების გეოლოკაციური ნახაზები და მტრის სავარაუდო ადგილსამყოფელიც  მის ხელთ იყო, ლოჯისტიკის ხელმძღვანელად - ბაბუ! ფრესკოს ყველა კუთხე კუნჭულს ხელის ცეცების გარეშე აგნებს, მის თანაშემწედ ,, ჩაინიკა“, ბენდი მუსიკალურად უნდა გაეფორმებინა დავით ილურიძეს,.. მარა პიანინო დარჩა სახლში!! მოტომსროლელი ბრიგადა შედგებოდა რიჩის(იგივე რიჩმონდი), რინგოს( star არა ხორციი..) და ქალბატონი პიქსისგან!!!!! აი მე საერთოდ რატო ვიყავი ის მართლა არ ვიცი!
მოკლედ შევიკრიბეთ ფრესკოსთან, ,, გავზაპრავკდით“ მცირედი პროდუქტებით და მოვსგანეთ Red bridge-ზე! ადგილზე გამოვცხადდით დროულად!.. აი მტრედისფერს რომ ეძახიან .. აი ისეთი იყო არემარე,ავისხით ამუნიცია დაა .. დავიწყეთ!!!.. უფრო სწორად დაიწყეს!!!
მოკლედ ამინდი სანადირო, ხასხასა ცვრიანი  და ნოტიო ბალახი, სიგრილე, თუმცა კოღო აუარება!!!  რინგოს პირველ ნაბულამდე დიდი დრო არ დასჭირდა, ადრენალინი კეფას მიწვდა და მივუახლოვდი,.. აიწია  მწყერი და სამწუხაროდ ვერ ვესროლე დაბალზე წავიდა და რინგო კუდში მიყვებოდა , ალბათ ორიოდ წუთში ისევ დადგა რინგო ნაბულზე და მაჯერადაც ვერ ვესროლე მწყერი ილურიძის მიმართულებით გაფრინდა და ძმაკაცსაც ხომ ვერ მივაყოლებდი ?!..
ბევრი რო არ ვარაკუნო , კარგი დასაწყისის მიუხედავად საშინელი ნადირობა გამომივიდა პირადად მე!!! რინგომ მალე უარი თქვა ნადირობაზე, რაღაც დაბნეული აქეთ- იქეთ მომზირალი და ყველასი  და ყველაფერზე მორეაგირე გახდა  ნადირობის გარდა , ძებნა რაა?! სირბილიც შეწყვიტა და უკანაც აღარ მომყვებოდა, დრო და დრო შუა მინდორში ჯდებოდა და შორიდან მომზირალი იყო მთელი ამ პროცესის!! მიჭირს ახსნა მოვუძებნო ამ ყველაფერს, მაგრამ ფაქტია ასეთი რამ  ჩვენს ერთობლივ კარიერაში არ მახსოვს, დიდი ეჭვი მაქვს რომ რაღაც აწუხებდა!! სახლში დაბრუნებული სამჯერ ზუსტად სისხლისფრად გავიდა შარდზე, ელდა მეცა.. პიროპლაზმოზზე მივიტანე ეჭვი, თუმცა გადავრჩი! მოვიძიე ინტერნეტში ინფორმაცია  და აღმოჩნდა რომ შარდსასქესო დაავადებებმა , თირკმელში კენჭმა და სხვა ათას რამეს შეუძლია გამოიწვიოს ეს კლინიკური ნიშანი!! სიმპტომატიკას კიდენა  ჰემატურიას უნობენ!!!!
 ახლა ჯერი ჩემზეა !!!!  კაცო, მე არც კენჭის გავლა  და არც შარდ სასქესო რამე- რუმეების შემოტევა მქონდა, მაგრამ ასეთი მთხლე არც არასდროს ვყოფილვარ, სულ 12 გასროლა გავაკეთე, ზედიზედ 8 გავმაზე და ძლიივს 2 ცალი ავიყვანე,.. ეტყობა არ იყო ჩვენი დღე!
 ზატოო ბაბულიკა მიმშვენებდა გვერდს და რასაც მე ვაცილებდი თვითონ უტკაცუნებდა და ბოჭავდა  მშვენივრად, ეტყობა ბავშვობაში პიონერთა სასახლეში ნორჩ მონადირეთა  წრეზე დადიოდა..
მოკლედ ყველამ ივაჟკაცა ჩემს გარდა! ხოო ილურიძემაც უხვად ისროლა და ამის უწინარესი შემოქმედი ქ-ნი პიქსა იყო, ძალიან კარგად იმუშავა , ძაღლმა რომელმაც ლეკვები ცოტა ხნის წინ დაყარა და რომელცც ფაქტიურად გამოკეტილი იყო ამდენ ხანს სახლში.
საბოლოო ჯამში  შეიზლება ითქვას რომ მწყერი კონცეტრირებული იყო ერთ კონკრეტულადგილზე 
მის მომიჯნავე მინდვრებში ფაქტიურად მწყერი არც გვინახავს  , რაც საეჭვოდ მაფიქრებს რომ სხვის მიერ გამზადებულ ბოსტანს მივაშურეთ! ასე იყო თუ ისე გასვლა შედგა, ემოციები იყო და მეტი რაა ნადირობა?.. ჭამა და სმა? კი ბატონო ქალაქს დაბრუნებულებმა ბაბუმ  მიგვიპატიჟა და კააი  ხინკალქაბაბლუდიც მოვინადირეთ!!სხვათა შორის დონემაც და მუმლამაც, ვოტ ტაკ!!!
 
