Jump to content

სურათი

გლუვი ლულის თავისებურებები

გლუვი თოფი ლულა იარაღი დამასკი ბალისტიკა

პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 73 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
გლუვი ლულის მოვლა და თავისებურებები

ნაწილი 6

ლულის მასალა და მისი ტექნიკური მახასიათებლები

დამასკი

ჩვენს დროში სანადირო იარაღის ლულებს აკეთებენ სპეციალური ფოლადისგან. მათი შემადგენლობა სხვადასხვაა, ამვვარად ისინი ყველა განსხვავდებიან ელასტიურობით, სიმყარით, კოროზიის მიმართ მდგრადობით. ფოლადის და ნახშირბადის გარდა შემადგენლობაში შედის მარგანეცი, სილიციუმი, ქრომი, ნიკელი, ვანადიუმი, მოლიბდენი და სხვა ელემენტები.

მსოფლიო მაშტაბით იარაღის მწარმოებლები, უფრო ნაკლებად, ლულებს აწარმოებენ უჟანგავი ფოლადისგან, რომელიც მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს ქრომს და ნიკელს. ზოგიერთ ასეთ ლულაზე მდუღარე აზოტის მჟავაც კი არ მოქმედებს. ევროპაში და კერძოდ მთელს მსოფლიოში, ლულის არხებს და მის გარე დაფარულობას, ასევე იარაღის სავაზნეებს უკეთებენ ქრომირებას მისი კოროზიისგან დასაცავად.

ლულის მასალა არ მოქმედებს სროლის შედეგზე და მის ეფექტურობაზე. უფრო სწორად, თუ ლულებს დავამზადებთ ფოლადით, დამასკის ანდა სხვა ნებისმიერი მასალისგან, თან თუ ერთნაირი წონის იქნება, სიგრძის და გაბურღვითაც, რომელიც იქნება ერთნაირი ჭურვით დატენილი, აბსოლიტურად ერთნაირ საბრძოლო შედეგს მივიღებთ. კიდევ უფრო გასაგებათ რომ ვთქვათ, საბრძოლო შედეგზე გავლენას ახდენს მხოლოდ ლულის წონა და მისი ზომა... ლულების ხარისხი და შემადგენლობა გავლენას ახდენს მხოლოდ მის სიმყარეზე, მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობაზე, მდგრადობაზე ეროზიისგან და კოროზიისგან.

IX ასწლეულის ბოლოს საუკეთესო გლუვი ლულის მასალათ ითვლებოდა დამასკი. ესაა გარკვეული სახით ერთმანეთში გადაჭდობილი ფოლადის ფირფიტების მასა, სხვადასხვა ნახშირბადის შემცველობით.

ამისათვის გარკვეულ ტემპერატურაზე ახურებდნენ რკინის და ფოლადის ნაჭრების შეკვრას, გადაბმულს შახმატური განლაგებით და შემდეგ თანდათანობით ამ შეკვრიდან ჭედავენ შედარებით სწორ და თხელ მოგრძო ნაჭრებს. ამის მერე ხდება ამ მოგრძო ნაჭრების ერთმანეთში გადაწვნა (ერთი მარჯვნივ, მეორე მარცხნივ) შუა გამჭოლი ღერძის გარშემო და ერთმანეთზე დადუღება.

ასეთი სახით გადაწნულ ლენტებს კიდევ გაახურებენ, შემდეგ უკვე გამოჭედავენ სასურველ ნაკეთობას (ამ შემთხვევაში ლულისთვის მილაკებს).

ჭედვის დროს, რაც უფრო მეტი ლითონის ფირფიტა იქნება გამოყენებული და შესაბამისად ფირფიტებიდან მიღებული ჩაწნული ლენტები, მით უფრო ლამაზი გამოდის დამასკის ნახატი.

ასხვავებენ რამდენიმე ტიპის დამასკის სახეობას, ერთზოლიანი, ორზოლიანი, სამზოლიანი, ოთხზოლიანი და ბუკეტიც კი, და კიდევ ექვსზოლიანი, ეგრედწოდებული ,,ვარდის'' დამასკი.

ХХ საუკუნის დასაწყისში, მეტალურგიის წარმოების და ტექნოლოგიების განვითარების ზღვარზე, რომელიც თავის თავში მოიცავდა მაღალტექნოლოგიური ფოლადის დამზადებას, დამასკი როგორც გლუვი ლულის მასალა ნელნელა იქნა განდევნილი მაღალი ხარისხის ფოლადის მასალის მიერ.

თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ არსებობს ლულების დამუშავების რამდენიმე მეთოდი, მათ შორისაა კრიოგენური ტექნოლოგია, რომლის შემთხვევაშიც ლულის მასალა და დამუშავების მეთოდი გავლენას ახდენს ბალისტიკურ მონაცემებზე. ამ თემაზე შემდეგ პოსტებში...

გაგრძელება იქნება...

მიმაგრებული გალერეა

  • FB_IMG_1568112801570.jpg
  • FB_IMG_1568112806536.jpg
  • FB_IMG_1568112810550.jpg
  • FB_IMG_1568112813636.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?