 
 
 
 
 

 

legion.ge_191L5d77a80929617.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a81fa3cd3.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a83059ee3.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a8452e348.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a870626eb.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a87e85510.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a88deee6c.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a89dbbc83.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a8ab45e86.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a8bc115a2.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a8cb97a94.jpg

 

legion.ge_191L5d77b422e531f.jpg

 

 

 

legion.ge_191L5d77a8de9f816.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a8fab03a1.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a90b406bd.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a91eb478e.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a930042d0.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a93a081d4.jpg

 

 

 
 
 

 

 

 

 

 

 

 


ჩამსწორებელი dima71, 10 September 2019 - 06:36 PM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 801 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

სამი დღე მივაცოდვილე ამ ვიდეოს და მაინც არ გამოვიდა ისეთი როგორც მინდოდა..მარა ნიჩევო ვისწავლი.. ლეგიონის ლოგოც ვერ ჩავსვი , მაგრამ მაგასაც ვისწავლი!



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1610 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ბაბულიკა მიმშვენებდა გვერდს და რასაც მე ვაცილებდი თვითონ უტკაცუნებდა და ბოჭავდა  მშვენივრად, ეტყობა ბავშვობაში პიონერთა სასახლეში ნორჩ მონადირეთა  წრეზე დადიოდა..

    ვა დიმა ამ წინადადებაზე რამდენი ვიცინე, გაიხარე(პიონერთა წრეზეო) მომეწონა ძმა :DDD



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2057 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
და აი ნანატრი რეპორტიც :)

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2057 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
კარგი საჩუქარიც მივიღე ამ დღეს დიმასგან რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას :)

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 73 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
კარგი სახალისო დღე გქონიათ მთავარი რაოდენობა არ არის, თუმცა უფროსი ხალხი ხართ ჩემგან არ გესწავლებათ. ტკბილ მოგონებათ დაგრჩებათ

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1928 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
მშვენიერი რეპორტია, კარგი გასვლა გქონიათ, ისა და დიმა, ასისტენტო უნდა აიყვანო, ცოდო ხარ კაცო, ხან ძაღლის მუშაობას იღებ,ხან უკან იყურები, ხან გვერდზე, და მერე ამბობ 10 დან 2 რიო.

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2057 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
მე ეხლა ვიყიდე ეგეთი კამერა და ვნახოთ თუ ჩამოვიდა მერე მეც მექნება და ორი კამერით სულ სხვა იქნება სხვა და სხვა რაკურსით გადაღებული

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 463 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი
კარგი დღე და კარგი რეპორტი. სულ ასე გემრიელად ყპფილიყავით

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40475 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

    ვა დიმა ამ წინადადებაზე რამდენი ვიცინე, გაიხარე(პიონერთა წრეზეო) მომეწონა ძმა

პიონერთა სასახლეში დავდიოდი ნორჩი მონადირის წრეზე ;)



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 801 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

babu,  ილურიძემ რაც შეგპირდათ უკვე მაახლა  და ჩემთან ინახება ლეგიონთ ერისთავო!!!


ჩამსწორებელი dima71, 10 September 2019 - 09:11 PM.


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40475 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

babu,  ილურიძემ რაც შეგპირდათ უკვე მაახლა  და ჩემთან ინახება ლეგიონთ ერისთავო!!!

უი მე შემპირდა რამე?  მაგას ვენაცვალე. ისა და ხვალ დაკავებულები ხართ? უფრო სწორად ზეგ? 

პარდონ მგონი რეპორტის თემას გავცდი მარა ფოტოებს დავდებ და გავამდიდრებ

 

legion.ge_85d77df3edf35e.jpg

 

:L: ჯვარი გწერია მაჭავარიანი. შენც კაი ჯანზე ხარ ბაბულიკა



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5446 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

:good:  :good:



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2586 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

გამარჯობათ დენთისმიერებო! 

ჰა ჰააა  :good:  :good:  :good:  :good:

დიმა ჩაგეთვალაააა  :good:  :good:  :good:

:0024:  :0024:  :0024:



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2586 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

მხიარული რეპორტი გაქვს ძმობილო კარგი წასაკითხიცაა და ვიდეოც არაჩვეულებრივია  :good:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?